ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 16/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016441
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
07/04/2021
ვებგვერდი, 08/04/2021
010260020.35.113.016441
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/04/2021 - 28/02/2022)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2021 წლის 7 აპრილი

ქ. ოზურგეთი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 122-ე-128-ე მუხლების, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 2093-ე, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების დანართი №1-ის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და  აღრიცხვა-ანგარიშგების წესი თანახმად N1 დანართისა.
მუხლი 2
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმები თანახმად N2-N5 დანართებისა.
მუხლი 3
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მითითების,  შემოწმების აქტის, უწყების და დადგენილების ფორმები თანახმად N6-N12 დანართებისა.
მუხლი 4
განისაზღვროს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი  დანართი N13 შესაბამისად.
მუხლი 5
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1.  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 აპრილის N19 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/04/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016226).

2. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული,თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის N40 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/11/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016040).

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი N1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და  აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. რეგულირების საგანი
1. ეს წესი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – „სამსახურში“) თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის)  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  სამართლებრივ მექანიზმებს.

2. სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.


მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სათანადო წესით უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი/სათანადოდ უფლებამოსილი პირი წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ;

გ) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;

ე) მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები ,, სემგს რეგისტრაციის №”.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები)  ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.

5. სათანადო წესით უფლებამოსილი პირის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში.


მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმის წარმოება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირი ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული  სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:

ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;

ბ) მეორე – ჰბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;

გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.

3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).

4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.

5. ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი;

ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში მისი დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;

ე) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;

ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.

7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).


მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა რეგისტრაცია
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მონაცემები შეიტანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №4) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი) შესაბამისი გრაფების შევსებისა და საქმის რეგისტრაციის ნომრის დაფიქსირების გზით.

2. რეგისტრაციის ჟურნალი იწარმოება სამსახურში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) სამი სამუშაო დღის ვადაში.


მუხლი 5. რეგისტრაციის ჟურნალის შევსების წესი
1. რეგისტრაციის ჟურნალის პირველ და მეორე გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.

2. მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.

3. მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

4. მე-15-21-ე გრაფებში მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების თაობაზე.

5. 22-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე.

6. 23-ე გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.

7. თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 24-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-23-ე გრაფები არ ივსება.


მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.

3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად.



დანართი N2

 

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სერია 000000

 ------------------------------------

1. ------------ ------------------------------- 20 ----წ.      2. -------------------------------------------

      ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)             ოქმის შედგენის ადგილი

 

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                               ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი

 

4. დავადგინე, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------

                                     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი

 

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------                                   

                                              დასახელება ნორმატიული აქტისა, რომელიც  დაირღვა

 

5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ---------------------- მუხლით / მუხლის –––ნაწილით.

6. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––-------–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------

 სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.

 

7. მოწმე ან/და დაზარალებული: --------------------------------             -----------------------------

                                                       ხელმოწერა                                სახელი, გვარი, მისამართი

8. ოქმის შემდგენელი პირი: --------------------------------        -------------------------------------

                                                 ხელმოწერა                                  სახელი, გვარი

9. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------       ---------- ---------------------------

                                                     ხელმოწერა                                      სახელი, გვარი

10. ჩავიბარე ოქმი: -------------------------------------------------------------------------------------

                                                             სამართალდამრღვევის ხელმოწერა

11. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––---

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

13.  შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი:  ––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                      ჯარიმის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)

 

14. შენიშვნა: --------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სემგს-ს რეგისტრაციის №


ანართი №3

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი

N

გაცემის თარიღი

ოქმის ნომერი

ოქმის გამცემი

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

ოქმის მიმღები

შედგენილი (გამოყენებული) ოქმები

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

8

9

10

11

12

13

14

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

 

დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები

 

დაბრუნების თარიღი

აქტის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

შენიშვნა

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

             

 


დანართი №4
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალი

 

რეგის-
ტრაციის

მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ                     

 

 

 

თარიღი

იურიდიული პირის დასახელება,
საიდენტი-
ფიკაციო
ნომერი და მისამართი

გვარი

სახელი

მისამართი

თანამდებობა

საქართველოს
მოქალაქის
პირადი
ნომერი

 

 

უცხო ქვეყნის მოქალაქის

 

 

 პასპორტის

 ნომერი         

 

 

 

მოქალაქეობა                          

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                     

 

 

გაგრძელება

ადმინისტ
რაციული სამართალ
დარღვევის ოქმი

ოქმის შედგენის ადგილი
(კლასიფიკატორი)

ადმინისტრაციული
სამართალ
დარღვევის
ოქმის შედგენის
თარიღი

ოქმის შემდგენელი
(სახელი, გვარი, თანამდებობა)

ადმინისტრაციული
სახდელის დადების
შესახებ დადგენილების №

დადგენილების  გამოტანის თარიღი

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

დადგენი
ლების
გამომტანი
(გვარი, სახელი)

საქართ
ველოს ადმინის
ტრაციულ სამართალ
დარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი

ადმინის
ტრაციული სახდელის სახეობა

დამატებითი
სახდელი

დარიცხული
ჯარიმის
თანხა

გადახდილი ჯარიმის თანხა

თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები

შენიშვნა

17

18

19

20

21

22

23

24

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი N5

აქტი №

 

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ

_________________________________________________

(აქტის შედგენის ადგილი)

 

________    ____________________   20--- წელი

 

რაოდენობა

ოქმის ინდივიდუალრი ნომერი (ნომრები)

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი

უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:

 

სამსახურის

 

უფროსი                                                                            / -----------------------------------/

 

ოქმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი                                                       / -----------------------------------/


დანართი N6

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

 

ქ. ოზურგეთი                                                                                                          „----“ -------------- 20--- წ.

