დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 169 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/04/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022724 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (13/04/2021 - 14/04/2021)
|
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:
1. მე-2 მუხლის 82 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 პუნქტი: „83. ინდოეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩარტერული რეისის შესრულებისას, ავიაკომპანიას ეთხოვოს მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე გადამოწმება, წამოსვლამდე.“. 2. მე-11 მუხლის 41 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს, გარდა ამავე პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად) ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში (72 საათი) სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას;“. 3. 115 მუხლის: ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდგომში – უცხოელი სტუდენტები) (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც არ მოემგზავრებიან ინდოეთის რესპუბლიკიდან), საქართველოში შემოსვლის მიზნით, ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“, ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა), შემდეგი სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით, კერძოდ:“; ბ) 51 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები (მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა) კი დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს, საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში გაივლიან სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს უზრუნველყოფენ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას;“; ბ.ბ) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდეს მხოლოდ ჩარტერული რეისებით.“. 4. მე-18 მუხლის 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „82. ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ ექთნებსა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 15 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები