დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 428-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.020314 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანის მშობელი; საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელი;“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ე) D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;“. 3. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−14 პუნქტები: „11. თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად. 12. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. 13. საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. 14. საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვისა) არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება ამავე კანონის მე-10 მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესით.“. 4. მე-15 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;“. 5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 1. ამ კანონის მე-15 მუხლის: ა) „ა“−„გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით; ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 წლის ვადით; გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელზე საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას საქართველოს მთავრობის წევრი წარადგენს, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით; ე) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია შეინარჩუნოს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ვ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 4. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 5. უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე და რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და უნდა წარუდგინოს მას ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომ − საჯარო რეესტრი) უნდა წარუდგინოს მას ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მასზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. 6. თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.“. 6. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად გადაამოწმოს დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია მითითებულ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებით და სათანადო პირების გამოკითხვით.“. 7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.“. 8. 21-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.“; ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნულ უცხოელს მის მიერ წარდგენილი, ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით არ უდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.“. 9. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 10. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უცხოელს, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციით მიენიჭოს.“. 11. 48-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ მან სააგენტოს წარუდგინა განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით;“; ბ) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. 3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მაინც. 4. უცხოელის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოსთვის წარდგენის საფუძვლით მისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხს სააგენტო საკუთარი ინიციატივით იხილავს. აღნიშნულ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადით.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.“. 12. 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში − სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.“. მუხლი 2. იმ პირს, რომელსაც ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 დღისა უზრუნველყოს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 30 მარტი 2021 წ. N428-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები