„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018007
07/ნ
26/03/2021
ვებგვერდი, 26/03/2021
430210000.22.022.018007
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №07/ნ

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში (სსმ, 14, 05/02/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.014168) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“:

ა) მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის, დგინდება: 

ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა;

ბ) მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა; 

გ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა. 

4. დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს შიდა მობილობა წელიწადში ორჯერ მის მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით.“.

ბ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. სტუდენტთა რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციის ასახვა.“.

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მობილობისა და შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში  დებულება) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.“.

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულება, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ვადაში, ელექტრონულად წარადგენს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო პირი;

გ) აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მისანიჭებელი კვალიფიკაცია, ასევე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები, იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩააბარეს 2020 წელს და შემდგომ;

დ) პროგრამის სტატუსი (ავტორიზებული/აკრედიტებული) და შესაბამისი სტატუსის ვადა;

ე) პროგრამის სწავლების ენა;

ვ) პროგრამის განხორციელების ადგილი;

ზ) პროგრამაზე სწავლის საფასური;

თ) კრედიტების რაოდენობა;

ი) მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობა;

კ) საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების დამატებითი წინაპირობა;

ლ) შენიშვნა (დაწესებულების მიერ გათვალისწინებული დამატებითი/სხვა ინფორმაცია).“;

დ.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-8 პუნქტები:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების წყაროს წარმოადგენს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და ივსება ავტომატურად, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“, „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია აისახება დაწესებულების მიერ.

6. მართვის სისტემა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ხარვეზს და დაწესებულებას განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას ან ადასტურებს ინფორმაციის სისწორეს და ელექტრონულ პორტალზე განათავსებს დადასტურებულ მონაცემებს. მართვის სისტემის მიერ დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

7. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მობილობის ფარგლებში დაწესებულებების მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოდგენილ პროგრამებზე ჩასაბარებელი საგანი/საგნები შეესაბამება დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული სწავლის სფეროების ან/და მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული საგნების ჩამონათვალს.

8. დაწესებულება მობილობის გამოცხადებისას, იმ პროგრამებზე, სადაც დაშვების წინაპირობად, ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განისაზღვრება ერთზე მეტი საგანი, არ არის უფლებამოსილი ადგილების რაოდენობა გამოაცხადოს ცალ-ცალკე საგნების მიხედვით.“.

ე) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდგომ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები

1. მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას  და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგანი/საგნები.

2. თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:

ა)  იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი/საგნები;

ბ) ერთზე მეტი საგანი, რომელიც შეესაბამება, დებულების დანართი №3-ით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით განსაზღვრულ საგნების ჩამონათვალს, მობილობის მსურველს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა ჩაეთვლება დაკმაყოფილებულად ერთ-ერთი მათგანის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასაბარებელ საგანში/საგნებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის დაკმაყოფილებას და მიღებული ქულა არ გაითვალისწინება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებში.

4. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს იმ პირთა სკალირებული ქულა/ქულები, შესაბამისი საგნის/საგნების მითითებით, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“.

ვ) 51 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:

მუხლი 52. რიგგარეშე მობილობის ჩატარება გამარტივებული წესით

1. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით:

ა) ამ დაწესებულებების სტუდენტთათვის;

ბ) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს  ჩარიცხვის უფლება ამ დაწესებულებაში;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;

დ) მობილობის მსურველთათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს ის პირიც, რომლის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თორმეტთვიანი ვადა.

2. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, ამ დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, მათ შორის ისინი, ვისაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უკვე შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში.

3. გამარტივებული წესით რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ გამოიყენება ელექტრონული პორტალი.

4. რიგგარეშე მობილობის გამოცხადების შესახებ მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: 

ა) დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობით საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის, ასევე სწავლის საფასურის შესახებ მართვის სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა; 

ბ) რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების მართვის სისტემაში წარდგენის ვადა;

გ) სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა.

5. მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ხარვეზს და დაწესებულებას განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას ან ადასტურებს ინფორმაციის სისწორეს. მართვის სისტემის მიერ დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე, მართვის სისტემა დაწესებულებების მიერ წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებს უფლება აქვთ, მართვის სისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩარიცხვის მიზნით განცხადებით მიმართონ დაწესებულებების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველ, ნებისმიერ დაწესებულებას.

8. მიმღები დაწესებულება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას ადგენს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

9. მიმღები დაწესებულება მართვის სისტემას წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. მართვის სისტემა უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.

10. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ.

11. დაწესებულება უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების ელექტრონულ ვერსიას, სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ, მართვის სისტემის მიერ დადგენილი ფორმით, გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში  წარმოადგენს მართვის სისტემაში, ხოლო მართვის სისტემა, 3 სამუშაო დღის ვადაში, ასახავს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

12. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებების სტუდენტთა რიგგარეშე მობილობისას, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ და არაუგვიანეს 5 დღის ვადაში აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.“.

ზ) მე-8 მუხლის:

ზ.ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აღიარება ფორმდება მიმღები დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.“.

თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სტუდენტების მობილობასთან დაკავშირებული აქტების გამოცემა

1. მიმღები დაწესებულება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს ელექტრონულ დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. მართვის სისტემა უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც. 

2. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ. 

3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

4. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, მართვის სისტემას წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.“.

ი) მე-10 მუხლის:

ი.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს 2020 წლამდე, ასევე იმ სტუდენტებზე, რომელთაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6  პუნქტები:

„5. მართვის სისტემა, ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორის დადასტურებისას იმ პროგრამებზე, რომელთა მისანიჭებელი კვალიფიკაციები შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანამდე, ეყრდნობა  ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მისანიჭებელი კვალიფიკაციებისა და ჩასაბარებელი საგნების ნაწილში.

6. ამ წესის 51 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მობილობის უფლების მქონე პირთა სიის ფორმირებასა და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენას. ცენტრი ვალდებულია მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებმაც 2005 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მათ მიერ მიღებული სკალირებული ქულის მითითებით, შემდეგ საგნებში:

ა) ისტორია;

ბ) მათემატიკა;

გ) ბიოლოგია;

დ) ფიზიკა;

ე) ქიმია.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი