„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ს-25
დოკუმენტის მიმღები სსიპ - აწარმოე საქართველოში
მიღების თარიღი 05/04/2021
დოკუმენტის ტიპი სსიპ ­ - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2021
სარეგისტრაციო კოდი
ს-25
05/04/2021
ვებგვერდი, 06/04/2021
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - აწარმოე საქართველოში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება №ს-25 

2021 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში – სააგენტო) დირექტორის 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სააგენტოს მეწარმეობის დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

დირექტორი                                                          მიხეილ ხიდურელი

 

დანართი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

 

განსახორციელებელი ეტაპების

(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი

ღონისძიებების /აქტივობების  განხორციელების ვადები

1

განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება

05.10.2020-26.10.2020

2

განაცხადების (ბიზნეს იდეების) გადარჩევა 

05.10.2020-08.11.2020

3

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა

08.11.2020-24.11.2020

4

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის შედეგების გასაჩივრება 

24.11.2020-26.11.2020

5

განაცხადების  (ბიზნეს იდეების) ეტაპის საჩივრების განხილვა

24.11.2020-10.12.2020

6

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში

24.11.2020-18.12.2020

7

პროექტების (ბიზნეს გეგმები) მიღება

01.12.2020-25.12.2020

8

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასება

01.12.2020-18.01.2021

9

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან

08.12.2020-08.02.2021

10

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან

15.02.2021-15.03.2021

11

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების გასაჩივრება

 06.04.2021-08.04.2021

12

პროექტების (ბიზნეს გეგმები) შეფასების საჩივრების განხილვა

 08.04.2021-23.04.2021 

13

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება

07.04.2021-21.05.2021

14

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

12.04.2021-30.06.2021

15

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

12.04.2021-20.07.2021

16

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი

19.05.2021-05.10.2021

17

დამატებითი ტრენინგები

19.04.2021-30.11.2021

18

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი

20.09.2021-25.11.2021

19

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი

15.02.2021-30.11.2021