დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 419-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020309 |
|
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;“. 2. 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზეპირად გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულ ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე−58-ე მუხლების მოთხოვნები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 30 მარტი 2021 წ. N419-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები