„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 473-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 220050000.05.001.020318
473-IVმს-Xმპ
28/04/2021
ვებგვერდი, 04/05/2021
220050000.05.001.020318
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 220050000.05.001.018461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკში ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეპოზიტორი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელსაც კომერციულ ბანკში აქვს დეპოზიტი;

გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიში, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაზღვეული დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელსაც ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სადაზღვევო შემთხვევა – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ – საბჭო) – ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო;“;

ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ფინანსური ინსტიტუტი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია ფონდის სახსრების განთავსების მიზნით ჰქონდეს ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში.“;

ბ) მე-7−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს სტრუქტურა მტკიცდება საბჭოსთან შეთანხმებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, ხოლო უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8. სააგენტოს საშტატო განრიგი (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოები) და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება ამ კანონით დადგენილი წესით.

9. სააგენტოს საშტატო განრიგის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების) დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და გადაამოწმოს იგი ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის გარე აუდიტორის მეშვეობით;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან;“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ზედამხედველობის მიზნით იქმნება საბჭო. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით.“.

6. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკის სავალდებულო შენატანის ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა;“;

გ) „კ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს;“.

7. მე-8 მუხლის:

ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ  სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მათ შორის, სააგენტოს უფროსის მოთხოვნით ან საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წერილობითი მოთხოვნით.“.

9. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის მიზნებისთვის. ფონდიდან ფინანსდება სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, აგრეთვე სესხების მომსახურებასა და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.“.

10. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომერციული ბანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდის ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად.“.

11. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ზღვრის ოდენობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობის ანალიზს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს ზღვრის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით ფორმდება.“.

12. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისთვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომერციული ბანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში არსებული, ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად.

6. დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით.“.

13. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს დეპოზიტები.“.

14. მე-19 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის საშუალებით აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და მათთვის ანაზღაურების გაცემის წესი.

2. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერციულ ბანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციული ბანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისაზღვრება და ანაზღაურების ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისი ინსტრუქციით.

3. შესაბამისი კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.“.

15. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს: ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი, აუდიტორის ანგარიში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური  სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

16. 22-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი სააგენტოს მმართველობის, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის პროცესების ქმედითობის, აგრეთვე საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად.

2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტს და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული გარე აუდიტორი.

3. სააგენტოსთვის გარეაუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 აპრილი 2021 წ.

N473-IVმს-Xმპ