ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5/10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016479
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5/10
13/04/2021
ვებგვერდი, 15/04/2021
010260020.35.111.016479
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/04/2021 - 28/05/2021)

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5/10

2021 წლის 13 აპრილი

ქ. ფოთი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის  262  მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და  52 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი (დანართი №1).
მუხლი 2
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასი თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყოველთვიურად, ტევადობისა და სახეობის მიხედვით განისაზღვროს:

ა) 8-დან 24 კაცის ჩათვლით ტევადობის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებისათვის 25 (ოცდახუთი) ლარი თვეში.

ბ) 24 კაცისა და მეტი ტევადობის სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებისათვის 15 (თხუთმეტი) ლარი თვეში.

2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პირები განთავისუფლდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის საფასურისგან.

მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი  (დანართი №2).
მუხლი 4
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და შეფასების ქულა (დანართი №3).
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 მაისის №13/15 დადგენილება.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე