ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016529
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
05/04/2021
ვებგვერდი, 07/04/2021
010250020.35.158.016529
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/04/2021 - 25/05/2021)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2021 წლის 5 აპრილი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების

თანადაფინანსება“ განხორციელების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
     დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მაისიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ინიციატივების თანადაფინანსებაგანხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება “- განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ადგილობრივი და საერთაშორისო დაფინანსების (გრანტები) მოზიდვის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქე(ებ)თა, საინიციატივო ჯგუფისა ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების თანადაფინანსების (არაუმეტეს 50%) პროცედურებს და პირობებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.

2. ამ წესის შესაბამისად, ინიციატივების დაფინანსების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი). ჯგუფის საქმიანობის წესი განისაზღვრება ჯგუფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არ მოიცავს საქართველოში რეგიტრირებულ უცხოური საწარმოების ფილიალებს);

ბ) თანადაფინანსება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ინიციატივების თანადაფინანსება (არაუმეტეს 50%);

გ) ქვეპროგრამა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ინიციატივების თანადაფინანსება“ ქვეპროგრამა

დ) დონორი – ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო, საერთაშორისო პროგრამა, ბიზნესი, ადგილობრივი ორგანიზაცია ან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ორგანიზაცია.

მუხლი 3. ქვეპროგრამის მიზანი

1. ქვეპროგრამის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფების ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსება.

2. „ინიციატივების თანადაფინანსების“ პროექტის ბენეფიციარები ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  ახალგაზრდები (18-30 წლამდე)

მუხლი 4. თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები

1. ამ წესის შესაბამისად თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე(ებ)ი, საინიციატივო ჯგუფი ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც მოიპოვა პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება „დონორის“ მიერ;

ბ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც „დონორის “დაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამით მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამის პროექტს.

2. თანადაფინანსების მოთხოვნით წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს „დონორის“ მიერ დაფინანსებული და მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებას:

ა) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ღონისძიების ორგანიზება;

ბ) არაფორმალური განათლება (ტრენინგი/სემინარი);

გ) საერთაშორისო და ადგილობრივი გაცვლითი პროგრამების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

დ) მეწარმეობის მხარდაჭერა;

ე) ინოვაციური იდეის მხარდაჭერა;

ვ) სოციალურ სფეროში განხორციელებული აქტივობა;

ზ) ინეტეგრაციის ხელშეწყობა;

თ) გენდერული საკითხები.

ი) გარემოს დაცვა

3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა “ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ბოლნისის მუნიციპალიტეტი.

მუხლი 5. საპროექტო განცხადების წარდგენა

1. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი, რომლის ფორმას ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის   მერი. საპროექტო განაცხადს, აგრეთვე უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქის მომართვის შემთხვევაში:

ა.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.ბ) დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია; 

ბ) ორგანიზაციის მომართვის შემთხვევაში:

ბ.ა) ორგანიზაციის წარმომადგენლის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული ორგანიზაციის მიერ) და პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.ბ) პროექტის დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს.

3. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.

4. საპროექტო განაცხადი ჯგუფს არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 6. საპროექტო განაცხადის განხილვა და თანადაფინანსება

1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის ჯგუფს.

2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ ფარგლებში გათვალისწინებულია ინიციატივების თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით.

3. საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით  დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.

4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჯგუფი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა ჯგუფის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

5. ჯგუფის მიერ საპროექტო განაცხადის დადებითი შეფასების შემთხვევაში, ჯგუფი საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს.

6. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.

7. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ.

8. ჯგუფი უფლებამოსილია კონკრეტული პროექტის დაფინანსების განხილვისას დაადგინოს მისი მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმი.

9. ჯგუფის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროექტის დაფინანსების შესახებ (პროგრამიდან თანხის გამოყოფა).

მუხლი 7. დაფინანსებისათვის თანხის გაცემა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტის დაფინანსებისათვის თანხის გაცემას.

მუხლი 8. ხელშეკრულების დადება

1. სამსახურსა და პროექტის წარმომდგენ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

3. ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 9. კონტროლის განხორციელება

ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახური, ასევე, თანადაფინანსებული ინიციატივის პროექტიდან გამომდინარე, შესაბამისი სხვა დარგობრივი სამსახურები.