საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიმდინარე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1/26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 05/04/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2021
სარეგისტრაციო კოდი
1/26
05/04/2021
ვებგვერდი, 07/04/2021
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიმდინარე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

განკარგულება №1/26 

2021 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიმდინარე შეჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის ორგანული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე:

1. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 7 ოქტომბრის №1/134 განკარგულების საფუძველზე მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 9 ვაკანსიაზე დამატებითი განცხადებების ელექტრონული ფორმით მიღება განხორციელდეს 2021 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით.

2. ინფორმაცია დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა ეროვნულ მაუწყებელს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

ნიკოლოზ მარსაგიშვილი