პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ

პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022770
215
13/05/2021
ვებგვერდი, 14/05/2021
240110000.10.003.022770
პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №215

2021 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად  გასატარებელი ღონისძიება“.

 

მუხლი 2
ის პირები, რომელთაც დადგენილების თანახმად ეკისრებათ სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება, ვალდებულნი არიან, სერტიფიცირების სისტემის დანერგვიდან 18 თვის ვადაში აიღონ აღნიშნული სერტიფიკატი.

 

 

მუხლი 3
სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად  გასატარებელი ღონისძიების“ დოკუმენტის მოთხოვნების შესრულებას.
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტის მე-7 მუხლის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. 
მუხლი 5
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცება 2024 წლის 1 ივლისამდე.

 

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად

 გასატარებელი ღონისძიება 


მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო

1. პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად  გასატარებელი ღონისძიება  განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდების გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი ალტერნატიული მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა, პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები. 

2. ეს დადგენილება ვრცელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ლ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პესტიციდებზე.

3. განსაკუთრებული გარემოების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე, არსებობს ეჭვი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ, შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება და პესტიციდების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა.

4. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

ა) პროფესიონალი მომხმარებელი  ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს პროფესიული გამოყენებისათვის რეგისტრირებულ პესტიციდებს პროფესიულ საქმიანობაში მათ შორის, ოპერატორები, ტექნიკოსები, დამსაქმებლები.

ბ) დისტრიბუტორი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პესტიციდების ბაზარზე განთავსებას, მათ შორის,  საბითუმო, საცალო მოვაჭრეები, გამყიდველები და მიმწოდებლები;   

გ) კონსულტანტი − ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და  თავისი პროფესიული ან სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, უწევს კონსულტაციებს მცენარეთა დაცვასთან ან პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის,, პირი, რომელიც ეწევა კერძო დამოუკიდებელ და საზოგადოებრივ საკონსულტაციო მომსახურებას, კომერციული აგენტები, სურსათის  მწარმოებლები და საჭიროების შემთხვევაში, საცალო მოვაჭრეები;

დ) პესტიციდების  შემტანი  მოწყობილობა −  ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია პესტიციდების  შესატანად,   მათ შორის, ისეთი დამხმარე მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია ასეთი აღჭურვილობის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, როგორიცაა საცმები, მანომეტრები, ფილტრები,  ბადეები  და ავზების საწმენდი მოწყობილობები;

ე) საჰაერო შესხურება − პესტიციდების  შეტანა ავიაციის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი ან დრონი) გამოყენებით;

ვ)  მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა − მცენარეთა დაცვის ყველა არსებული  მეთოდისა და ხერხის გამოყენება  უსაფრთხოების ზომების დაცვით და მავნე ორგანიზმების პოპულაციების განვითარების ხელშემშლელი სათანადო ღონისძიებების შემდგომი ინტეგრირება,   მცენარეთა დაცვის საშუალებებისა  და ჩარევის სხვა ფორმების გამოყენება  ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებულ საზღვრებში. ამასთან,  მიღებულ უნდა იქნეს სხვა დამატებითი ზომები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მიყენებული შესაძლო რისკების შემცირების ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. „მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა“ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი სასოფლო-სამეურნეო კულტურის  მოსავლის ზრდას აგრო-ეკოსისტემების მინიმალური დარღვევით და ხელს უწყობს მავნე ორგანიზმების ბუნებრივი კონტროლის მექანიზმების სტიმულირებას;

ზ) რისკის ინდიკატორი − გაანგარიშების მეთოდის გამოყენების შედეგი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე ან/და გარემოზე პესტიციდების ზემოქმედების რისკების შესაფასებლად; 

თ) არაქიმიური მეთოდები − ქიმიური პესტიციდების ალტერნატიული მეთოდი  მცენარეთა დაცვისა და მავნე ორგანიზმების მართვისთვის, რომელიც ემყარება ისეთ აგრონომიულ ტექნოლოგიებს, რომლებიც განსაზღვრულია „მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის ზოგადი პრინციპები“ დანართი №3-ის პირველ პუნქტში ან მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ფიზიკური, მექანიკური ან ბიოლოგიური კონტროლის მეთოდები;

ი) ზედაპირული წყალი − შიდა წყლები, გარდა გრუნტის, გარდამავალი და სანაპირო წყლებისა, თუმცა, ქიმიურ მდგომარეობასთან მიმართებით ის შესაძლებელია მოიცავდეს ტერიტორიულ წყლებსაც;

კ)  გრუნტის წყალი  წყალი, რომელიც მდებარეობს მიწის ზედაპირის დაბლა, გაჯერებულ ზონაში და უშუალო შეხება აქვს მიწასთან ან ქვენიადაგთან.

ლ) პესტიციდი:

ლ.ა) მცენარეთა დაცვის საშუალება − პრეპარატი, რომელიც დაფასოებულია ისეთი სახით, როგორითაც ის მიეწოდება მომხმარებელს, შედგება ან შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, ანტიდოტებს ან სინერგისტებს და  გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის:

ლ.ა.ა) მცენარეების ან მცენარეული პროდუქტების ნებისმიერი მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ან ასეთი ორგანიზმების ზემოქმედების პრევენციის მიზნით, თუ ამ პრეპარატის ძირითადი მიზანია მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების დაცვა და არა ჰიგიენური გამოყენება;

ლ.ა.ბ) მცენარის სასიცოცხლო პროცესებზე ზემოქმედებისთვის, მაგ., ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ მათ ზრდაზე, გარდა საკვები ნივთიერებებისა და ბიოსტიმულატორებისა;

ლ.ა.გ) მცენარეული პროდუქტების დაცვისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მათზე არ ვრცელდება კონსერვანტებისთვის განსაზღვრული სპეციალური მოთხოვნები;

ლ.ა.დ) არასასურველი მცენარეებისა და მცენარეთა არასასურველი ნაწილების განადგურებისათვის, გარდა წყალმცენარეებისა, თუ პრეპარატი არ გამოიყენება ნიადაგზე ან წყალში მცენარეთა დაცვისათვის;

ლ.ა.ე) მცენარეთა არასასურველი ზრდის კონტროლის ან პრევენციისათვის, გარდა წყალმცენარეებისა, თუ პრეპარატი არ გამოიყენება ნიადაგზე ან წყალში მცენარეთა დაცვისათვის;

ლ.ბ) ბიოციდური პროდუქტი − აქტიური ნივთიერება ან გამხსნელი, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ აქტიურ ნივთიერებას, ისეთ ფორმაში როგორიც მიეწოდება მომხმარებელს, და რომელიც გამიზნულია გაანადგუროს,  შეაკავოს, გააუვნებელყოს, შეაფერხოს ზემოქმედება ან სხვაგვარად მოახდინოს ზემოქმედება მავნე ორგანიზმზე ქიმიური ან ბიოლოგიური გზით.

2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. სამოქმედო გეგმის შემუშავება

1. ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ პესტიციდების გამოყენების რისკისა და უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად და მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ალტერნატიული მიდგომების ან მეთოდების  წასახალისებლად, ასევე, იმისათვის რომ შეიქმნას რაოდენობრივი ინდიკატორები, მიზნები, ზომები და გრაფიკები და შემცირდეს პესტიციდების გამოყენებაზე დამოკიდებულება, უნდა მომზადდეს „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად   გასატარებელი ღონისძიების სამოქმედო გეგმა“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა). აღნიშნული  შესაძლებელია გავრცელდეს ინტერესის სხვადასხვა სფეროზე, მაგალითად, დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაზე, ნარჩენების განთავსებაზე, კონკრეტული ტექნიკის გამოყენებაზე ან განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გამოყენებაზე.

2. პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების სამოქმედო გეგმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

3. სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ინდიკატორებს მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების მონიტორინგისათვის, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ მომეტებული საფრთხის შემცველ აქტიურ ნივთიერებებს, განსაკუთრებით ალტერნატიული პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ აქტიურ ნივთიერებებს. ნივთიერების დაშვების კრიტერიუმები, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოს ცოცხალ ორგანიზმებზე (ეკოტოქსიკოლოგიაზე) ზემოქმედების თვალსაზრისით, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

4. აღნიშნული ინდიკატორების საფუძველზე, თუ ზემოხსენებული აქტიური ნივთიერებების შემცველი პროდუქტების გამოყენების რისკები ან მოცულობები შემცირდა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა განისაზღვროს დამატებითი მაჩვენებლები აღნიშნული პროდუქტების გამოყენების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, თუ გამოყენების შემცირება წარმოადგენს ამ დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებული რისკის შემცირების სათანადო საშუალებებს. ეს მიზნები შეიძლება იყოს შუალედური ან საბოლოო. საჭიროა გამოყენებულ იქნეს ყველა საჭირო ზომები ამ მიზნების მისაღწევად.

5. სამოქმედო გეგმის შემუშავებისას/გადახედვისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს კონკრეტული ღონისძიებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება, სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზემოქმედება,  ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი პირობები და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ინტერესები. სამოქმედო გეგმაში უნდა განისაზღვროს, თუ როგორ გახორციელდება ამ დადგენილების მე-4-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული ზომები, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

6. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით  დაგეგმილი ღონისძიებები წყლის რესურსების მართვის კუთხით.

7. სამოქმედო გეგმა ექვემდებარება გადახედვას  მინიმუმ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

8. სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას ამ  მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე განთავსებით.

9. სამოქმედო გეგმის შემუშავებისას/გადახედვისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

მუხლი 4. პროფესიული გადამზადება (ტრენინგი)          

1. პროფესიონალ მომხმარებელს, დისტრიბუტორსა და კონსულტანტს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის შესაბამისი ცოდნის გაცემას დანართი №1-ით „ტრენინგის საკითხები“ გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, მათი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით.

2. სამინისტრო შეიმუშავებს სერტიფიცირების სისტემას, სადაც განსაზღვრული იქნება სერტიფიკატის მინიჭების, განახლებისა და გაუქმების წესები და პირობები, ხოლო ამ სისტემის დანერგვაზე პასუხისმგებელი პირი იქნება სააგენტო.

3. ტრენინგი უნდა ჩატარდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციის მეშვეობით, რომელმაც, ასევე უნდა უზრუნველყოს სერტიფიკატის გაცემა.

მუხლი 5. პესტიციდების რეალიზაციის მოთხოვნები

1. დისტრიბუტორებს უნდა ჰყავდეთ ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სერტიფიცირებული საკმარისი რაოდენობის პერსონალი, რომლებიც რეალიზაციის დროს მომხმარებელს მიაწვდიან სათანადო ინფორმაციას პესტიციდების გამოყენების, ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების რისკებთან დაკავშირებით და ასევე, ინფორმაციას აღნიშნული პროდუქციის გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვისა და რისკების მართვის შესახებ. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე დისტრიბუტორები, რომლებიც ახდენენ პროდუქციის რეალიზაციას მხოლოდ არაპროფესიონალური გამოყენებისათვის, შეიძლება გათავისუფლდნენ აღნიშნული ვალდებულებისაგან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ახდენენ იმ პესტიციდების ფორმების ბაზარზე განთავსებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კლასიფიცირებულია, როგორც ტოქსიკური, ძალიან ტოქსიური, კარცეროგენური, მუტაგენური ან რეპროდუქციისათვის ტოქსიკური.

2. მიღებული უნდა იქნეს აუცილებელი ზომები, რომ პროფესიული გამოყენებისათვის რეგისტრირებული პესტიციდების რეალიზაცია მოხდეს პროფესიულ მომხმარებლებზე, რომლებიც ფლობენ ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიკატს.

3. დისტრიბუტორებმა, რომლებიც ახდენენ პესტიციდების რეალიზაციას არაპროფესიონალ მომხმარებლებზე, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება იმ რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება პესტიციდებმა შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობასა და  გარემოს, კერძოდ, პესტიციდებით გამოწვეული საფრთხეების, ზემოქმედების, პესტიციდების სათანადო შენახვის, დამუშავების, მისი გამოყენების და უსაფრთხო განადგურების ან დაბალი რისკის მქონე ალტერნატივების შესახებ, ნარჩენების მართვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტოს შეუძლია გამოითხოვოს პესტიციდების მწარმოებლებისაგან ამგვარი ინფორმაცია.

მუხლი 6. ინფორმაციის მიწოდება    

1. სააგენტომ უნდა მიიღოს ზომები ფართო საზოგადოების ინფორმირებისთვის, ცნობიერების ამაღლების პროგრამების ხელშეწყობისთვის, ასევე, ფართო საზოგადოებისათვის  პესტიციდების შესახებ ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებით რისკებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციურად მწვავე და ქრონიკული ზემოქმედების შესახებ. 

2.  სააგენტომ უნდა  შექმნას სისტემები პესტიციდების მწვავე მოწამვლის, აგრეთვე ქრონიკული მოწამვლის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ  ჯგუფებში, როგორიცაა ოპერატორები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები ან პესტიციდის გამოყენების არეალთან ახლოს მცხოვრები პირები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველსაყოფად, სააგენტომ უნდა შეიმუშავოს სახელმძღვანელო დოკუმენტი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდების გამოყენების გავლენის მონიტორინგისა და გამოკვლევასთან დაკავშირებით.

მუხლი 7. პესტიციდების შემტანი მოწყობილობის შემოწმება

1. პესტიციდების  შემტანი მოწყობილობა პროფესიული გამოყენებისთვის უნდა  ექვემდებარებოდეს  ინსპექტირებას რეგულარული ინტერვალებით, რომლის შედეგად უნდა დადასტურდეს, რომ პესტიციდების შემტანმა მოწყობილობამ გაიარა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება და აკმაყოფილებს ამ დადგენილების „ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია პესტიციდების  შემტანი მოწყობილობების შემოწმებასთან“ დანართი №2 -ით განსაზღვრულ მოთხოვნებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მაღალი დონის მისაღწევად.

2. 2029 წლის შემდეგ ინსპექტირება უნდა ჩატარდეს არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ. 2029 წლამდე სააგენტოს მიერ პესტიციდების შემტანი მოწყობილობა შემოწმებული უნდა იყოს სულ მცირე ერთხელ მაინც. აღნიშნული თარიღის შემდგომ პროფესიული გამოყენებისთვის გამოიყენება მხოლოდ ის პესტიციდების  შესატანი  აპარატი, რომელმაც წარმატებით გაიარა  შემოწმება.

3. ახალი აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს შეძენიდან ხუთი წლის შემდეგ, ხოლო სხვა შემთხვევაში 3 წლის შემდეგ. თუ ყიდვის ფაქტის დადასტურება შეუძლებელია, ვადის ათვლა მოხდება მისი გამოშვების თარიღიდან.

4. ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებიდან  გამონაკლისის სახით ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასების გზით, მათ შორის, აღჭურვილობის გამოყენების  მასშტაბის შეფასების გზით, შესაძლებელია:

 ა) გამოყენებულ იქნეს განსხვავებული განრიგები და ინსპექტირების ინტერვალები პესტიციდების შემტანი მოწყობილობებისათვის რომლებიც არ გამოიყენება პესტიციდების აეროზოლური საშუალებით შესაფრქვევად, პესტიციდების შემტანი პორტატული  მოწყობილობებისთვის და ზურგსაკიდი აპარატებისა და  პესტიციდების დამატებითი შესატანი ტექნიკისათვის, რომლებიც განკუთვნილია მცირე მასშტაბით გამოყენებისთვის, და რომელიც გათალისწინებული უნდა იქნეს ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამოქმედო გეგმაში. პესტიციდების შემტანი შემდეგი დამატებითი მოწყობილობა არ უნდა ჩაითვალოს ძალიან  მცირე მასშტაბით გამოყენებისათვის:

ა.ა) მატარებლებზე ან თვითმფრინავზე დამონტაჟებული აეროზოლური შემასხურებელი მოწყობილობა;

ა.ბ)  შტანგიანი შემასხურებლები, რომელთა ზომა აღემატება 3 მ, მათ შორის, შტანგიანი   შემასხურებლები,  რომლებიც დამონტაჟებულია სათეს ტექნიკაზე;

ბ) არ ჩატარდეს შემოწმება პესტიციდების შემტანი პორტატული მოწყობილობებზე ან ზურგსაკიდ აპარატებზე. ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, ოპერატორებისთვის ინფორმაციის მიწოდება ნაწილების რეგულარული შეცვლის, ამ მოწყობილობასთან დაკავშირებული სპეციფიკური რისკების შესახებ და ოპერატორების სათანადო მომზადება ამ აღჭურვილობის სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით ამ დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად.

5. პესტიციდების შემტანი მოწყობილობა,  უნდა პასუხობდეს ამ დადგენილების მიზნებისათვის სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტანდარტებს ან მათი ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა ჩაითვალოს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

6. პროფესიონალი მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს პესტიციდების შემტანი  მოწყობილობის დაკალიბრება და ტექნიკური შემოწმება 3 წელიწადში ერთხელ, სპეციალურად განსაზღვრულ მომსახურების ცენტრებში.

7 ინსპექტირების გახორციელებაზე პასუხისმგებელია სააგენტო.

8.  სამინისტროს მიერ უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც იძლევა სხვა ქვეყნების მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების საშუალებას.

მუხლი 8. საჰაერო შესხურება

 1. პესტიციდებით საჰაერო შესხურება აკრძალულია.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით საჰაერო შესხურება  შეიძლება  დაშვებული იყოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ა) არ არსებობს  ეფექტური ალტერნატივა, ან არსებობს აშკარა უპირატესობა პესტიციდების მიწისზედა შეტანასთან შედარებით ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე შემცირებული ზემოქმედების თვალსაზრისით;

 ბ) გამოყენებული პესტიციდები დაშვებული უნდა იყოს ქვეყნაში საჰაერო  შესხურებისთვის, საჰაერო შესხურებისას არსებული რისკების კონკრეტული შეფასების  საფუძველზე;

გ) ოპერატორს,  რომელიც ახორციელებს საჰაერო  შესხურებას, უნდა ჰქონდეს ამ დადგენილების  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატი.

დ) საჰაერო შესხურების განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი უნდა იყოს სერტიფიცირებული კომპეტენტური ორგანოს მიერ და უფლებამოსილი მოახდინოს პესტიციდების საჰაერო  შესხურებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და  საფრენი აპარატების ავტორიზაცია;

ე)  თუ  შესასხურებელი ტერიტორია ახლოს არის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ადგილებთან, უნდა იქნეს გამოყენებული  რისკების მართვის სპეციალური  ზომები, შემთხვევით გამვლელი ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით. შესასხურებელი ტერიტორია არ უნდა იყოს საცხოვრებელ ადგილების სიახლოვეს;

ვ) საჰაერო აპარატები  აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი მოწყობილობებით, რომლებიც წარმოადგენენ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიას, რათა შეამცირონ საჰაერო შესხურების დროს შესასხურებელი ნივთიერების სხვა ადგილზე გადატანა.

3. სააგენტომ უნდა დაადგინოს სპეციალური მოთხოვნები საჰაერო შესხურებისათვის,  ამ მუხლის  მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის განხილვისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები კულტურებზე, ტერიტორიებზე, სხვადასხვა გარემოებებსა და გამოყენების განსაკუთრებულ მოთხოვნებზე, მათ შორის,, ამინდზე, იმ თვალსაზრისით, თუ სად შეიძლება იქნეს დაშვებული საჰაერო შესხურება.

4. სააგენტომ უნდა განსაზღვროს ზომები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის და შემთხვევითი გამვლელების დროული გაფრთხილებისათვის და გარემოს დაცვისთვის იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც გახორციელდა შესხურება.

5. პროფესიონალმა მომხმარებელმა, რომელსაც სურს გამოიყენოს პესტიციდები საჰაერო  შესხურების გზით, სააგენტოს უნდა წარუდგინოს განაცხადი გამოყენების გეგმის აღიარებაზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მტკიცებულებები, რომლის შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. განაცხადი სააგენტოს უნდა წარედგინოს დროულად.  განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესხურების სავარაუდო დროისა და გამოსაყენებელი პესტიციდების რაოდენობისა და ტიპის შესახებ.

6. სააგენტომ უნდა განსაზღვროს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის განხილვის ვადა. აღნიშნულ ვადაში განმცხადებლისთვის პასუხის შეუტყობინებლობა ჩაითვლება დადებით გაწყვეტილებად.

7. განსაკუთრებული შემთხვევებში, კერძოდ,  გადაუდებელი ან საგანგებო სიტუაციების დროს, შესაძლებელია წარდგენილი იქნეს ცალკეული განაცხადები საჰაერო შესხურების გამოყენებაზე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტომ დაჩქარებული წესით უნდა შეამოწმოს, დაკმაყოფილებულია თუ არა ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები შესხურების დაწყებამდე.

8. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მდგომარეობა სააგენტოს მიერ უნდა შემოწმდეს შესაბამისი მონიტორინგის ჩატარების გზით.

9. სააგენტო ახორციელებს აღიარების მისაღებად შემოსული განაცხადების და გაცემული აღიარებების რეესტრს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს   გარკვეული ინფორმაციის, როგორიცაა შესაწამლი ფართობი, შეწამვლის  სავარაუდო  დღე და დრო, პესტიციდების ტიპი,  საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას.

10. სამოქმედო გეგმებში შეტანილი უნდა იქნეს დებულებები იმ  პირების ინფორმირების შესახებ, რომლებმაც შეიძლება განიცადონ საჰაერო შესხურების ზემოქმედება.

მუხლი 9. წყლის გარემოსა და სასმელი წყლის დაცვის სპეციფიკური  ზომები  

1. სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ზომები წყლის გარემოს და სასმელი წყლის წყაროების დასაცავად პესტიციდების ზემოქმედებისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვის დროს აუცილებელია:

ა)  უპირატესობა მიენიჭოს იმ პესტიციდებს, რომლებიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ არიან კლასიფიცირებული, როგორც წყლის გარემოსათვის საშიში პესტიციდები;

ბ) უპირატესობა მიენიჭოს ყველაზე ეფექტური გამოყენების ტექნოლოგიებს, როგორიცაა აეროზოლური გაფრქვევის მცირე დრიფტის მქონე პესტიციდების შემტანი მოწყობილობების გამოყენება ხეხილის ბაღებისა და ვენახებისთვის, განსაკუთრებით კი - მხვიარა მცენარეებისათვის, როგორიცაა სვია და სხვა მცენარეები;

გ) შემარბილებელი ღონისძიებების გამოყენება, რის შედეგადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ტერიტორიის გარეთ დაბინძურების რისკი, რომელიც გამოწვეულია  აეროზოლური გაფრქვევით, პესტიციდების დაღვრით, სანიაღვრე და ჩამდინარე ნაკადებით. აღნიშნული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს ისეთი შესაბამისი ფართობის ბუფერული ზონების შექმნას არასამიზნე წყლის ორგანიზმებისათვის და ისეთი უსაფრთხო ზონების შექმნას ზედაპირული და  სასმელად გამოსაყენებელი გრუნტის წყლების დასაცავად, სადაც არ ხდება პესტიციდების გამოყენება ან შენახვა;

დ) საერთოდ გამოირიცხოს ან შემცირდეს პესტიციდების შეტანა გზების, რკინიგზის ხაზების, ძალიან დიდი ფილტრაციის მქონე ზედაპირების ან ზედაპირული წყლების, გრუნტის წყლების, ჩამდინარე სისტემების ან ჰერმეტული ზედაპირების მახლობლად, რომელთაც აქვთ ზედაპირულ ან ჩამდინარე წყლებში დრენირების მაღალი რისკი.

მუხლი 10. პესტიციდების გამოყენების ან რისკების  შემცირება სპეციფიკურ  არეალებში

  ჰიგიენის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და ბიომრავალფეროვნების მოთხოვნების, ან შესაბამისი რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პესტიციდების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა ან აკრძალვა გარკვეულ სპეციფიკურ არეალებში. მიღებული უნდა იქნეს სათანადო რისკის მართვისა და ბიოლოგიური კონტროლის ზომები და პირველ რიგში, გამოყენებული უნდა იქნეს მცენარეთა დაცვის დაბალი რისკის მქონე საშუალებები, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნულის სპეციფიკური არეალებია:

ა) საჯარო ტერიტორიები ან მოწყვლადი ჯგუფების მიერ გამოყენებული ტერიტორიები, როგორიცაა საჯარო პარკები და ბაღები, სპორტული და სარეკრეაციო მოედნები, სასკოლო  და საბავშვო მოედნები და  ტერიტორიები სამედიცინო ობიექტების სიახლოვეს;

 ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიები ან სხვა ტერიტორიები, რომლებიც განსაზღვრულია საჭირო კონსერვაციის ღონისძიებების დასადგენად  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ახლად  დამუშავებული ტერიტორიები, რომლებიც გამოყენებულია ან ხელმისაწვდომია  სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისათვის.

მუხლი 11. პესტიციდებით დამუშავება,  შენახვა და მათი შეფუთვისა და ნარჩენების  გადამუშავება

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებული უნდა იქნეს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს პროფესიონალი მომხმარებლების და საჭიროების შემთხვევაში, დისტრიბუტორების მიერ, ისეთი შემდეგი ოპერაციების შესრულება, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს:

ა) პესტიციდების შენახვა, დამუშავება, გახსნა და შერევა გამოყენებამდე;

ბ) პესტიციდების შესაფუთი მასალის და ნარჩენების  გადამუშავება;

გ) გამოყენების  შემდეგ ავზში დარჩენილი  ნარევების განკარგვა;

დ) გამოყენების  შემდეგ გამოყენებული მოწყობილობის გაწმენდა;

ე) პესტიციდების ნარჩენების და მათი შესაფუთი მასალის აღდგენა ან განადგურება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 2. საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, მიღებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ზომა რეგისტრირებულ პესტიციდებთან  დაკავშირებით, რომლებიც ნებადართულია არაპროფესიონალი მომხმარებლებლის მიერ გამოყენებისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საფრთხის შემცველი ქმედებების გახორციელება. აღნიშნულის ზომები შეიძლება მოიცავდეს დაბალი ტოქსიკურობის პესტიციდების გამოყენებას,  გამოყენებისათვის მზა ფორმულაციებს,  კონტეინერების ან შეფუთვის ზომის შემცირებას.

3. პროფესიონალური გამოყენებისთვის განკუთვნილი პესტიციდების შენახვის ადგილები აგებული იყოს ისე, რომ მოხდეს არასასურველი გამოფრქვევების/გაჟონვის თავიდან აცილება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადგილმდებარეობას, ზომას და სამშენებლო მასალებს.

მუხლი 12. მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა

1. მიღებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ზომა,  რათა მავნე ორგანიზმების მართვისას, გამოყენებული იქნეს პესტიციდების შემცირებული რაოდენობა, ამასთან, პრიორიტეტი მიეცეს არაქიმიურ მეთოდებს, იმისათვის, რომ პესტიციდების პროფესიონალი მომხმარებლები გადავიდნენ ისეთ მეთოდებისა და პროდუქტების გამოყენებაზე, რომლებიც ყველაზე დაბალი რისკის მქონეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გარემოსათვის. მცენარეთა მავნებლების მართვა დაბალი შემცველობის პესტიციდების გამოყენებით  მოიცავს მავნე ორგანიზმების ინტეგრირებულ მართვას, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის ორგანული პროდუქციის წარმოებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტომ უნდა შექმნას ყველა აუცილებელი პირობა ან ხელი შეუწყოს ამგვარი პირობების შექმნას მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის დასანერგად. აღნიშნულმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პროფესიონალ მომხმარებლებს ჰქონდეთ საშუალება იხელმძღვანელონ მათ ხელთ არსებული ინფორმაციითა და საშუალებებით, მავნებლების მონიტორინგისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, ისევე როგორც მიიღონ კონსულტაციები მავნებლების ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებით.

3. სამოქმედო გეგმაში, აღწერილი უნდა იყოს ქმედებები, თუ როგორ უნდა მოხდეს  დანართი №3-ით განსაზღვრული მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის საერთო პრინციპების უზრუნველყოფა ყველა პროფესიონალი მომხმარებლების მიერ.

4. სააგენტოს ან/და იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ პროფესიონალ მომხმარებლებს, უნდა შეიქმნას შესაბამისი სისტემა პროფესიონალი მომხმარებლების წასახალისებლად, რათა მათ ნებაყოფლობით შეიმუშაონ კონკრეტული კულტურების ან მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის უზრუნველსაყოფად სექტორული სპეციფიკური სახელმძღვანელოები.

5. სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სახელმძღვანელოებით, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

მუხლი 13.  ინდიკატორები, ანგარიშგება და ინფორმაციის გაცვლა

1. სააგენტომ უნდა შეიმუშავოს ჰარმონიზებული რისკის ინდიკატორები ამ დადგენილების „რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორები“ დანართი №4-ის შესაბამისად.

 2. სააგენტომ უნდა:

ა) გამოთვალოს ჰარმონიზებული რისკის ინდიკატორები ამ დადგენილების დანართი№4-ის  შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეგროვებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით, რომელიც მოიცავს სტატისტიკას მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ, სხვა შესაბამის მონაცემებთან ერთად;

ბ) დაადგინოს გარკვეული აქტიური ნივთიერებების გამოყენების ტენდენციები;

გ) განსაზღვროს პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა აქტიური ნივთიერებები, კულტურები, რეგიონები ან პრაქტიკა, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ან კარგი პრაქტიკა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც მაგალითი, რათა  შესაძლებელი გახდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული იმ მიზნების მიღწევა, როგორიცაა პესტიციდების გამოყენების რისკებისა და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება და წაახალისოს მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის და ალტერნატიული მიდგომების ან მეთოდების შემუშავება და დანერგვა პესტიციდების გამოყენებაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

4. სააგენტომ ასევე უნდა გამოთვალოს ჰარმონიზებული რისკის ინდიკატორები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეგროვებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით, რომელიც მოიცავს სტატისტიკას მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ, სხვა შესაბამის მონაცემებთან ერთად, იმისათვის რომ შეაფასოს პესტიციდების გამოყენებით გამოწვეული რისკების ტენდენციები.

5. სააგენტომ ასევე უნდა გამოიყენოს ამ მუხლის  მე-4 პუნქტში მითითებული მონაცემები და ინფორმაცია, რათა შეფასდეს  პროგრესი სხვა სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში, რომლებიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდების ზემოქმედების  შესამცირებლად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

მუხლი 14. პასუხისმგებლობა

ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დანართი №1

ტრენინგის საკითხები

1.  შესაბამისი კანონმდებლობა პესტიციდებისა და მათი გამოყენების შესახებ.

2.   ფალსიფიცირებული მცენარეთა დაცვის საშუალებები და რისკები. ასეთი პროდუქციის იდენტიფიცირების მეთოდები.

3. პესტიციდებთან დაკავშირებული  საფრთხეები და რისკები. როგორ უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება და კონტროლი, კერძოდ:

ა) რისკები ადამიანების მიმართ (ოპერატორები, მაცხოვრებლები,  შემთხვევით გამვლელი ადამიანები, რომლებიც შედიან დამუშავებულ ტერიტორიებზე, და ისინი, რომლებიც ახორციელებენ დატვირთვა-გადმოტვირთვით სამუშაოებს,  ან მოიხმარენ დამუშავებულ პროდუქტებს) და როგორ ახდენენ ამ რისკების გამწვავებას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოწევა;

ბ)    პესტიციდებით მოწამვლის სიმპტომები და პირველადი დახმარების ღონისძიებები;

გ)  რისკები, რომლებიც დაკავშირებულია არასამიზნე მცენარეებთან, სასარგებლო მწერებთან, ველურ ბუნებასთან, ბიომრავალფეროვნებასთან და ზოგადად გარემოსთან.

4. მცენარეთა მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სტრატეგიების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მართვის მეთოდების, ორგანული მეურნეობის პრინციპების, მავნებლების ბიოლოგიური მართვის მეთოდების,  მემცენარეობის ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაციის და ცალკეული კულტურების ან მცენარეთა მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის სექტორების სახელმძღვანელოების კონცეფცია.

5. მომხმარებლის დონეზე შედარებითი შეფასების ინიცირება პროფესიონალი მომხმარებლების დასახმარებლად, რომელიც საშუალებას იძლევა გაკეთდეს ყველაზე შესაფერისი არჩევანი პესტიციდებთან დაკავშირებით, რომლებსაც ექნებათ ნაკლები გვერდითი მოვლენები  ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამიზნობრივ  ორგანიზმებზე და გარემოზე, ყველა ავტორიზებული პროდუქციისთვის მოცემულ ვითარებაში, მოცემული მავნებლების პრობლემის გადასაწვეტად.

6. ადამიანების, არასამიზნე ორგანიზმების და გარემოს რისკების მინიმიზაციის ღონისძიებები: უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა პესტიციდების შენახვა, დამუშავება, შერევა და ცარიელი შეფუთვის, სხვა დაბინძურებული მასალების და პესტიციდების ჭარბი რაოდენობის განკარგვა (ავზის ნარევების ჩათვლით), იქნება ეს კონცენტრირებული თუ განზავებული ფორმა; რეკომენდაციები ოპერატორებისათვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე.

7. რისკის შეფასებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი წყლის ექსტრაქციის ცვალებადობას, როგორიცაა კლიმატი, ნიადაგის  და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ტიპები და რელიეფი.

 8.   პესტიციდების შემტანი მოწყობილობების მოსამზადებელი პროცედურები, მათ შორის, მისი დაკალიბრება, რათა მიღწეული იქნეს მომხმარებლისთვის, სხვა ადამიანებისთვის, არასამიზნე ცხოველთა და მცენარეთა სახეობებისთვის, ბიომრავალფეროვნების და გარემოსათვის, მათ შორის, წყლის რესურსებისთვის ტექნიკის ექსპლუატაციით გამოწვეული რისკების მინიმუმამდე შემცირება.

9.    პესტიციდების  შემტანი მოწყობილობების და სპეციფიკური შემასხურებელი ტექნიკის (მაგ. მცირემოცულობიანი  შემასხურებელი და დაბალი დრიფტის მქონე ბუნიკები) გამოყენება,  ასევე,   გამოყენებული შემასხურებლების ტექნიკური შემოწმების მიზნები და შესხურების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებები. პესტიციდების პორტატული ან ზურგსაკიდი აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონკრეტული რისკები და ამ რისკების მართვის შესაბამისი ზომები.

10. საგანგებო ზომები ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, მათ შორის, წყლის რესურსების დასაცავად შემთხვევითი დაღვრის და დაბინძურების, ამასთან, ექსტრემალური ამინდის  პირობებში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს პესტიციდების გაჟონვა.

 11. განსაკუთრებული ზრუნვა დაცული ტერიტორიების მიმართ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12.    ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამის ობიექტებთან დაშვების შესაძლებლობა, რათა მოხდეს ნებისმიერი ინციდენტის ან მოსალოდნელი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

13. პესტიციდების ნებისმიერი გამოყენების აღრიცხვა, მოქმედ კანონმდებლობასთან  შესაბამისობით.

დანართი №2

ჯანმრთელობის,  უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია პესტიციდების  შემტანი მოწყობილობების შემოწმებასთან

1. პესტიციდების შემტანი მოწყობილობების შემოწმება უნდა მოიცავდეს ყველა ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მაღალი დონის მისაღწევად. შეტანის ოპერაციის სრული ეფექტურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოწყობილობების და მისი ფუნქციების სათანადო შესრულებით, რათა გარანტირებული იყოს შემდეგი მიზნების მიღწევა:

ა) პესტიციდების  შემტანი მოწყობილობები  საიმედოდ უნდა ფუნქციონირებდეს და სწორად იქნეს გამოყენებული დანიშნულებისამებრ, რათა დადგინდეს პესტიციდების ზუსტი დოზები და  განაწილება;

ბ) აღჭურვილობა უნდა იყოს ისეთი მდგომარეობაში, რომ მისი შევსება და დაცლა ხორციელდებოდეს უსაფრთხოდ, მარტივად, სრულად და თავიდან იყოს აცილებული პესტიციდების გაჟონვა;

გ) შესაძლებელი უნდა იყოს მისი მარტივი და სრულყოფილი გაწმენდა. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი უსაფრთხო ოპერირება, იყოს ადვილად კონტროლირებადი და ოპერატორს შეეძლოს მისი დაუყოვნებლივი შეჩერება თავისი სამუშაო ადგილიდან;

დ) საჭიროების შემთხვევაში, დარეგულირება უნდა იყოს მარტივი, ზუსტი და შეეძლოს  რეპროდუცირება.

2. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

ა) ელექტროგადამცემ ნაწილებს: დენის გამომრთველი და  ჩამრთველი მცველის დაკავშირება უნდა იყოს დამონტაჟებული და კარგ მდგომარეობაში. დამცავი მოწყობილობები და ნებისმიერი მოძრავი ან  მბრუნავი ელექტროგადამცემი ნაწილების ფუნქციები არ უნდა  იყოს დაზიანებული, რათა უზრუნველყოს ოპერატორის დაცვა;

ბ) ტუმბოს: ტუმბოს სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკის საჭიროებებს და უნდა ფუნქციონირებდეს სწორად, რათა უზრუნველყოს სტაბილური  და საიმედო გამოყენების სიჩქარე.  არ უნდა ხდებოდეს ტუმბოდან გაჟონვა;

გ) შემრევებს: შემრევმა მოწყობილობებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი რეცირკულაცია, რათა მიღწეულ იქნეს თხევადი ნარევი ხსნარის მთლიანი მოცულობის ერთგვაროვანი კონცენტრაცია ავზში;

 დ) შესასხურებელი სითხის ავზს: შემასხურებელის ავზები, რომლებსაც აქვთ შემცველობის ინდიკატორი, შესავსები მოწყობილობები,  ბადეები, ფილტრები, დამცლელი და გამრეცხი სისტემები და შემრევი მოწყობილებები უნდა ოპერირებდნენ ისე, რომ შეამცირონ შემთხვევითი დაღვრის შესაძლებლობა, კონცენტრაციის არათანაბარი განაწილება, ოპერატორზე ზემოქმედება და ნარჩენი შიგთავსი;

ე) საზომი სისტემების, კონტროლისა და რეგულირების სისტემებს: ყველა  მოწყობილობა გაზომვისთვის, ჩართვის/გამორთვის და წნევის ან/და ნაკადის დონის რეგულირებისთვის სათანადოდ უნდა იყოს დაკალიბრებული და გამართულად  მუშაობდეს, რათა არ მოხდეს გაჟონვა.  ექსპლუატაციის დროს წნევის კონტროლი და წნევის კონტროლის დამარეგულირებელი მოწყობილობის ოპერირება უნდა ხდებოდეს ადვილად. წნევის დამარეგულირებელი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს სტაბილურ წნევას ტუმბოს მუდმივი ბრუნის დროს, რათა უზრუნველყოფილ იყოს შესხურების სტაბილური დონე;

ვ) მილებს და შლანგებს: მილები და შლანგები უნდა იყოს სათანადო პირობებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული სითხის გაჟონვა ან შემთხვევითი დაღვრა დაზიანების შემთხვევაში. არ უნდა ხდებოდეს გაჟონვა მილებიდან ან შლანგებიდან, როდესაც მოწყობილობა მუშაობს სისტემისთვის მისაღები მაქსიმალური  წნევით;

ზ) ფილტრაციას: გაფრქვევისას ტურბულენტებისა და ჰეტეროგენობის თავიდან აცილების მიზნით, ფილტრები უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში და ფილტრების ბადის ზომა უნდა შეესაბამებოდეს შემასხურებელზე მორგებული ბუნიკების  ზომას. არსებობის შემთხვევაში,   ფილტრის ბლოკირების  ინდიკატორის სისტემამ უნდა იმოქმედოს შესაბამისად;

თ) შემასხურებლის შტანგას: შემასხურებლის შტანგა (მოწყობილობებისთვის, რომლებიც ახდენენ პესტიციდების გაფრქვევას ჰორიზონტალურად განლაგებული შტანგით, და რომლებიც მდებარეობენ შესაწამლ მცენარესთან ან სხვა დამუშავებულ მასალასთან  ახლოს)  უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში და სტაბილურად მოძრაობდეს ყველა მიმართულებით. ფიქსაციისა და რეგულირების სისტემები და ხელსაწყოები, რომლებიც ახდენენ უნებლიე მოძრაობების შემცირებას და ფერდობის კომპენსაციას უნდა მუშაობდეს გამართულად;

ი) ბუნიკებს: ბუნიკები  უნდა მუშაობდეს  გამართულად, რათა გააკონტროლონ წვეთების ჟონვა, როდესაც ჩერდება გაფრქვევა. გასაფრქვევი ნაკადის სიჩქარის ერთგვაროვნების უზრუნველსაყოფად, თითოეული ბუნიკის ნაკადის სიჩქარე არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად გადახრილი ცხრილებში მოცემული იმ ნაკადის მონაცემებისაგან, რომელიც წარმოდგენილია მწარმოებლის მიერ;

კ) განაწილებას: განივი და ვერტიკალური (მცოცავი კულტურების შეწამვლის შემთხვევაში) შესხურებისას, ნაზავის განაწილება სამიზნე ტერიტორიაზე უნდა იყოს თანაბარი;

ლ) ვენტილატორს: ვენტილატორი (მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია პესტიციდების საჰაერო შეფრქვევისათვის) უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში და უნდა უზრუნველყოს ჰაერის სტაბილური და საიმედო ნაკადი.

დანართი №3

მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის ზოგადი პრინციპები

1. მავნე ორგანიზმების გავრცელების თავიდან აცილების ან/და აღკვეთის სხვადასხვა გზებს შორის პრიორიტეტი პირველ რიგში უნდა მიენიჭოს:

ა) კულტურების თესლბრუნვას;

 ბ)  კულტივირების ადეკვატური ტექნოლოგიების გამოყენებას (მაგალითად, სათესი ტექნიკა, თესვის ვადები და სიმჭიდროვე, თესვის სიღრმე ნიადაგის ფენის ქვეშ, ნიადაგის დამუშავების კონსერვაციული პრაქტიკა, გაჭრა და პირდაპირი თესვა);

გ) საჭიროების შემთხვევაში, გამძლე/ტოლერანტული სასოფლო-სამეურნეო კულტურების და სტანდარტული/სერტიფიცირებული სათესლე  და სარგავი მასალის გამოყენებას;

დ) დაბალანსებული განოყიერების, მოთაბაშირების  და ირიგაციის/დრენაჟის  პრაქტიკის გამოყენებას;

ე) მავნე ორგანიზმების გავრცელების პრევენციას ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით (მაგ.მანქანებისა და აღჭურვილობის რეგულარული წმენდა);

ვ) მნიშვნელოვანი სასარგებლო ორგანიზმების დაცვას და სტიმულირებას, მაგ.  მცენარეთა დაცვის ადეკვატური ღონისძიებების ან ეკოლოგიური ღონისძიებების გამოყენების საშუალებით წარმოების ადგილების შიგნით და გარეთ.

2. შესაძლებლობის შემთხვევაში, მავნე ორგანიზმების მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს ადეკვატური მეთოდებით და საშუალებებით. ასეთი ადეკვატური საშუალებები უნდა მოიცავდეს საველე დაკვირვებებს, ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მეცნიერულად დასაბუთებულ გაფრთხილებას, პროგნოზირებას და ადრეული დიაგნოსტიკის სისტემებს, ისევე როგორც მაღალკვალიფიციური კონსულტანტების კონსულტაციების პრაქტიკულ გამოყენებას.

 3. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, პროფესიონალმა მომხმარებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სად და როდის გამოიყენოს მცენარეთა დაცვის საშუალებები. გადაწყვეტილების მიღების ძირითად კომპონენტებად ითვლება ძლიერი და მეცნიერულად დასაბუთებული კრიტერიუმები. შესაძლებლობის შემთხვევაში, მავნე ორგანიზმებისათვის დადგენილი ზღვრული რაოდენობა, რომელიც განსაზღვრულია რეგიონისთვის, კონკრეტული ტერიტორიებისთვის,  სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და კლიმატური პირობებისთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული დამუშავების დაწყებამდე.

4.  უპირატესობა უნდა მიენიჭოს მდგრად ბიოლოგიურ, ფიზიკურ და სხვა არაქიმიურ მეთოდებს ქიმიურ მეთოდებთან შედარებით, თუ ისინი უზრუნველყოფენ მავნე ორგანიზმების დამაკმაყოფილებელ მართვას.

5. გამოყენებული პესტიციდები, უნდა იყოს რამდენადაც შესაძლებელია სპეციფიკური თითოეული სამიზნე ობიექტისთვის და ჰქონდეს უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები ადამიანის ჯანმრთელობაზე, არასამიზნე ორგანიზმებსა და გარემოზე.

 6. პროფესიონალმა მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს პესტიციდები და ჩარევის სხვა ფორმები იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია: შემცირებული დოზებით, შესხურების შემცირებული რაოდენობით ან ნაწილობრივი შესხურებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული რისკები მისაღებია მცენარეებისთვის ვეგეტაციის პერიოდში და ამ ტიპის პესტიციდების მიმართ არ გაზრდის მავნე ორგანიზმების პოპულაციებში  რეზისტენტობის რისკს.

 7.    თუ მცენარეთა დაცვის ზომების  მიმართ  რეზისტენტობის რისკი დადასტურებულია და თუ მავნე ორგანიზმების რაოდენობა მოითხოვს პესტიციდების განმეორებით რამდენჯერმე გამოყენებას  კულტურებზე, უნდა იქნეს გამოყენებული ხელმისაწვდომი ანტირეზისტენტული სტრატეგიები მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სახის პესტიციდების გამოყენებას მოქმედების სხვადასხვა მექანიზმით.

8. პესტიციდების გამოყენებისა და მავნე ორგანიზმების მონიტორინგის შედეგების შესახებ ჩანაწერების საფუძველზე, პროფესიონალმა მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტურობა.

დანართი №4

თავი 1

რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორები

რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორები მოცემულია წინამდებარე დანართის მეორე და მესამე თავებში.

თავი 2

რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 1: საფრთხეზე  დაფუძნებული რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებში აქტიურ ნივთიერებათა რაოდენობაზე

1. წინამდებარე ინდიკატორი დაფუძნებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებში აქტიურ ნივთიერებათა რაოდენობის სტატისტიკაზე. აღნიშნული მონაცემები კატეგორიზირებული იქნება 4 ჯგუფად, დაყოფილი 7 კატეგორიად.

2. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 1-ის გამოსათვლელად მოქმედებს შემდგომი წესები:

ა) რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 1 გამოთვლილი იქნება  აქტიური ნივთიერებების 4 ჯგუფად და 7 კატეგორიად კატეგორიზაციის თანახმად, როგორც მოცემულია ცხრილში №1;

ბ) ჯგუფ 1-ში მოცემული აქტიური ნივთიერებები  (კატეგორიები A და B) იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აქტიური ნივთიერებები;

გ)ჯგუფ 2-ში მოცემული აქტიური ნივთიერებები (კატეგორიები C და D) იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აქტიური ნივთიერებები;

დ) ჯგუფ 3-ში მოცემული აქტიური ნივთიერებები (კატეგორიები E და F) იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აქტიური ნივთიერებები;

ე) ჯგუფ 4-ში მოცემული აქტიური ნივთიერებები (კატეგორია G) იქნება ის აქტიური ნივთიერებები, რომლებიც არ არის აღიარებული საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

ვ) იმოქმედებს ცხრილი №1-ის მეექვსე (vi) რიგში მოცემული სიმძიმეები.

3. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 1 გამოთვლილი იქნება ცხრილში №1 მოცემული თითოეული ჯგუფის აქტიური ნივთიერებებისთვის ბაზარზე განთავსებული წლიური რაოდენობის  რიგ ექვსში (vi) მოცემულ საფრთხის შესაბამის სიმძიმეზე გამრავლებით, რომელსაც შემდგომში მოჰყვება ამგვარი გამოთვლების შედეგების დაჯამება (აგრეგირება). 

4. შესაძლებელია გამოთვლილი იყოს ცხრილი №1-ში მოცემული თითოეული ჯგუფისა და კატეგორიისათვის ბაზარზე განთავსებული აქტიური ნივთიერების  რაოდენობა.

ცხრილი №1

აქტიური ნივთიერებებისა და საფრთხის სიმძიმეების კატეგორიზაცია რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 1-ის გამოსათვლელად

 

 

რიგი

ჯგუფები

1

2

3

4

(i)

დაბალი რისკის მქონე აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღიარებულია ან ითვლება აღიარებულად  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

 

აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღიარებულია ან ითვლება აღიარებულად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღიარებულია ან ითვლება აღიარებულად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

აქტიური ნივთიერებები, რომლებიც არ არის აღიარებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

 

(ii)

 

კატეგორიები

(iii)

A

B

C

D

E

F

G

(iv)

 

მიკროორგანიზმები

აქტიური ქიმიური ნივთიერებები

მიკროორგანიზმები

აქტიური ქიმიური ნივთიერებები

ნივთიერებები რომლებიც არაა კლასიფიცირებული, როგორც:

 

კარცეროგენული

კატეგორია 1A და 1B

 

ან/და

 

რეპროდუქციისათვის ტოქსიკური

კატეგორია  1A და 1B

 

ან/და

 

ენდოკრინულ სისტემაზე ზეგავლენის მქონე ნივთიერებები

 

 

ნივთიერებები რომლებიც არაა

კლასიფიცირებული, როგორც:

 

კარცეროგენული

კატეგორია 1A და 1B

 

ან/და

 

რეპროდუქციისათვის ტოქსიკური

კატეგორია  1A და 1B

 

ან/და

 

ენდოკრინულ სისტემაზე ზეგავლენის მქონე ნივთიერებები, როდესაც ადამიანზე ზეგავლენა უმნიშვნელოა

 

 

(v)

საფრთხის სიმძიმეები რომელიც მოქმედებ სსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებში აქტიურ ნივთიერებათა  რაოდენობის მიმართ

(vi)

1

8

16

64

 

5. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 1-ისთვის საბაზისო (საწყისი, რეფერენტული) დონე იქნება 100 და ის მომდევნო ორი წლის პერიოდში ზემოაღნიშნული გამოთვლების საშუალო შედეგის ტოლია.

6. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 1-ის შედეგი გამოსახული იქნება მისი საბაზისო  (საწყის, რეფერენტულ) დონეზე მითითებით (სათვალავში მიღებით).

7. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 1 გამოთვლილი  და გამოქვეყნებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყოველ კალენდარულ წელს და არა უგვიანეს 20 თვისა იმ წლის დასრულებიდან, რომლისთვის გამოთვლილი იქნა რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი.

თავი 3

რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 3: რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული რეგისტრაციების (ავტორიზაციების) რაოდენობაზე

1. წინამდებარე ინდიკატორი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მცენარეთა დაცვის საშუალებებზე გაცემული რეგისტრაციების (ავტორიზაციების) რაოდენობას. აღნიშნული მონაცემები კატეგორიზირებული იქნება 4 ჯგუფად, დაყოფილი 7 კატეგორიად.

2. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 2-ის გამოსათვლელად მოქმედებს შემდგომი ზოგადი წესები:

ა) რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 2 დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გაცემული რეგისტრაციების (ავტორიზაციების) რაოდენობაზე. ის გამოთვლილი იქნება აქტიური ნივთიერებების  4 ჯგუფად და 7 კატეგორიად კატეგორიზაციის თანახმად, როგოგორც მოცემულია წინამდებარე თავის ცხრილი №2-ში;

ბ) ჯგუფ 1-ში მოცემული აქტიური ნივთიერებები  (კატეგორიები A და B) მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში;

გ) ჯგუფ  2-ში მოცემული აქტიური ნივთიერებები (კატეგორიები C და D) იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აქტიური ნივთიერებები;

დ) ჯგუფ 3-ში მოცემული აქტიური ნივთიერებები (კატეგორიები E და F) იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აქტიური ნივთიერებები;

ე) ჯგუფ 4-ში მოცემული აქტიური ნივთიერებები (კატეგორია G) იქნება ის აქტიური ნივთიერებები, რომლებიც არ არის აღიარებული  საქართველოს კანონმდებლობით;

ვ) იმოქმედებს ცხრილი №2-ის მეექვსე (vi) რიგში მოცემული სიმძიმეები.

3. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 2 გამოთვლილი იქნება  ცხრილი №2-ში მოცემული თითოეული ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული რეგისტრაციების (ავტორიზაციების) რაოდენობის საფრთხის შესაბამის სიმძიმეზე გამრავლებით, რომელიც მოცემულია რიგ 6-ში  (vi), რომელსაც შემდგომში მოჰყვება აღნიშნული გამოთვლების შედეგების დაჯამება (აგრეგირება).

ცხრილი №2

აქტიური ნივთიერებებისა და საფრთხის სიმძიმეების კატეგორიზაცია რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 2-ის გამოსათვლელად

 

რიგი

ჯგუფები

1

2

3

4

(i)

დაბალი რისკის მქონე აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღიარებულია ან ითვლება აღიარებულად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

 

 

 

 


 

აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღიარებულია ან ითვლება აღიარებულად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღიარებულია ან ითვლება აღიარებულად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

აქტიური ნივთიერებები, რომლებიც არ არის აღიარებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

 

(ii)

 

კატეგორიები

(iii)

A

B

C

D

E

F

G

(iv)

 

მიკროორგანიზმები

აქტიური ქიმიური ნივთიერებები

მიკროორგანიზმები

აქტიური ქიმიური ნივთიერებები

ნივთიერებები, რომლებიც არაა

კლასიფიცირებული, როგორც:

 

კარცეროგენული

კატეგორია 1A და 1B

 

ან/და

 

რეპროდუქციისათვის ტოქსიკური

კატეგორია  1A და 1B

 

ან/და

 

ენდოკრინულ სისტემაზე ზეგავლენის მქონე ნივთიერებები

 

 

ნივთიერებები, რომლებიც არაა

კლასიფიცირებული, როგორც:

 

კარცეროგენული

კატეგორია 1A და 1B

 

ან/და

 

რეპროდუქციისათვის ტოქსიკური

კატეგორია  1A და 1B

 

ან/და

 

ენდოკრინულ სისტემაზე ზეგავლენის მქონე ნივთიერებები, როდესაც ადამიანზე ზეგავლენა უმნიშვნელოა

 

 

(v)

საფრთხის სიმძიმეები რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული რეგისტრაციების (ავტორიზაციების) რაოდენობის მიმართ

(vi)

1

8

16

64

4. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 2-ისთვის საბაზისო (საწყისი, რეფერენტული) დონე იქნება 100 და ის მომდევნო ორი წლის პერიოდში ზემოაღნიშნული გამოთვლების საშუალო შედეგის ტოლია.

5. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 2-ის შედეგი გამოსახული იქნება მისი საბაზისო  (საწყის, რეფერენტულ) დონეზე მითითებით (სათვალავში მიღებით).

6. რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 2 გამოთვლილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს  საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად ყოველ კალენდარულ წელს და არა უგვიანეს 20 თვისა იმ წლის დასასრულისგან, რომლისთვის გამოთვლილი იქნა რისკის ჰარმონიზირებული ინდიკატორი 2.