თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარევის ფაქტზე გამოწერილი საჟარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარევის ფაქტზე გამოწერილი საჟარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016348
6
07/04/2021
ვებგვერდი, 08/04/2021
010250020.35.126.016348
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარევის ფაქტზე გამოწერილი საჟარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2021 წლის 7 აპრილი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარევის ფაქტზე გამოწერილი საჟარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 290​4 - 290​6 მუხლის, 313-ე მუხლის მე-20 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეიმუშაოს და საკრებულოს წარუდგინოს, ,,მკაცრი აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დაცვით და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის აღსრულების მიზნით, შესაბამისი სათანადო საჯარიმო ქვითრის ფორმის ნიმუში (პროეტი) და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესის პროექტი.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიამირან ვერულაშვილი



დანართი №1

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი

მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე ამ წესის აღსრულების მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს. 
მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის ჩაბარება
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.

3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.


მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება
1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე: www.terjola.gov.ge, (შემდგომ, ვებგვერდზე) შესაბამის ველში.

2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


მუხლი 4. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება
1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდებზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.

3. ოფიციალურ ვებ გვერდებზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.

4. საჯაროდ  უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევის კოდექსის“ 278-ე მუხლის საფუძველზე საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება – ადმინისტრაციული სამართალდარევის ფაქტზე მიღებული დადგენილების:

ა) უცველელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგაზავნის შესახებ;

დ) დადგენილების გაუქმებისა და შეწყვეტის შესახებ;

ე) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევის კოდექსის“ 234მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

5. აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევის კოდექსის“ 134-ე და 135-1351 მუხლებით გათვალისწინებიულ სამართალდარვევებზე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება.


მუხლი 5. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე პირის ინფორმირება
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

მუხლი 6. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესი
1. თუ, სამართალდამრღვევი პირი, მისი დაჯარიმების თაობაზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა ტექნიკური საშუალებით, ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში, გადაიხდის  დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ჯარიმის ოდენობა უმცირდება 20%-ით.

2. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

3. პირი ამ შეღავათით სარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ, დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.


მუხლი 7. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების ვადა
1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდებიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.