დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-46/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016873 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/01/2015; 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) 22 პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქვეყნის მასშტაბით ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის მოვლის დონეების მინიჭება დასრულდეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო პაციენტის რეფერირების მექანიზმები/რეფერალის სქემა ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან;‘‘; ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „33. 2023 წლის 1 იანვრიდან ანტენატალური სერვისის მიწოდება განხორციელდეს მხოლოდ იმ დაწესებულებებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ ანტენატალური რეგიონალიზაციის სათანადო დონე.‘‘; გ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი: „34. ანტენატალური და პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მეან-გინეკოლოგებსა და მენეჯერებისათვის სავალდებულოა რობსონის კლასიფიკაციის დანერგვის ტრენინგის გავლა წელიწადში ერთხელ.‘‘. 2. ბრძანების №1.2 დანართის (პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მოცულობა და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები) პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან (შემდგომში – სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი), ყველა პაციენტის რეფერალის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით (შიდა რეფერალი, შიდა ქსელური რეფერალი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არაპროგრამულად (პაციენტის/ოჯახის მიერ პირდაპირი ,,ჯიბიდან“ გადახდის შემთხვევები));“. 3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (ანტენატალური სერვისების მოცულობა/კომპეტენციები დონეების მიხედვით) დანართები (ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი (I დონე), (ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი (II დონე) და ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი (III დონე) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები