„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017466
109
17/05/2021
ვებგვერდი, 18/05/2021
190040000.22.033.017466
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №109

2021 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:

1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) ბიუჯეტის განმკარგველი – 5036 „ა(ა)იპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1396

5036

ა(ა)იპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

“;

ბ) ბიუჯეტის განმკარგველის 5139 – სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

1500

5140

ა(ა)იპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება

“;

2.  დანართ №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი – 3555 „შემოსავალი ჯარიმებიდან ან/და საურავებიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის შემოსულობის სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები:

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის

 

3556

 

 

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისათვის

3557

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი