დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016578 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №160 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.02.2017, №010250020.35.123.016370), კერძოდ, დადგენილების №1 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი):
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ორი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კომისიის მიერ მინიჭებული ქულების შეჯამებით, საბოლოო სარეიტინგო ქულა).“ 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი. „7. ფორსმაჟორულ ვითარებაში ჭერის არმქონე, მიუსაფარი მოქალაქეებისათვის, კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავშესაფრის გამოყოფა დროებით, საცხოვრისში არსებულ თავისუფალ ფართში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მოძიებამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები