„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 423-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 080080040.05.001.020304
423-IVმს-Xმპ
30/03/2021
ვებგვერდი, 13/04/2021
080080040.05.001.020304
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისთვის (თავშესაფრისთვის) ან შესაბამისი დაწესებულებისთვის მიმართვის შემდეგ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები პირისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციის დაუყოვნებლივ შესაკრებად და საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფისთვის დაუყოვნებლივ მისაწოდებლად.“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის უფლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე

  1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის მიყენებისთვის მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც გასცემს სააგენტო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მოიპოვა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მარტი 2021 წ.

N423-IVმს-Xმპ