„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016542
6
07/04/2021
ვებგვერდი, 08/04/2021
010250020.35.162.016542
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2021 წლის 7 აპრილი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016431)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„კ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის კოორდინაციას და ადმინისტრირებას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ლ) საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი