„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.022712
157
07/04/2021
ვებგვერდი, 07/04/2021
190020010.10.003.022712
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2021 წლის 7 აპრილი

 ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2021, 190020010.10.003.022558) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით განსაზღვრული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა ამ დადგენილების ამოქმედებამდე ექცეოდა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილებით განსაზღვრულ რეგულაციებში, ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ იხელმძღვანელონ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 იანვრის №6 დადგენილების მოქმედი რედაქციით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი №1

 


 

30200000

კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

32200000

რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო- და ტელემაუწყებლობის აპარატურა

32300000

 

ტელე- და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო- ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა

34100000

ავტოსატრანსპორტო საშუალებები

39100000 

ავეჯი

.“.