მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016350
8
07/04/2021
ვებგვერდი, 08/04/2021
010250050.35.126.016350
მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2021 წლის 7 აპრილი

ქ. თერჯოლა

მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/02/2016, სარეგისტრაციო კოდიЖ 010250050.35.126.016181)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები: 

დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების ადგილი

1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;

ბ) ბეჭდური ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას.

2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.terjola.gov.ge) ან/და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით;

3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას.

4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.

5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად ან/და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას, აუცილებელია გამოქვეყნდეს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.

6. www.terjola.gov.ge ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიამირან ვერულაშვილი