დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილი №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016364 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილი №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 28.04.2015. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016159) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები და ჩატარების წესი’’-ს პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტის ,,ა’’-ქვეპუნქტის ,,ა.ი’’-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე კრედიტის (სახელფასო, იპოთეკური, სამომხმარებლო) გაცემის უზრუნველყოფა; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბანკომატი აუცილებელია მდებარეობდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც კონკურსში გამარჯვებულმა პირმა უნდა განათავსოს 1 (ერთი) თვის ვადაში. გ) მე-7 პუნქტის ,,ბ’’-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე განახორციელოს VIP მომსახურება. 3. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები და ჩატარების წესი’’-ს მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კონკურს ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კომისიას თავმჯდომარეობს მერის გადაწყვეტილებით მერიის ერთ-ერთი თანამდებობის პირი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), და/ან მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან საკრებულოს წევრი (წევრები). კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნან სხვა პირებიც. 4. მე-4 მუხლის, მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები