„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-1
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 15/04/2021
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016015
01-1
15/04/2021
ვებგვერდი, 16/04/2021
010340000.44.064.016015
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №01-1

2021 წლის 15 აპრილი

. თბილისი

„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“  საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 10/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.44.064.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების პირველი მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის ცენტრი თავად წარმართავს აკრედიტაციის პროცესს და პასუხისმგებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე, მათ შორის, აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის შენარჩუნების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, აკრედიტაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე. აკრედიტაციის ცენტრს არ აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს (სხვა პირს) მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებები. თუ აკრედიტაციის პროცესში საჭირო გახდა შეფასების გარკვეული ნაწილის ქვეკონტრაქტორზე გადაცემა, მაშინ აკრედიტაციის ცენტრი იმოქმედებს აკრედიტაციის პოლიტიკის „PL-02 პოლიტიკა საზღვარგარეთ აკრედიტაციის სფეროში“ შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წინამდებარე საკ 1.1:2020-ში მოცემული აკრედიტაციის ზოგადი წესები და პროცედურები გამოიყენება საკ 11:2020-ის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებულ აკრედიტაციის სქემებში მითითებულ დოკუმენტებთან ერთად, იმის შესაბამისად, თუ რომელ სფეროშია მოთხოვნილი/მინიჭებული აკრედიტაცია. წინამდებარე საკ 1.1:2020-ში მოცემული აკრედიტაციის ზოგადი წესები და პროცედურები საერთოა ყველა საკ-სთვის შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) შეუსაბამობა – დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა/უგულებელყოფა, რომელიც შესაძლოა იყოს მცირე ან მნიშვნელოვანი, კერძოდ:

ჟ.ა) მცირე შეუსაბამობა – რომელიც არ არის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა და პირდაპირ გავლენას არ ახდენს შშო-ს მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობის შედეგებზე.

ჟ.ბ) მნიშვნელოვანი შეუსაბამობა – რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შშო-ს მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობის შედეგებზე;“;

) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) დისტანციური შეფასება – შემფასებელთა ჯგუფის მიერ შშო-ს ლოკაციების ან/და საქმიანობის დისტანციურად შეფასება ნებისმიერი ელექტრონული საშუალებების/მატარებლების გამოყენებით;“;

გ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:

„ხ) მიუკერძოებლობა - აკრედიტაციის ცენტრის ან შშო-ს მიერ საქმიანობის ობიექტურად წარმართვა, მათ შორის, ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა ან ამ კუთხით შესაძლო რისკების იმ დონემდე შემცირება, რომ გავლენა ვერ მოახდინოს აკრედიტაციის ცენტრის ან შშო-ს საქმიანობაზე.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) აკრედიტაციის განაცხადის წარდგენა;“;

ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღება;“;

გ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) არაგეგმური შეფასება, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.“;

დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის პროცესში, რომელიც მოიცავს პირველად აკრედიტაციას, ყოველწლიურ შეფასებას, არაგეგმურ შეფასებას ან განმეორებით აკრედიტაციას, გამოიყენება ერთ-ერთი შემდეგი შეფასების ტექნიკა ან მათი ერთობლიობა:

ა) ადგილზე შეფასება;

ბ) დისტანციური შეფსება.“;

ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შეფასების დროს შეფასების ჯგუფი იყენებს შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთს ან მათ კომბინაციას:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა;

ბ) შესაბამისი ჩანაწერების განხილვა;

გ) კომპეტენციის დადასტურება შესაბამისი ტესტირების, გასაუბრების ან საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგების საფუძველზე;

დ) გასაუბრება/ინტერვიუ;

ე) გაზომვის აუდიტი;

ვ) ვალიდაციის აუდიტი.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შშო-ს მიერ აკრედიტაციის მისაღებად განაცხადის წარდგენა“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია სრულად, მათ შორის, განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი შშო-ს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ და წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულება, რომ შშო არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.“.

 5. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-5 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის/სამუშაო ჯგუფის მოწვევის აუცილებლობა;“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. აკრედიტაციაზე განაცხადის მიღების შემდეგ, თუ გამოვლინდება, რომ წარმოდგენილი განაცხადი აკმაყოფილებს აკრედიტაციის მისანიჭებლად ყველა მოთხოვნას, თუმცა აკრედიტაციის ცენტრს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი წარმოდგენილ განაცხადზე აკრედიტაციის პროცესის წინამდებარე წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ ვადაში განხორციელებისათვის, აღნიშნულის შესახებ აკრედიტაციის ცენტრმა წინასწარ წერილობით  უნდა აცნობოს შშო-ს.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების  მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველადი აკრედიტაციის განაცხადის წარმოდგენამდე, თუ შშო-მ მოითხოვა წინასწარი შეფასება, აღნიშნული განხორციელდება ამ მუხლის შესაბამისად. წინასწარი შეფასება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ განიხილება აკრედიტაციის პროცესის ნაწილად და არ უნდა იქნეს გამოყენებული პირველადი აკრედიტაციის მიზნით განხორცილებული შეფასების ფარგლებში.“.

7. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მას შემდეგ, რაც შშო-ს მიერ ყველა საჭირო დოკუმენტი სრულად იქნება წარმოდგენილი აკრედიტაციის ცენტრში, აკრედიტაციის ცენტრი იწყებს შემფასებელთა ჯგუფის ფორმირების პროცესს. შემფასებელთა ჯგუფის წევრებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კომპეტენცია განცხადებულ სფეროში, რომ განხორციელდეს შესაბამისი შეფასება. შემფასებელთა ჯგუფმა, შეფასებამდე და შეფასების მიმდინარეობისას ანალიზი უნდა გაუკეთოს ყველა შესაბამის ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რომელიც შეგროვებულ იქნა შემფასებელთა ჯგუფის მიერ ან მოწოდებული იქნა შშო-ს მიერ, იმ მიზნით, რომ განსაზღვროს შშო-ს კომპეტენცია და მზაობა აკრედიტაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრული შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი ორგანიზებას უკეთებს შემფასებელთა ჯგუფს განცხადებული აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად, რომელშიც შესაძლოა შედიოდეს როგორც აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომელი (შემფასებელი), ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტები (ტექნიკური შემფასებლები/ტექნიკური ექსპერტები), რომელთა კომპეტენტურობაც დადასტურებულია „აკრედიტაციის ცენტრის შემფასებელთა ტრენინგის, კვალიფიკაციის მინიჭების და შენარჩუნების პროცედურის“ შესაბამისად. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები და სხვა პირები დამკვირვებლის სტატუსით;“.

8. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-8 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილზე შეფასება, როგორც წესი, შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება და შშო-ს ლოკაციის შეფასება.

3. შშო-ს ლოკაციის შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეფასების ისეთი ტექნიკა, როგორიცაა შშო-ს შესაბამისი დოკუმენტებისა და ჩანაწერების განხილვა, პროფესიული ტესტირებისა და ლაბორატორიათშორისი შედარებების საქმიანობის განხილვა,  გასაუბრება/ინტერვიუ და ა.შ..“.

9. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, ყოველწლიური შეფასების დროს მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოსწორების ვადა შეიძლება იყოს ადგილზე შეფასების დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვისა. აღნიშნულ ვადაში შშო-მ უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები აკრედიტაციის ცენტრში. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის დადგენილ ვადაში არაღმოფხვრა იწვევს აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას/გაუქმებას.“.

10. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე 7 სამუშაო დღის ვადაში ადასტურებს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე, რის შემდეგაც გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე 5 სამუშაო დღის ვადაში ფორმდება აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი განკარგულებით.“.

11. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრედიტაციის ციკლის პროგრამა უნდა იყოს შშო-ს რისკებზე დაფუძნებული და უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მოიცვას მთელი აკრედიტაციის სფერო (აკრედიტაციის მოწმობის დანართის შესაბამისად) მენეჯმენტის სისტემის ჩათვლით. აკრედიტაციის ციკლის პროგრამა  უნდა მოიცავდეს მენეჯმენტის სისტემის სულ მცირე შემდეგ ელემენტებს: შიდა აუდიტს, მენეჯმენტის გადახედვას და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შეფასებას, პერსონალის შეფასებას და ა.შ..

5. შესაბამისობის შეფასების განხორციელების დროს შშო უწყვეტად უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის მოთხოვნებს იმ სფეროში, რომელშიც აქვს მიღებული აკრედიტაცია. თუ შშო-ს 2 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია სამუშაოები რომელიმე აკრედიტირებულ სფეროში, შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის გამო, ამ სფეროში შშო-ს კომპეტენციის დასადასტურებლად, მის მიერ უზრუნველყოფილი  უნდა იქნეს შემფასებელთა ჯგუფისთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა (მაგ., მოდელირებული გამოცდა და მისი შედეგები, მოდელირებული დაკალიბრება და მისი შედეგები და ა.შ.).“.

12. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსახორციელებელი შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო ყოველწლიური შეფასების ფარგლებშიც.“.

13. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) თუ ვეღარ აკმაყოფილებს აკრედიტაციის შესაბამის მოთხოვნებსა და პირობებს, ვალდებულია დაუყონებლივ შეატყობინოს აკრედიტაციის ცენტრს აღნიშნულის თაობაზე;

ო) წინამდებარე საკ 1.1:2020-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შშო ვალდებულია დაეთანხმოს აკრედიტაციის ცენტრის ქვეკონტრაქტორის მოთხოვნებს.“.

14. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების  23-ე მუხლის 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. აკრედიტაციის ცენტრმა წარმოდგენილ აპელაციაზე  უნდა მიიღოს აპელაციის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მისი წარმოდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წერილობით უნდა აცნობოს ინფორმაცია აპელაციის წარმომდგენ შშო-ს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე  შესაბამის დასაბუთებასთან ერთად.“.

15. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების  24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემა

აკრედიტაციის

სტანდარტი

სსტ ისო/იეკ 17025 : 2017/2018 „ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობის მიმართ“

აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული

წესები და პროცედურები

საკ 1.1:2020 აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები და საკ 1.2:2020 „წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“

წესები/პროცედურები იხილეთ შესაბამის აკრედიტაციის სქემაში აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge

აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტები და სახელმძღვანელო დოკუმენტი

 

იხ. აკრედიტაციის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge

განაცხადის ფორმები

იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge/განაცხადები

 

16. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.9:2020 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესის  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17011:2017/2018-ის მოთხოვნებისა და აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული დოკუმენტების, მათ შორის, EA 1/06 A; EA 3/01 M და ILAC P8 შესაბამისად.“.

17. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.9:2020 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესის  მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. მითითება აკრედიტაციაზე – აკრედიტებული შშო-ს მიერ საკუთარ დოკუმენტებზე გაკეთებული დეკლალირება/მითითება აკრედიტებული სტატუსის შესახებ. ასეთი დეკლალირება/მითითება უნდა მოიცავდეს მითითებას შესაბამის სტანდარტზე და აკრედიტაციის მოწმობის უნიკალურ ნომერზე.

4. აკრედიტებული ანგარიში/სერტიფიკატი – აკრედიტებული შშო-ს მიერ გაცემული ანგარიში ან სერტიფიკატი, რომელიც მოიცავს შესაბამისობის შეფასების შედეგებს ამ შშო-ს აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად და რომელზეც დატანილია აკრედიტაციის სიმბოლო ან შესაბამისი მითითება აკრედიტაციაზე.“. 

18. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.9:2020 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესის  მე-7 მუხლის  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ აკრედიტებული ანგარიში/სერტიფიკატი, მათ შორის, მოიცავს არააკრედიტებულ სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს/ანგარიშს ან სხვა ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შშო-ს მიერ მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ „აღნიშნული შედეგები/ანგარიშები და ა.შ. არ არის მიღებული აკრედიტებული სფეროს ფარგლებში.“.

19. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.9:2020 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესის  მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მენეჯმენტის სისტემების, პროდუქტის და პერსონალის სერტიფიკაციის სფეროში აკრედიტებულმა შშო-მ უნდა გასცეს აკრედიტებული სერტიფიკატი მხოლოდ მისი აკრედიტაციის სფეროში განსახორციელებელ საქმიანობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გენერალური დირექტორინათია მიქელაძე