„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 418-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.020305
418-IVმს-Xმპ
30/03/2021
ვებგვერდი, 13/04/2021
040200010.05.001.020305
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“–„ბ3“ ქვეპუნქტები:

„ბ1) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც შექმნილია მისი შექმნის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური ფორმით (ხელნაწერის სახით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით) და რომელიც შექმნისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით დადასტურებული არ არის;

2) სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს (ელექტრონული დოკუმენტი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით;

3) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლი ­− სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ფოტოასლი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით არის დადასტურებული;“;

ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა – სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების ელექტრონული ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების ელექტრონული ფოტოასლებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;

ი) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზა – ელექტრონული ფორმით არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა

1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით. ასევე შესაძლებელია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია მისი კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნა. ფორსმაჟორული გარემოებები განისაზღვრება საქართველოს  იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულ შემთხვევაში სავალდებულოა, მატერიალური ფორმით შექმნილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ელექტრონული დოკუმენტის სახით შეიქმნას ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორსმაჟორული გარემოების აღმოფხვრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, მატერიალური ასლის სახით, რომელსაც აქვს ელექტრონული მოწმობის თანაბარი იურიდიული ძალა.

2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შეივსოს უცხოურ ენაზე.“.

4. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადასტურებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მატერიალური ასლები/ელექტრონული ასლები, რომლებიც შედგენილია საქართველოში ან საკონსულო დაწესებულების მიერ, მათი შედგენის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;“.

5. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების ნამდვილობა

1. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.

2. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა სამოქალაქო აქტის მატერიალურ ჩანაწერში მითითებული მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მონაცემები შეცვლილია ამ კანონით გათვალისწინებული წარმოების ფარგლებში.

მუხლი 10. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმართ

საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმართ ხორციელდება მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია და გაიცემა შესაბამისი მოწმობები.“.

6. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-8 პუნქტები:

„5. სააგენტო/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით. სააგენტო უფლებამოსილია კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც გამოიყენოს.

6. სააგენტოს/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (შემდგომ − ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა, ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

7. ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება აგრეთვე მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადის ათვლა მისი გამოქვეყნებისთანავე იწყება.

8. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ძალაში შედის რეგისტრაციისთანავე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

7. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. 2021 წლის 1 ივნისამდე სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემებს აქვს აღნიშნული ჩანაწერის დედნის თანაბარი იურიდიული ძალა.“.

მუხლი 2. 2021 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მარტი 2021 წ.

N418-IVმს-Xმპ