დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიმდინარე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/28 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
მიღების თარიღი | 05/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
განკარგულება №1/28
2021 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიმდინარე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის ორგანული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე:
1. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 20 ნოემბრის №1/207 განკარგულების საფუძველზე მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანსიაზე დამატებითი განცხადებების ელექტრონული ფორმით მიღება განხორციელდეს 2021 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით.
2. ინფორმაცია დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა ეროვნულ მაუწყებელს.
ნიკოლოზ მარსაგიშვილი
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
დოკუმენტის კომენტარები