„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016489
07
27/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010260020.35.117.016489
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 27 მაისი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „აამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 20.11.2017 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016339) და დანართის:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

1) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარებას;“

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები

სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციის ბაზის შექმნასა და მათი სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ვ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;

ზ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;

ი) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;

კ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

ლ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;

მ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციათა განხორციელებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე