საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4/7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016476
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4/7
30/03/2021
ვებგვერდი, 01/04/2021
010250050.35.111.016476
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/04/2021 - 27/04/2021)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
 
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4/7

2021 წლის 30 მარტი

ქ. ფოთი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290​ 4 მუხლის მე-5 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის   საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8,  მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი თანახმად დანართისა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე

                                                                                                                       დანართი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი

მუხლი 1.

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ  გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში- მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

 მუხლი 2.

1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის  125-ე მუხლის მე-8,  მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში- სტრუქტურული ერთეული) ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომში- პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით იმავე მისამართზე.

3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.

მუხლი 3.

1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდებზე: https://poti.gov.ge/ (შემდგომში- ვებგვერდზე) შესაბამის ველში.

2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესის შესაბამისად, საჯაროდ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

მუხლი 4.

1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.

3. ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.

მუხლი 5.

საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

მუხლი 6.

1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.