დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.113.016442 |
10
07/04/2021
ვებგვერდი, 08/04/2021
010250020.35.113.016442
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის
N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი 03/12/2019, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.113.016402) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191. მერიის საქმისწარმოება 1. მერიაში საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ავტორიზებული სისტემის მეშვეობით. 2. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უზენაესი სასამართლოს განმარტებები
ბმულები
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
უკუკავშირი
დოკუმენტის კომენტარები