მითითება N-

 

დამრღვევის დასახელება და მისამართი:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(მაიდენტიფიცირებელიდოკუმენტების მონაცემები)

 

ობიექტის დასახელება და მისამართი (საკადასტრო კოდი) ------------------------------------------------------------------------- -----------------------------------------

მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ადგილი აქვს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს ---------- მუხლის ----------------- პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას.

საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება ----------------------------------- ლარით. დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------------------ დღე.

მითითების შეუსრულებლობისას ან ვადების დარღვევისას თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის -------------------------------------------------

შემსრულებელი --------------------------------------------------------------------------------------

 

ბ.ა.

 

შენიშვნა: მითითება წარმოადგენს დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.


დანართი N7

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

 

ქ. ოზურგეთი                                                                                                          „----“ -------------- 20-- წ.

შემოწმების აქტი N—

 

            შემოწმების აქტი დგება მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.

მითითების N ------------------- თარიღი -------------------------

დამრღვევის დასახელება და მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ობიექტის დასახელება და მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------

შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი/ან დარღვევის სახეობა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ დამრღვევის მიერ

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნულიდან გამომდინარე აქტს ვადგენს მასზედ, რომ მითითება N--------------------

ა) შესრულდა;

ბ) არ შესრულდა;

გ) ვადების დარღვევით სრულდება.

შემოწმების აქტის შემდგენი (სახელი, გვარი, თანამდებობა):

1)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აქტი ჩაბარდა და გაეცნო (სახელი, გვარი, მისამართი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 

ბ.ა.


დანართი N8

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

 

ქ. ოზურგეთი                                                                                                    „----“ -------------- 20 ---წ.

 

უწყება N—

 

საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით" გათვალისწინებული გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, დაბარებული ხართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

დამრღვევის დასახელება, მისამართი-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ობიექტის დასახელება და მისამართი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გამოვლენილი დარღვევა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქმის განხილვის თარიღი--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქმის განხილვის ადგილი-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა; მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებელთათვის დროებით განთავსებული შენობა; მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე; გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

უფლებამოსილი პირი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

უწყების განთავსების თარიღი----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ბ.ა.


დანართი N9

დადგენილება N—

 

--------------------------------------------------------------------------------------- ის დაჯარიმების შესახებ

 

ქ. ოზურგეთი                                                                                                          „-------“  ------------ 20-- წ.

 

            საფუძველი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით" 125-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების და 20 წლის ----------№--------------შემოწმების აქტი

 

1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ ---------------მუხლის ––––-------ნაწილის საფუძველზე ---------------- სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ---------------------------- ლარით დაჯარიმდეს -----------------------------------(სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო მონაცემები)-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმა ჩარიცხულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ------------------------------------------------------------------- დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.

4. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხოს საურავი დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.

5. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

 

            ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

 

 

            ბ.ა


დანართი N10

დადგენილება №

 

---------------------------------------------------------------------------------------- ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე და უნებართვო მშენებლობის შეჩერების შესახებ

 

 

ქ. ოზურგეთი                                                                                              „-------“  ------------ 20--- წ.

 

            საფუძველი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“  127-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 20 წლის --------------------------------№ ---------------------------- შემოწმების აქტი

1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” ------------------- მუხლის -------- ნაწილის -------------------- საფუძველზე --------------------------------------------------------------------------------------- მიერ შეჩერებულ იქნეს დარღვევის აღმოფხვრამდე მშენებლობა.

2. დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაეცნოს -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

 

 

ბ.ა


დანართი N11

დადგენილება N---

 

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

ქ. ოზურგეთი                                                                                                 „-----„-------------20--- წ.

 

1. საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის  125-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების  ------------------------- ქვეპუნქტის საფუძველზე --------------------------------------------------------------------------------------ზე შეწყდეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

2. დადგენილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაეცნოს------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

            ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

 

 

            ბ.ა .

 

 

 

 

 


დანართი N12

დადგენილება N--

 

---------------------------------------------------------------------------- ის კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ

 

ქ. ოზურგეთი                                                                                                   „------“ --------------- 20-- წ.

 

 

            საფუძველი: საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 201 წლის ––––––––––––––––– № –– შემოწმების აქტი.

 

1.----------------------------------------------------------------------- საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ -------------- მუხლის ----------------- ნაწილის საფუძველზე მოხდეს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა ნაგებობების მთლიანად (ან ნაწილობრივ) დემონტაჟი -------------- დღის ვადაში       

2. დადგენილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაეცნოს -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

 

 

            ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

 

 

 

            ბ.ა .


დანართი N13

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი

 

1. სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო, ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, რომელიც საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით” დადგენილი წესის შესაბამისად, ადგენს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებს (მითითება, შემოწმების აქტი, უწყება და დადგენილება).

2. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” XIV და XV თავებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” დადგენილი წესით და ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.