დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 239 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022795 |
|
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2016, 340170000.10.003.019084) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. იმ იურიდიულ პირებს, რომლებთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება და „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №620 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებაში ჩაუნაცვლდათ „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №620 დადგენილებით დამტკიცებული „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები, პროგრამის ფარგლებში ამ ვალდებულებების დარღვევისათვის ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით დაკისრებული პირგასამტეხლო ეპატიოთ იმ პირობით, რომ ასეთი იურიდიული პირები არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინაშე წერილობით გამოხატავენ თანხმობას პირგასამტეხლოს პატიების თაობაზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები