ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4/8
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016477
4/8
30/03/2021
ვებგვერდი, 31/03/2021
010250050.35.111.016477
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4/8

2021 წლის 30 მარტი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 და   მე-15 მუხლების, საქართველოს კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“   მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების საშუალოვადიანი  გენდერული თანასწორობის სტრატეგია დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, გენდერული თანასწორობის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, შეიმუშაოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა.

 

მუხლი 3
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე