„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​<sup>4</sup> და 135​<sup>1</sup> მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №4/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №4/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6/12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016481
6/12
27/04/2021
ვებგვერდი, 29/04/2021
010250050.35.111.016481
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №4/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №4/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/12

2021 წლის 27 აპრილი

ქ. ფოთი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №4/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №4/7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.111.016476) და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე



დანართი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ  გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – შესაბამისი სამსახური) მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

მუხლი 2

1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8,  მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას, ამ კოდექსის 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე შესაბამისი სამსახური უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის  სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

2. თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის  125-ე მუხლის მე-8,  მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​​4 და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახური საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290​​​4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს  საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

4.თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით იმავე მისამართზე.

5. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება მერიის შესაბამის სამსახურს მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.

მუხლი 3

1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახური საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე https://poti.gov.ge/ (შემდგომში- ვებგვერდზე) შესაბამის ველში.

2. ჩაუბარებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის გარდა, ვებგვერდზე აიტვირთება და საჯაროდ გამოქვეყნდება  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია, ამავე კოდექსის 2904-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და აღნიშნული წესის მოთხოვნების შესაბამისად.

3. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

4. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესის შესაბამისად, საჯაროდ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

მუხლი 4

1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.

3. ვებგვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.

მუხლი 5

საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამსახური საჯარიმო ქვითრის ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

მუხლი 6

1. საჯარიმო ქვითარი ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.