დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 429-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.05.001.020303 |
|
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) 30-ე მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის ან გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით უცხო სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებებია დაწყებული), არ გამოირიცხება ამ პირის მიმართ საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება/ხელახლა გამოყენება.“; ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111−115 პუნქტები: „111. თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ და უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება ან გამოყენებული იყო სხვა აღკვეთის ღონისძიება ან საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც გაუქმდა ან აღკვეთის სხვა, არასაპატიმრო ღონისძიებით შეიცვალა და არ არის ამოწურული საექსტრადიციო პატიმრობის 9-თვიანი ვადა და პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემისთვის (ეტაპირებისთვის) საჭირო ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად ამ სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებებია დაწყებული, ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით შესაძლებელია ამ პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე. 112. ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორი ამ პირის დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/ხელახლა გამოყენების ან გამოყენებული სხვა აღკვეთის ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ. სასამართლო ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხზე მსჯელობის გარეშე, შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 113. ამ მუხლის 112 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის გადაწყვეტისას სასამართლო აფასებს მხოლოდ იმას, არსებობს თუ არა ამ მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. 114. ამ მუხლის 111–113 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენების შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა (ეტაპირება) დასაშვებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მისი გასაჩივრების შემთხვევაში − სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 115. თუ უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − გირაო ამ მუხლის 112 და 113 პუნქტებით დადგენილი წესით საექსტრადიციო პატიმრობით შეიცვალა, ამ პირს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს გირაოს საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა და უძრავი ქონება.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის მე-11 და 112−115 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 30 მარტი 2021 წ. N429-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები