„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 462-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 080080040.05.001.020320
462-IVმს-Xმპ
27/04/2021
ვებგვერდი, 04/05/2021
080080040.05.001.020320
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 344-ე და 362-ე მუხლებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172​3 და 185-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მას აგრეთვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 აპრილი 2021 წ.

N462-IVმს-Xმპ