„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016347
5
07/04/2021
ვებგვერდი, 08/04/2021
010250050.35.126.016347
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2021 წლის 7 აპრილი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ “ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის დადგენილებაში (ვებგვერდი სსმ, 13/03/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016265) და დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახდენს საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებაზე, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ვებგვერდის და სხვა ელექტრონული ანგარიშების (facebook, email) მართვასა და მონაცემთა დამუშავებაზე, ზედამხედველობას და ამავდროულად  არის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი;“.

2. დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ვებგვერდის და სხვა ელექტრონული ანგარიშების (facebook, email) მართვა და მონაცემთა დამუშავება

1. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ვებგვერდისა და სხვა ელექტრონული ანგარიშების მართვა და მონაცემთა დამუშავებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული საჯარო მოხელ(ებ)ი.

2. ვებგვერდისა და სხვა ელქტრონული ანგარიშების მართვის, მონაცემთა დამუშავების და გამოქვეყნების მიზანია, მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებ(ებ)ის (საკრებულო, მერია, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ა(ა)იპ-(ებ)ის და სხვა.) საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის;  

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული საჯარო მოხელ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას, ადრესატისათვის გადაგზავნას, გამოქვეყნებას, სისტემატიზაციას, ვებგვერდისა და სხვა ელექტრონული ანგარიშების საშვალებით, არიან  მონაცემთა დამმუშავებელ(ებ)ი და:

ა) ღებულობენ წინადადებებს, წერილებს და უგზავნიან საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირებისათვის;

ბ) ქმნიან წერილების, წინადადებების, განცხადებების, სიახლეების, ფოტო-ვიდეო მასალების კონტენტს და საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში ანთავსებენ, აქვეყნებენ და გზავნიან დანიშნულებისამებრ.

გ) საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით ანახლებენ და არედაქტირებენ ვებგვერდზე და ორგანიზაციის ,,facebook” გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, ახდენენ ფოტო-ვიდეო მასალის დამატებასა და ცვლილებას.

დ) საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით უზრუნველყოფენ დაწესებულების საქმიანობის შესახებ სიახლეების განთავსებას ვებგვერდზე და ორგანიზაციის „facebook“ გვერდზე.

ე) საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით უზრუნველყოფენ ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დროულ განთავსება. 

ვ) უზრუნველყოფენ ვებგვერდზე შემოსული წინადადებების, წერილების, პეტიციების, სისტემატიზაციას და საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენას;

4. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ვებგვერდისა და სხვა ელექტრონული ანგარიშების მართვა და მონაცემთა დამუშავებაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული საჯარო მოხელ(ებ)ი ვალდებული არიან:

ა)  თუ მიღებული, დასამუშავებელი და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დაამუშავონ ის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და კანონით დადგენილი პრინციპების დაცვით.

ბ) თუ მიღებული, დასამუშავებელი და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მიაწოდონ მონაცემთა სუბიექტს ინფორმაცია მონაცემთა (პერსონალური ინფორმაცია) დამუშავების თაობაზე; შესაბამისად მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის ვინაობა, მისი პოზიცია მონაცემთა დამმუშავებელი დაწესებულების სტრუქტურაში, მონაცემთა დამუშავების მიზანი და მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები; მონაცემთა სუბიქტის მიერ მონაცემთა დამმუშავებლისათვის (დაწესებულება, უფლებამოსილი პირი) მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობა და მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები;

გ) დაიცვან და უზრუნველყონ მონაცემთა უსაფრთხოება - რაც გულისხმობს ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო ან შემთხვევითი გამოყენებისა და დაკარგვისაგან;

დ) არ გადასცენ სხვა პირებს სამართავად მუნიციპალიტეტის ვებგვერდი და  ორგანიზაციის „facebook“ გვერდი, და ამ გვერდბზე ავტორიზაციისათვის ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, რაც გამორიცხავს საფრთხეს მონაცემთა უკანონო დამუშავებისაგან და ვებგვერდზე არასანქცირებული ჩარევისაგან.

ე) აღრიცხონ მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევები,  შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით;

ვ) დაიცვან საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის", თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის და მუნიციპალიტეტის სხვა  სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები.

5. საჯარო დაწესებულება და ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები (საჯარო მოხელე(ებ)ი) პასუხისმგებელნი არიან, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ საჯარო (ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო - და აუდიოჩანაწერები), ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცის სიზუსტეზე და უტყუარობაზე.

6. საჯარო დაწესებულება და ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები (საჯარო მოხელე(ებ)ი) ამ მუხლით გათვალისწინებეულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების დაცვით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიამირან ვერულაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.