ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 330090000.35.143.016606
7
06/04/2021
ვებგვერდი, 07/04/2021
330090000.35.143.016606
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 6 აპრილი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 37-ე, 39-ე და მე-40 მუხლების, 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, მე-7 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 1-ლი სექტემბრის №58 განკარგულების გათვალისწინებით,  ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის  დაბა სურამის გენერალური გეგმა დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის  დაბა სურამის ცენტრალური უბნის   განაშენიანების  გეგმა  დანართი № 2-ის  შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი