„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 06/08/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016178
30
06/08/2021
ვებგვერდი, 09/08/2021
040170030.57.069.016178
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №30

2021 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) შეწყვეტილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს კონკურსის შეწყვეტის შესახებ საკონკურსო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც განმარტებული იქნება კონკურსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი, იმ კონკრეტულ გარემოებებსა და არგუმენტებზე მითითებით, რომლებმაც განაპირობა კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა. კონკურსისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსის მინიჭება დასაშვებია კონკურსის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით;“.

2. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. პრეტენდენტი უფლებამოსილია, მის მიერ სისტემაში ატვირთული დოკუმენტის/ინფორმაციის გადახაზვით, უარი თქვას აღნიშნულ დოკუმენტზე/ინფორმაციაზე. თუ პრეტენდენტი უარს იტყვის დოკუმენტზე/ინფორმაციაზე:

ა) მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია არ ჩაითვლება საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად;

ბ) მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია ჩაითვლება საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მე-9 მუხლის 81 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს/ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს მხოლოდ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტის არსებობის/არარსებობის დადგენის მიზნით. დაუშვებელია აღნიშნულ დოკუმენტს/ინფორმაციას დაეფუძნოს შემსყიდველი ორგანიზაციის ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც შეიძლება ამავე პრეტენდენტთან დაიდოს ხელშეკრულება.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენა, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო არ არის თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს;“.

5. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, მათ შორის, უნდა განიმარტოს კონკურსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი იმ კონკრეტულ გარემოებებსა და არგუმენტებზე მითითებით, რომლებმაც განაპირობა კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში.“. 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე