„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016346
4
07/04/2021
ვებგვერდი, 08/04/2021
010250040.35.126.016346
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2021 წლის 7 აპრილი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,   თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი სსმ, 25/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს 959 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 9510 და 9511 მუხლები:

მუხლი 9510. პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი

1. საკრებულოს რეგლამენტის 952 მუხლით განსაზღვრულ პეტიციის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-სა და დასახლების საერთო კრებას ასევე უფლება აქვთ წარადგინონ პეტიცია ელექტრონული ფორმით საკრებულოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე terjolissakrebulo@gmail.com-ზე ან მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ პორტალზე www.terjola.gov.ge-ზე.

2. პეტიცია ელექტრონული მიმართვა საკრებულოს სახელზე პეტიციის წარმდგენ სუბიექტს ანიჭებს პეტიციის ამ რეგლამენტით დადგენილი წესითა და პირობებით განხილვის მოთხოვნის უფლებას.

3. პეტიციის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის არანაკლებ 1%-ის მიერ, www.terjola.gov.ge-ით და საკრებულოს ელექტრონული ფოსტის terjolissakrebulo@gmail.com-ით, წარდგენისას, საკრებულოს აპარატის მიერ მისი მიღება, დარეგისტრირება და შემდგომ გამოქვეყნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) წარმოდგენილია განცხადება და იგი შეიცავს მკაფიოდ ფორმულირებულ მოთხოვნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ;

ბ) შეიცავს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) მითითებულია პეტიციის შედგენის დრო და ადგილი;

დ) წარმოდგენილია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც შეიცავს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს ან/და მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემ(ებ)ის აღწერა/დასაბუთებას და საკითხ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნას.

ზ) წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

4. პეტიციის, დასახლების საერთო კრების მიერ, www.terjola.gov.ge-ით და საკრებულოს ელექტრონული ფოსტის terjolissakrebulo@gmail.com-ით, წარდგენისას, საკრებულოს აპარატის მიერ მისი მიღება, დარეგისტრირება და შემდგომ გამოქვეყნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) წარმოდგენილია განცხადება და იგი შეიცავს მკაფიოდ ფორმულირებულ მოთხოვნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ, პეტიციის შედგენის დროს და ადგილს, დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

ბ) განცხადებას თან ახლავს დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეულის) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

გ) განცხადებას თან ახლავს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ან მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტული წინადადებები, თუ პეტიცია წარდგენილია 951 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

დ) განცხადებას თან ახლავს მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემ(ებ)ის აღწერა/ დასაბუთება და საკითხ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნას, თუ პეტიცია წარდგენილია 951 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ე) ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება;

ვ) იგი წარდგენილია საქართველოს სახელმწიფო ენაზე;

5. ელექტრონული პეტიცია არ იქნება მიღებული, რეგისტრირებული და გამოქვეყნებული www.terjola.gov.ge -ის პორტალზე, თუ:

ა) წარდგენილი პეტიცი(ებ)ით დასმული საკით(ებ)ის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას;

ბ) წარდგენილი .პეტიციები, რომლებიც გარკვევით და ნათლად არ გადმოსცემენ მოსაზრებას, მოთხოვნას;

გ) პოლიტიკური, პროპაგანდის, კომერციული შინაარსის შემცველი პეტიციები;

დ) წარდგენილი პეტიციები შეიცავენ შეურაცხმყოფელ, უხამს, გამომწვევი შინაარსის განაცხადებს, ასევე ხუმრობის მიზნით ინიციირებული პეტიციები;

ე) წარდგენილი პეტიციები შეიცავენ სიძულვილის, დისკრიმინაციის, ძალადობის საფრთხის, ინდივიდის ან რომელიმე ჯგუფისთვის ზიანის მომტანი მოწოდებებს;

ვ) წარდგენილი პეტიციები შეიცავენ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან ისეთი მოწოდებებს, როგორიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დაუმორჩილებლობის მოწოდებების შემცველია;

ზ) წარდგენილი პეტიციები, რომლის მოთხოვნაც მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების ინტერესებშია;

თ) წარდგენილია ისეთი პეტიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

6. ელექტრონული პეტიციის მიღება, დარეგისტრირება და www.terjola.gov.ge-ის პორტალზე გამოქვეყნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის მესამე, მე-4 და მე-5 პუნქტში ჩამოყალიბებულ ყველა მოთხოვნას ერთად.

7. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული პეტიცია არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, იგი არ იქნება მიღებული და არ გამოქვეყნდება www.terjola.gov.ge-ის პორტალზე.

მუხლი 9511. პეტიციის ელექტრონული ფორმით მიღება, რეგისტრაცია და გამოქვეყნება

1. პეტიციის ელექტრონული ფორმით მიღებაპეტიციის წარმდგენი უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, ელექტრონული მიმართვის www.terjola.gov.ge-ზე ან საკრებულოს ელექტრონული ფოსტაზე terjolissakrebulo@gmail.com-ით გადაგზავნა.

2. პეტიციის რეგისტრაციასაკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირების მიერ, პეტიციის შესაბამისობის ამ რეგლამენტის 9510-ე მუხლის მოთხოვნებთან დადგენის შემდეგ, განცხადების (ელექტრონული მიმართვის) დარეგისტრიორება საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, რომელსაც სისტემურად ენიჭება სარეგისტრაციო კოდი.

3. პეტიციიის გამოქვეყნებასაკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირების მიერ, პეტიციის რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (პეტიციის) ელექტრონულ რესურსზე www.terjola.gov.ge-ზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.

4. პეტიციის წარმდგენი უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, www.terjola.gov.ge-ზე ან საკრებულოს ელექტრონული ფოსტით terjolissakrebulo@gmail.com-ით წარდგენის შემთხვევაში, სამი დღის ვადაში საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირები ადგენენ პეტიციის შესაბამისობას ამ რეგლამენტის 9510 მუხლის მოთხოვნებთან;

5. ამ რეგლამენტის 9510 მუხლის მოთხოვნებთან პეტიციის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირები არეგისტრირებენ პეტიციას შესაბამის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, რომელიც გადაეგზავნება ადრესატს – დაწესებულების ხელმძღვანელს საკრებულოს თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის მერს; ხოლო პეტიციის წარმდგენ სუბიექტს გადასცემს განცხადების რეგისტრაციის მოწმობას და პერიოდულად აცნობებს პეტიციის გამოქვეყნების წყაროს, შესაბამის ორგანოებში განხილვის ვადებსა და პროცედურებს.

6. თუ, პეტიციის განხილვის თაობაზე, განცხადების წარმდგენი სუბიექტი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველია (არანაკლებ 1%-ი):

ა) პეტიციის წარდგენისა და ამ რეგლამენტის 9510 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირები, პეტიციის წარმდგენ სუბიექტს გადასცემს ამომრჩეველთა სიის დამოწმებულ ბლანკებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ამომრჩევლის სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერს, რეგისტრაციის ადგილს, ხელმოწერის თარიღს და ხელმოწერას;

ბ) ამომრჩეველთა სიის დამოწმებული ბლანკების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველთა დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვებას და წარდგენას, რის შემდეგაც 7 კალენდარული დღის ვადაში მოწმდება მისი შესაბამისობა ამ რეგლამენტის 954 მუხლის მოთხოვნებთან.

გ) საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველთა სიებში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, პეტიციის წარმდგენ სუბიექტს მიეცემა 10 კალენდარული დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან/და განმეორებით წარდგენილ ამომრჩეველთა სიებში კვლავ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირ(ებ)ი საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენენ ბრძანების პროექტს ,,პეტიციის წარდგენაზე განცხადების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“, რის შესახებ 3 დღის ვადაში ეცნობება პეტიციის წარმდგენ სუბიექტს.

7. პეტიციის, ელექტრონული ფორმით მიღება, რეგისტრაცია და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიამირან ვერულაშვილი