„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 06/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016876
20
06/04/2021
ვებგვერდი, 07/04/2021
280120000.22.026.016876
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №20

2021 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის მე-4 და მე-5  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სარდალს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. სარდლის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, სარდლის დავალებით, ახორციელებს სარდლის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სარდლობის შტაბის უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 აპრილიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზარაშვილი