„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.018013
13/ნ
29/04/2021
ვებგვერდი, 04/05/2021
430050000.22.022.018013
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №13/ნ

2021 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017259) დამტკიცებული წესის:

1) მე-2 მუხლის  მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საჯარო სკოლა ვალდებულია, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად, პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.

4. ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ვალდებულია უზრუნველყოს, საჯარო სკოლების სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.“.

 

2) მე-3 მუხლის მე-12 და 121 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ეგზავნება შესაბამის საჯარო სკოლას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. საჯარო სკოლა, დასკვნის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, ასახავს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის შედეგს (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა ან შეუფასებლობა) და ტვირთავს აღნიშნულ დასკვნას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის შემთხვევაში, საჯარო სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის ან შეუფასებლობის შემთხვევაში, საჯარო სკოლა აუქმებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციას და აცნობებს აღნიშნულის თაობაზე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

121. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პროცესზე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რა მიზნითაც აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი ხედვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“.

 

3) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით დაადასტუროს, კანონმდებლობით დადგენილი, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საჯარო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში  ჩარიცხვის შესახებ  შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე.“.

 

4) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროების უფლებამოსილება საჯარო  სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვასთან დაკავშირებით

1. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, თანხმობას/უარს საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ გასცემს სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი),  რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში – ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  რესურსცენტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, საჯარო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“.

 

5) მე-6 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია და ჩარიცხული მოსწავლეების შესახებ მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კერძო სკოლა ვალდებულია,  პირველ კლასში ჩარიცხული  მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ გამოცემული შესაბამისი აქტი/აქტები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სასწავლო წლის დაწყებამდე.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რესურსცენტრისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“.

 

6) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემიდან ორი  სამუშაო დღის ვადაში, ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ამ მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/აქტები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“.

 

7) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.“.

 

8) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. პასუხისმგებლობა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების სისწორეზე

ამ წესში მითითებული ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების სისწორეზე და მონაცემების დროულად ასახვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სკოლის  დირექტორი.“.

 

9) მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

,,11. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხად დარეგისტრირებული მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდეს მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის გარეშე.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების მოთხოვნები მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვასა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადებში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-11 და მე–12 პუნქტების მოთხოვნები მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვასა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და დასკვნის მომზადების ვადებში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
 

1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მე-12 მუხლის 11 და 12 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის გაცემულია მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა ან/და უკვე გამოცემულია ბრძანება ამ პირთა საჯარო სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე, ან რომლებსაც არ დაუდასტურდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და უარი ეთქვათ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე პირველ კლასში ჩარიცხვაზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-12 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად ჩარიცხული მოსწავლეების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების შემდეგ, დასკვნა ეგზავნება შესაბამის საჯარო სკოლასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. საჯარო სკოლა დასკვნის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ვალდებულია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, ასახოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა.

3. დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ამ ბრძანებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.