„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016349
7
05/04/2021
ვებგვერდი, 06/04/2021
010250020.35.109.016349
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 5 აპრილი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/01/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016340) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება.“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება  განისაზღვრა  100  ლარით.

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)   განცხადება;

ბ)   პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურება);

ე) საბანკო ანგარიში.

2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია