„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 21/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018021
21/ნ
25/05/2021
ვებგვერდი, 26/05/2021
430210000.22.022.018021
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №21/ნ

2021 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016261) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“:

ა) მე-3 მუხლს 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების მიერ სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

1. გამოცდების ცენტრი გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2019 წლიდან.

2. თუ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გამოთხოვილი ცნობით არ დასტურდება ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნა სრული ზოგადი განათლების ბოლო ორი 2 წლის განმავლობაში და ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას იღებდნენ დისტანციური ფორმით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია დაეყრდნოს მე-3 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს მოსთხოვოს აღნიშნულ პერიოდში დისტანციური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი