„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.022759
204
11/05/2021
ვებგვერდი, 11/05/2021
340080000.10.003.022759
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 204

2021 წლის 11 მაისი

   ქ. თბილისი

 

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში (www.matsne.ge, 11/07/2017, 340080000.10.003.020035) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დაევალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა)  „ბ“ − „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;  

გ) ბენეფიციარი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;

დ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საწარმოო ინფრასტრუქტურა – ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე არსებული თაფლის საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, დანართ №1-ით გათვალისწინებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობა და დანართ №2-ით გათვალისწინებული  საოფისე ავეჯი და ინვენტარი;“;  

ბ.დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სკა − ფუტკრის ხელოვნურად შექმნილი საბინადრო, რომელშიც განთავსებულია ფუტკრის ოჯახი.“;  

გ) მე-4 მუხლის

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება მიწის ნაკვეთზე თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენება და მისი აღჭურვა №1-ით გათვალისწინებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობითა და დანართ №2-ით გათვალისწინებული  საოფისე ავეჯითა და ინვენტარით.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 5. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

1. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს იმ პოტენციურ ბენეფიციარს, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის მომენტში აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი;

ბ) პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 35 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;

გ) პოტენციურ ბენეფიციარს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ ჯამურად არანაკლებ 7000 სკისა, რომელიც აღრიცხულია ან/და უნდა აღირიცხოს სააგენტოს მიერ;

დ) პოტენციური ბენეფიციარის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში აქვს სააგენტოს მიერ აღრიცხული ან/და აღსარიცხავი არანაკლებ 200 სკისა;

ე) არ გააჩნია მიმდინარე საგადასახადო დავალიანება;

ვ) პოტენციური ბენეფიციარის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან;

ზ) პოტენციური ბენეფიციარის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;

თ) პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა არანაკლებ 5%-ს შეადგენენ ქალები ან/და დევნილები.

2. რეგისტრაციისას პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წევრთა რეესტრის ასლი;

ბ) პოტენციური ბენეფიციარის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებული სააგენტოს მიერ აღრიცხული სკების საიდენტიფიკაციო კოდები და ინფორმაცია აღსარიცხავი სკების რაოდენობის შესახებ;

გ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის თაობაზე:

დ) ნოტარიულად დამტკიცებული საერთო კრების ოქმი, სადაც ასახული იქნება მეპაიეთა შეთანხმება საპაიო ფონდის მოცულობისა და საპაიო შენატანების ოდენობის შესახებ;

ე) პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიე ქალთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები ან/და დევნილთა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

3. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული სკები არ არის აღრიცხული სააგენტოს მიერ, აღსარიცხავი სკების მესაკუთრე პოტენციური ბენეფიციარი ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე ვალდებულია, პროგრამაში პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის წარდგენის შემდგომ მიმართოს სააგენტოს აღსარიცხავი სკების აღრიცხვის მოთხოვნით, რის შემდგომაც სააგენტოს მხრიდან მოხდება აღნიშნული სკების აღრიცხვა/რეგისტრაცია და შესაბამისი ნიშნის დამაგრება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ნიშნის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.“;

ე) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ვ)  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა

პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის წარდგენის, მიღების, განხილვის, მიწის ნაკვეთისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის გადაცემის მიზნით ბენეფიციარის შერჩევის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.“;

ზ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. ბენეფიციარისთვის მიწის ნაკვეთისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის გადაცემა

1. ბენეფიციარისათვის პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადაცემა  ხორციელდება  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. თაფლის საწარმოს ნასყიდობის საფასური შეადგენს საწარმოსთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებისა და შენობა-ნაგებობის, დანართ №1-ით გათვალისწინებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობისა და დანართ №2-ით გათვალისწინებული საოფისე ავეჯისა და ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შედეგად დაფიქსირებული სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ს.

3. ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურის გადახდა ხორციელდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი წესით: პირველ წელს ნასყიდობის საფასურის 0.5%, მეორე წელს – 1.5%, მესამე წელს – 3%, მეოთხე წელს – 6%, მეხუთე წელს – 11%, მეექვსე წელს – 18%, მეშვიდე წელს – 25%, მერვე წელს – 35%.“;

თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი  ვალდებულებები

სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ბენეფიციარი ვალდებულია:

ა) არაუგვიანეს 18 თვის ვადაში უზრუნველყოს თაფლის საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა;

ბ) 8 წლის განმავლობაში წარუდგინოს სააგენტოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა; 

გ) 8 წლის განმავლობაში უზრუნველყოს სკების საწყისი რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 80% პროცენტით;

დ)  8 წლის განმავლობაში არ დაუშვას მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის ქვეიჯარით გაცემა ან/და უფლებით დატვირთვა სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.“;

ი) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. მონიტორინგი

1. ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნა.“;

კ) მე-11 და მე-12  მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი