„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 691
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.017184
691
24/03/2021
ვებგვერდი, 25/03/2021
170050000.22.027.017184
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 691

2021 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა

შინაარსი

1. საკონსტიტუციო სამართალი

2. სამოქალაქო სამართალი

3. სამოქალაქო საპროცესო სამართალი

4. ადმინისტრაციული სამართალი

5. სამეწარმეო სამართალი

6. ნოტარიატი

 

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცნე­ბა, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ბა (ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვა)

კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცნე­ბა, არ­სი და იუ­რი­დი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ნორ­მე­ბის ად­გი­ლი სამარ­თლის სის­ტე­მა­ში. კონ­სტი­ტუ­ცია – მიმ­დი­ნა­რე კანონმდებლო­ბის იუ­რი­დი­უ­ლი ბა­ზა. კონსტიტუციის უზე­ნა­ე­სო­ბა.

თე­მა II. სა­ქარ­თვე­ლოს 1995 წლის კონ­სტი­ტუ­ცია

სა­ქარ­თვე­ლოს 1995 წლის 24 აგ­ვის­ტოს კონ­სტი­ტუ­ცია – ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი კა­ნო­ნი, უმ­ნიშვნელოვანესი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სისტე­მა. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღებისა და გა­და­სინ­ჯვის წე­სი.

თე­მა III. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წყო­ბი­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წყო­ბი­ლე­ბის ცნე­ბა და არ­სი. სახელმწიფო სუვერენიტეტი. სახელმწიფო სიმბოლოები. საქართველო როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა. სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა­ში ხალ­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფორ­მე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის შექ­მნი­სა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის წე­სი. საქართველო როგორც სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველო როგორც სოციალური სახელმწიფო. ეკონომიკური თავისუფლება. სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორგანოე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა. სა­ხელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია. კონსტიტუციური შეთანხმება.

თე­მა IV. საქართველოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა

საქართველოს მოქალაქეობის ცნება. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები. ნატურალიზაციის სახეები: საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესითა და მოქალაქეობის აღდგენის წესით. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოქალაქეობიდან გასვლითა და მოქალაქეობის დაკარგვით. საქართველოს მოქალაქეობის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის წესი.

თე­მა V. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები

ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა. სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები. თანასწორობის უფლება. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ადამიანის თავისუფლება. მიმოსვლის თავისუფლება. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები. საკუთრების უფლება. შემოქმედების თავისუფლება, კულტურული მემკვიდრეობა. შეკრების თავისუფლება. გაერთიანების თავისუფლება. პოლიტიკური პარტიების თავისუფლება. საარჩევნო უფლება. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება. ჯანმრთელობის დაცვის უფლება. გარემოს დაცვის უფლება. ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები. საპროცესო უფლებები. საქართველოს მოქალაქეობა. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები. საქართველოს სახალხო დამცველი.

თე­მა VI. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებრი­ვი მოწ­ყო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი. ავტონო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს შემადგენლობა­ში. თვითმმართველი ერთეულები (მუნიციპალიტეტები) – თვითმმართველი ქალაქი, თვითმმართველი თემი. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა.

თე­მა VII. სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა. მა­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და საქმიანობის კონ­სტი­ტუ­ციუ­რი პრინ­ცი­პე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის ცნე­ბა და სის­ტე­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრინ­ცი­პი. ხელისუფლე­ბის გან­შტო­ე­ბა­თა შო­რის კონ­ტრო­ლი­სა და ბა­ლან­სის მე­ქა­ნიზ­მი.

თე­მა VIII. სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა

სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ხე­ე­ბი. საარჩევნო პრო­ცე­სი და მი­სი სტა­დი­ე­ბი.

თე­მა IX. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი – სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და, კომ­პე­ტენ­ცია და სტრუქტურა. პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები. პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრის სტა­ტუ­სი. სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის ხა­სი­ა­თი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეწ­ყვე­ტის საფუძ­ვლე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი. პარლამენტის წევრის კითხვა და ინტერპელაცია. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აქ­ტე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სე­სი­ე­ბი და პლენარული სხდო­მე­ბი. საკა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სი და მისი სტადიები. იმპიჩმენტი, როგორც საპარლამენტო ინსტრუმენტი.

თე­მა X. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წესი და პი­რო­ბე­ბი. საქართველოს პრეზიდენტის ფიცი, უფლებამოსილების შეწყვეტა, იმუნიტეტი, შეუთავსებლობა და უფლებამონაცვლეობასა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის უფლებამოსილებები. კომპეტენცია. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის თანახელმოწერა. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან.  პრე­ზი­დენ­ტის უფლებამოსილებანი, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

თემა XI. საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის სამართლებრივი სტატუსი. მთავრობის შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი. მთავრობის წევრთა უფლებამოსილების მოხსნის წესი და პირობები. მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს პრეზიდენტთან. ნდობისა და უნდობლობის გამოცხადება. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტები.

თე­მა XII. სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი. პროკურატურა

სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მა. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღლესი საბ­ჭო, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სის­ტე­მა, საქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო, მი­სი ფორ­მი­რე­ბის წე­სი და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

რა­ი­ო­ნუ­ლი (სა­ქა­ლა­ქო) სა­სა­მარ­თლო­ე­ბი.

სააპელაციო სასამართლოები.

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შექ­მნის წე­სი, კომ­პე­ტენ­ცია. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სამართალ­წარ­მო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარდგინე­ბა.

მო­სა­მარ­თლე­თა საქ­მი­ა­ნო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რან­ტი­ე­ბი.

საქართველოს ადვოკატურა.

საქართველოს პროკურატურის სტატუსი, პროკურატურის ორგანოთა სისტემა. უფლებამოსილება და საქმიანობის წესი.

თავი XIII. ნორმატიული აქტების სისტემა

სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში. ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართება (იერარქია). ნორმატიული აქტის სტრუქტურა. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში და ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი, ნორმატიული აქტის უკუძალა. ნორმატიული აქტის გაუქმება. ნორმატიული აქტების გამოქვეყნება და სისტემატიზაცია.

თე­მა XIV. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი საფუძვლები

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ცნე­ბა. მუნიციპალიტეტი და მისი ორგანოები. მუნიციპალიტეტისა და მისი ორგანოების უფლებამოსილებები.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

სა­ქარ­თვე­ლოს 1995 წლის 24 აგ­ვის­ტოს კონ­სტი­ტუ­ცია.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „საქართველოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ“.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ხებ“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შესახებ“.

საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.

საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“.

საქართველოს კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

 

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის ად­გი­ლი სა­მარ­თლის სის­ტე­მა­ში. კერ­ძო და სა­ჯა­რო სა­მარ­თა­ლი. სამოქალაქო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნო­ნის შეს­ვლა ძა­ლა­ში. კანო­ნი­სა და სა­მარ­თლის ანალოგია. სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნონ­თა უკუქ­ცე­ვი­თი ძა­ლა. სამოქალა­ქო კა­ნონ­თა მი­ზა­ნი.

კერ­ძო სა­მარ­თლის სის­ტე­მა. სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის სის­ტე­მა. ზო­გა­დი ნა­წი­ლის ცნე­ბა, მნიშვნელო­ბა და სა­ხე­ე­ბი.

დის­პო­ზი­ცი­უ­რი და იმ­პე­რა­ტი­უ­ლი ნორ­მე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თალ­ში.

თე­მა II. პი­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თალ­ში

ა) ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი

უფ­ლე­ბა­უ­ნა­რი­ა­ნო­ბა. ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ცნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა. ქმედუუნაროდ პი­რის მიჩ­ნე­ვის საფუძ­ვლე­ბი (ასა­კი, ჯან­მრთე­ლო­ბა) – მხარდაჭერის მიმღები. შეზ­ღუ­დუ­ლი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

სა­ხე­ლის უფ­ლე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ხე­ლი. კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ხე­ლი.

პი­რა­დი არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი: სა­ხე­ლი, პა­ტი­ვი, ღირ­სე­ბა, პი­რა­დი ცხოვრე­ბის საიდუმ­ლოება, პი­რა­დი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია.

უფ­ლე­ბა სა­კუ­თარ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე. პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა გარდაცვალების შემ­დეგ.

საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. რამ­დე­ნი­მე საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. არ­ჩე­ვით საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და კა­ნო­ნით საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. საც­ხოვ­რე­ბე­ლი ადგილის გა­უქ­მე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა პი­რის ნე­ბის საწინა­აღ­მდე­გოდ.

პი­რის აღი­ა­რე­ბა უგ­ზო-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად, მისი შე­დე­გე­ბი.

პი­რის გა­მოც­ხა­დე­ბა გარ­დაც­ვლი­ლად და მისი შე­დე­გე­ბი.

ბ) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ცნე­ბა და ნიშ­ნე­ბი. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სა­ხე­ე­ბი: კერ­ძო სა­მარ­თლი­სა და საჯარო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი. სა­მე­წარ­მეო (კომერციული) და არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი.

სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი და მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სამოქალაქო-სა­მარ­თლებ­რივ ურთი­ერ­თო­ბებ­ში. სა­ხელ­მწი­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კერ­ძო­ სა­მარ­თლებრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბა­უ­ნა­რი­ა­ნო­ბა. ზო­გა­დი და სპე­ცი­ა­ლუ­რი უფლებაუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის სა­ხელ­წოდე­ბა (საფირმო სახელწოდება).

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება, რეგისტრაცია, წესდების სამართლებრივი ბუნება. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. არასამეწარმეო (არაკომეციული) იურიდიული პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი (გაერთიანება).

თე­მა III. გა­რი­გე­ბა­ნი

ზო­გა­დი ნორ­მე­ბი გა­რი­გე­ბა­თა შე­სა­ხებ.

გა­რი­გე­ბის ცნე­ბა. ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ნამ­დვი­ლო­ბა. მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ამო­რა­ლუ­რი გარიგება­ნი. გა­რი­გე­ბის ბა­თი­ლო­ბა გავლენის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის არასერიოზულობის, ქმე­დუ­უ­ნა­რო­ბის ან ფსი­ქი­კუ­რი მოშ­ლი­ლო­ბის გა­მო. მოჩ­ვე­ნე­ბი­თი და თვალთმაქცური გა­რი­გე­ბა­ნი. ფორ­მის და­უც­ვე­ლად და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა. გა­რი­გე­ბის კონ­ვერ­სია. გარიგების ნა­წი­ლის ბა­თი­ლო­ბა. და­დას­ტუ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­რი­გე­ბა­თა ბა­თი­ლო­ბი­სას.

ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რო­გორც გა­რი­გე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის პი­რო­ბა.

არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­ერ და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა. არას­რულ­წლო­ვა­ნის ემან­სი­პა­ცია. წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა.

გა­რი­გე­ბის ფორ­მა.

სა­ცი­ლო გა­რი­გე­ბა­ნი.

შეც­დო­მით და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­ნი. მოტ­ყუ­ე­ბით და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­ნი. იძუ­ლე­ბით და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­ნი.

პი­რო­ბი­თი გა­რი­გე­ბა­ნი.

პი­რო­ბი­თი გა­რი­გე­ბის ცნე­ბა. ამო­რა­ლუ­რი პი­რო­ბა. ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და ნეგატი­უ­რი პი­რო­ბა. გა­რი­გე­ბე­ბი გა­და­დე­ბის და გა­უქ­მე­ბის პი­რო­ბით.

თან­ხმო­ბა გა­რი­გე­ბებ­ში.

წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გა­რი­გე­ბებ­ში.

თე­მა IV. ვა­დე­ბი. ხან­დაზ­მუ­ლო­ბა

ვა­დე­ბის გა­მოთ­ვლა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბა. მოთ­ხოვ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დე­ბი არ ვრცელ­დე­ბა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დე­ბი. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის დაწ­ყე­ბა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის დე­ნის შე­ჩე­რე­ბა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის დე­ნის შეწ­ყვე­ტა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­და სა­ნივ­თო მოთ­ხოვ­ნა­თა მი­მართ. ვალ­დე­ბუ­ლი პი­რის უფ­ლე­ბა ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გას­ვლი­სას. და­მა­ტე­ბი­თი მოთ­ხოვ­ნის ხანდაზმულო­ბის ვა­და. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის შეც­ვლის და­უშ­ვებ­ლო­ბა მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით.

 

სა­ნივ­თო (ქო­ნებ­რი­ვი) სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. ქო­ნე­ბა

ქო­ნე­ბის ცნე­ბა. ნივ­თის სა­ხე­ე­ბი. არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თის ცნე­ბა. აქ­ცე­სო­რუ­ლი და შეზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი. ნივ­თი­სა და უფ­ლე­ბის ნა­ყო­ფი.

თე­მა II. მფლო­ბე­ლო­ბა

მფლო­ბე­ლო­ბის ცნე­ბა და სა­ხე­ე­ბი. მფლო­ბე­ლო­ბის შეწ­ყვე­ტა, მე­სა­კუთ­რედ ყოფ­ნის პრე­ზუმ­ფცია. კეთილ­სინ­დი­სი­ე­რი მფლო­ბე­ლი, მი­სი უფ­ლე­ბე­ბი, არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მფლო­ბე­ლი­სა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მფლო­ბე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნა ხან­დაზ­მუ­ლო­ბით.

თე­მა III. სა­კუთ­რე­ბა

სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის ში­ნა­არ­სი. უკა­ნო­ნო მფლო­ბე­ლო­ბი­დან ნივ­თის გა­მოთ­ხო­ვის უფ­ლე­ბა. მესაკუთ­რის მი­ერ ნივ­თით სარ­გებ­ლო­ბის ხე­ლის­შემ­შლე­ლი მოქ­მე­დე­ბის აღ­კვე­თის მოთ­ხოვ­ნა. სა­ერ­თო საკუთ­რე­ბა.

 თემა IV. საკუთრების შეძენა და დაკარგვა

საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე. საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე. პირობადადებული საკუთრება. საკუთრების შეძენა უპატრონო ნივთზე. ნაპოვარი. განძი. თანასაკუთრება შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

თე­მა V. სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნა უფ­ლე­ბებ­სა და მოთ­ხოვ­ნებ­ზე

უფ­ლე­ბებ­სა და მოთ­ხოვ­ნებ­ზე სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მოთ­ხოვ­ნის დათ­მო­ბა. ვალის გა­და­კის­რე­ბა.

თე­მა VI. ბი­ნის სა­კუთ­რე­ბა მრა­ვალ­ბი­ნი­ან სახ­ლებ­ში

მრა­ვალ­ბი­ნი­ან სახ­ლებ­ში ბი­ნის სა­კუთ­რე­ბის ცნე­ბა. ბი­ნის უპი­რა­ტე­სი შეს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა. წი­ლის გან­საზ­ღვრა სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბა­ში. ბი­ნის სა­კუთ­რე­ბის რე­გის­ტრა­ცია სა­ჯა­რო რე­ეს­ტრში. ურ­თი­ერ­თო­ბა­ნი ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­თა შო­რის.

თემა VII. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება

პირები, რომლებსაც შესაძლებელია საკუთრებაში ჰქონდეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულება. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება. საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორის ცვლილება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრება.  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრება.

თე­მა VIII. სხვი­სი სა­კუთ­რე­ბით შეზ­ღუ­დუ­ლი სარ­გებ­ლო­ბა

ა) აღ­ნა­გო­ბა

აღ­ნა­გო­ბის ცნე­ბა. აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი.

აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა. საზ­ღა­უ­რი აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბი­სათ­ვის. აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბის რეგის­ტრა­ცია. აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა.

ბ) უზუფ­რუქ­ტი

უზუფ­რუქ­ტის ცნე­ბა. უზუფ­რუქ­ტის სა­ხე­ე­ბი. უზუფ­რუქ­ტუ­ა­რის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. უზუფრუქ­ტის შეწ­ყვე­ტა.

გ) სერ­ვი­ტუ­ტე­ბი

სერ­ვი­ტუ­ტის ცნე­ბა. სერ­ვი­ტუ­ტის პი­რო­ბე­ბი. ნა­გე­ბო­ბის მოვ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მი­წის გა­ყო­ფის შედე­გე­ბი. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. პი­რა­დი სერ­ვი­ტუ­ტი.

თე­მა IX. სა­კუთ­რე­ბა, რო­გორც მოთ­ხოვ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბა

ა) გი­რავ­ნო­ბა

ცნე­ბა. მოძ­რა­ვი ნივ­თე­ბი­სა და ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის და­გი­რა­ვე­ბის წე­სი. გირავნობის სახეები. მფლობელობითი გირავნობა. რეგისტრირებული გირავნობა. გარიგების დადება გირავნობის საგანზე. გირავნობის უფლებით დატვირთვის შეზღუდვა, გი­რავ­ნო­ბის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი. გი­რავ­ნო­ბის საგ­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია. გირავნობის საგნის გას­ხვი­სე­ბის შე­დე­გე­ბი.

ბ) იპო­თე­კა

ცნე­ბა. სახეები. იპო­თე­კის რე­გის­ტრა­ცია. ნივ­თის დატ­ვირ­თვა იპო­თე­კით რამ­დენ­ჯერ­მე. იპოთეკით დატვირთვის შეზღუდვა, მე­სა­კუთ­რის უფ­ლე­ბა კრე­დი­ტო­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სას. იპო­თე­კის გა­დას­ვლა ახალ კრე­დი­ტორ­ზე. იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ნივ­თის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წე­სი. ნივ­თის იძუ­ლე­ბით მარ­თვა (სეკ­ვეს­ტრი).

თე­მა X. სა­ჯა­რო რე­ეს­ტრი

სა­ჯა­რო რე­ეს­ტრის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. რე­ეს­ტრში ჩა­ნა­წე­რის უტ­ყუ­ა­რო­ბი­სა და სის­რუ­ლის პრე­ზუმ­ფცია. რე­გის­ტრი­რე­ბულ უფ­ლე­ბა­თა რი­გი­თო­ბა.

 

ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­თი სა­მარ­თა­ლი

ზო­გა­დი ნა­წი­ლი

თე­მა I. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ

ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ცნე­ბა და სა­ხე­ე­ბი. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­სა­დე­ბად გა­წე­უ­ლი ხარჯების ანაზ­ღა­უ­რე­ბა.

თე­მა II. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და სა­ხე­ე­ბი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

 თე­მა III. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის წე­სი (ოფერ­ტი, აქ­ცეპ­ტი). ქუ­ჩა­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის თავისებურე­ბა.

თე­მა IV. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ში­ნა­არ­სი

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი (არ­სე­ბი­თი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, შემ­თხვე­ვი­თი პი­რო­ბე­ბი). ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი. მე­სა­მე პირ­თა სა­სარ­გებ­ლოდ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი.

თე­მა V. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გას­ვლა

თე­მა VI. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა

თე­მა VII. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა

ზი­ა­ნის ანაზ­ღა­უ­რე­ბის მოთ­ხოვ­ნა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­სა­და­გე­ბა შეცვლი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სად­მი. უა­რი გრძელ­ვა­დი­ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბით ურ­თიერ­თო­ბებ­ზე. მო­ვა­ლის მი­ერ ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბა. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დროს.

თე­მა VIII. მოთ­ხოვ­ნის უზ­უნ­ველ­ყო­ფის და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

პირ­გა­სამ­ტეხ­ლო, ბე, მო­ვა­ლის გა­რან­ტია.

თე­მა IX. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა

ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა მი­სი შეს­რუ­ლე­ბით, ნო­ვა­ცი­ით, სხვა შესრულების მიღებით, დეპონირებით, ურ­თი­ერ­თმოთ­ხოვ­ნა­თა გაქ­ვით­ვით, ვა­ლის პა­ტი­ე­ბით. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა, რო­ცა მო­ვა­ლე და კრე­დი­ტო­რი ერ­თი და იგი­ვე პი­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა მო­ვა­ლის ან კრედიტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის გა­მო.

თე­მა X. კრე­დი­ტორ­თა ან მო­ვა­ლე­თა სიმ­რავ­ლე ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში

სო­ლი­და­რუ­ლი კრე­დი­ტო­რე­ბი. სო­ლი­და­რუ­ლი მო­ვა­ლე­ე­ბი.

 

 კერძო ნა­წი­ლი

თე­მა XI. ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. გამ­ყიდ­ვე­ლი­სა და მყიდ­ვე­ლის უფ­ლე­ბე­ბი და მოვა­ლე­ო­ბე­ბი. ნივ­თის შემ­თხვე­ვით და­ღუპ­ვის რის­კის გა­დას­ვლა. ნას­ყი­დო­ბა გა­დახ­დის გან­ვა­დე­ბით. გამოს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა. ოფ­ცია. უპი­რა­ტე­სი შეს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა. ნას­ყი­დო­ბა ნივ­თის მო­წო­ნე­ბის პი­რო­ბით.

თე­მა XII. გაც­ვლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

თე­მა XIII. ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. ჩუ­ქე­ბის ხალ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა. სა­ჩუქ­რის და­პი­რე­ბა. შეწირულო­ბა. ჩუ­ქე­ბის გა­უქ­მე­ბა და გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი ნივ­თის გა­მოთ­ხო­ვა.

თე­მა XIV. ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. მხა­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. ქი­რავ­ნო­ბის ხელშეკრულე­ბის შეწ­ყვე­ტა.

თავი XV. ლიზინგის ხელშეკრულება

თე­მა XVI. იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მი­სი გან­სხვა­ვე­ბა ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა­გან. მი­წის იჯა­რა ინ­ვენ­ტარ­თან ერ­თად. იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოშ­ლა.

თე­მა XVII. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მხა­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა.

თე­მა XVIII. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. სეს­ხის ზე­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა. პრო­ცენ­ტი სესხისათ­ვის. ვა­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოთ­ხოვ­ნის უფ­ლე­ბა. სეს­ხის შე­პი­რე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა.

თე­მა XIX. და­ვა­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

და­ვა­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. მხა­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. და­ვა­ლე­ბის გა­დან­დო­ბა მე­სა­მე პი­რი­სათ­ვის. და­ვა­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა. მარ­წმუ­ნებ­ლი­სა და რწმუ­ნე­ბუ­ლის გარდაცვალე­ბის შე­დე­გე­ბი.

თე­მა XX. სა­კუთ­რე­ბის მინ­დო­ბა

სა­კუთ­რე­ბის მინ­დო­ბის ცნე­ბა. მინ­დო­ბი­ლი მე­სა­კუთ­რის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. მინ­დო­ბი­ლი მესაკუთ­რი­სათ­ვის ხარ­ჯე­ბის ანაზ­ღა­უ­რე­ბა. მინ­დო­ბი­ლი მე­სა­კუთ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

თე­მა XXI. შუამავლობის ხელშეკრულება

შუამავლობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ექსკლუზიური დავალება. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა. შუამავლობა ბინის ქირავნობისას. შუამავლობა სესხებისას.

თე­მა XXII. მი­ბა­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

მი­ბა­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მხა­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. გვაროვნული ნივ­თის მი­ბა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. სას­ტუმ­რო­ში მი­ბა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი.

თე­მა XXIII. ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის (ამ­ხა­ნა­გო­ბის) ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ამ­ხა­ნა­გო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. ამ­ხა­ნა­გო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ამხანა­გო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა სო­ლი­და­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამ­ხა­ნა­გო­ბი­დან ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლის გასვლის შე­დე­გე­ბი. ამ­ხა­ნა­გო­ბის შეწ­ყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი და წე­სი.

თე­მა XXIV. სა­მის­დღე­შიო რჩე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

სა­მის­დღე­შიო რჩე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მარ­ჩე­ნა­ლი­სათ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი ქონების გას­ხვი­სე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა. მარ­ჩე­ნა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­დე­გე­ბი.

 

სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. ქორ­წი­ნე­ბის წე­სი და პი­რო­ბე­ბი

ქორ­წი­ნე­ბის ცნე­ბა. და­ქორ­წი­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი. და­ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა. ქორ­წი­ნე­ბის დამაბრკოლებე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

თე­მა II. ქორ­წი­ნე­ბის შეწ­ყვე­ტა

ქორ­წი­ნე­ბის შეწ­ყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი. გან­ქორ­წი­ნე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა. გან­ქორ­წი­ნე­ბის წე­სი. ქორწინების აღ­დგე­ნა გარ­დაც­ვლი­ლად გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლის დაბ­რუ­ნე­ბი­სას. მსჯავ­რდა­დე­ბულ მეუღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის წე­სი.

თე­მა III. ქორ­წი­ნე­ბის ბა­თი­ლო­ბა

ქორ­წი­ნე­ბის ბა­თი­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ქორ­წი­ნე­ბის ბა­თი­ლო­ბის მო­მენ­ტი.

თე­მა IV. მე­უღ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი

მე­უღ­ლე­თა პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბი. კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. მეუღ­ლე­თა სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ქო­ნებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მე­უღ­ლე­თა ურ­თი­ერ­თრჩე­ნის მო­ვა­ლე­ო­ბა.

თე­მა V. შვი­ლე­ბა

შვი­ლე­ბის ცნე­ბა. შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია. მშვი­ლე­ბე­ლი. შვი­ლად აყ­ვა­ნა მე­უღ­ლე­ე­ბის მი­ერ. მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბა გაშ­ვი­ლე­ბი­სას. ათი წლის ასაკს მიღ­წე­უ­ლი ბავ­შვის შვილე­ბა. ნაშ­ვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ნი ბიოლოგიურ მშობ­ლებ­თან. ბავშვის თანხმობა გაშვილებაზე.

თე­მა VI. მე­ურ­ვე­ო­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა

მე­ურ­ვე­ო­ბი­ს, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებები. მე­ურ­ვე­ო­ბა, მზრუნ­ვე­ლო­ბა. მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი. მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის და­წე­სე­ბა. მე­ურ­ვის ან მზრუნ­ვე­ლის დანიშ­ვნის წე­სი. მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნა. მე­ურ­ვის და მზრუნ­ვე­ლის უფ­ლე­ბე­ბი. მეურვი­სა და მზრუნ­ვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. მე­ურ­ვი­სა და მზრუნ­ვე­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­, შეზ­ღუდ­ვა. მეურ­ვი­სა და მზრუნ­ვე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­თი მო­ვა­ლე­ო­ბი­სა­გან. მე­ურ­ვე­ო­ბის შეწ­ყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი. მხარდაჭერის შეწყვეტის საფუძვლები.

 

მემ­კვიდ­რე­ო­ბითი სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი

მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცნე­ბა. მამ­კვიდ­რე­ბე­ლი. მემ­კვიდ­რე­ე­ბი. თა­ნა­მემ­კვიდ­რე­ე­ბი. უღირ­სი მემ­კვიდ­რე. სამ­კვიდ­რო (სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბა). სამ­კვიდ­როს გახ­სნა. სამკვიდროს გახსნა კომლის საერთო ქონებაზე.

თე­მა II. მემ­კვიდ­რე­ო­ბა კა­ნო­ნით

კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ე­ბი. კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­თა რი­გი­თო­ბა. არაშ­რო­მი­სუ­ნა­რი­ან პირ­თა უფ­ლე­ბე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სას. მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ცოც­ხლად დარ­ჩე­ნი­ლი მე­უღ­ლი­სათ­ვის. უმკვიდ­რო ქო­ნე­ბის გა­დას­ვლა ხა­ზი­ნა­ზე.

თე­მა III. მემ­კვიდ­რე­ო­ბა ან­დერ­ძით

ან­დერ­ძის ცნე­ბა. ერ­თობ­ლი­ვი ან­დერ­ძი. წი­ლის გან­საზ­ღვრა მო­ან­დერ­ძის მი­ერ. ან­დერ­ძით მემ­კვიდრე­ო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა.

თე­მა IV. ან­დერ­ძის ფორ­მა

სა­ნო­ტა­რო ფორ­მა. ში­ნა­უ­რუ­ლი ან­დერ­ძი. და­ხუ­რუ­ლი ან­დერ­ძი.

თე­მა V. მემ­კვიდ­რის მემ­კვიდ­რის და­ნიშ­ვნა

თე­მა VI. სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლი

სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის ცნე­ბა. სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის გან­საზ­ღვრა. უა­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მიღე­ბა­ზე. სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა.

თე­მა VII. სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რი (ლე­გა­ტი)

ლე­გა­ტის ცნე­ბა. სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რის სა­გა­ნი. სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რის შეს­რუ­ლე­ბის ფარ­გლე­ბი და ვა­და. სა­ან­დე­რძო და­ნა­კის­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მი­ღე­ბი­სას. უა­რი სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რის მი­ღე­ბა­ზე. სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რი სა­ერ­თო სა­სარ­გებ­ლო მიზ­ნით.

თე­მა VIII. ან­დერ­ძის შეც­ვლა ან მოშ­ლა

ან­დერ­ძის შეც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ან­დერ­ძის ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მოც­ხა­დე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი.

თე­მა IX. ან­დერ­ძის აღ­სრუ­ლე­ბა

თე­მა X. სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა და უა­რი მის მი­ღე­ბა­ზე

სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა. სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის ვა­და და ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა. სამ­კვიდ­როს გან­კარ­გვის და­უშ­ვებ­ლო­ბა. მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ტრან­სმი­სია. უა­რის თქმა სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა­ზე.

თე­მა XI. სამ­კვიდ­როს გა­ყო­ფა

სამ­კვიდ­როს გა­ყო­ფის წე­სის გან­საზ­ღვრა მო­ან­დერ­ძის მი­ერ. სა­ჩუქ­რის ჩათ­ვლა მო­ან­დერ­ძის წილ­ში. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის გა­ყო­ფა მემ­კვიდ­რე­ებს შო­რის. სა­ად­გილ­მა­მუ­ლო მე­ურ­ნე­ო­ბის გა­დას­ვლა მემკვიდ­რე­ო­ბით. ჩა­სა­ხუ­ლი მემ­კვიდ­რის უფ­ლე­ბა სამ­კვიდ­როს გა­ყო­ფი­სას. წი­ლის მი­ღე­ბის უზრუნველყო­ფის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. წი­ლის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა. წი­ლის გა­თა­ნაბ­რე­ბა. მემ­კვიდ­რის გამოუცხა­დებ­ლო­ბის შე­დე­გე­ბი. უპი­რა­ტე­სი მემ­კვდრე­ო­ბის უფ­ლე­ბა.

თე­მა XII. კრე­დი­ტო­რე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­თა მი­ერ

თე­მა XIII. სამ­კვიდ­როს დაც­ვა

თე­მა XIV. სამ­კვიდ­რო მოწ­მო­ბა

ლიტერატურა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“.

საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართალი

თე­მა I. სასამართლო

სამართალწარმოების ძირითადი დებულებები. უწყებრივი ქვემდებარეობა. განსჯადობა. სასამართლოს შემადგენლობა. აცილება. პროცესის ხარჯები. საპროცესო უზრუნველყოფა. საპროცესო ვადები. სასამართლო შეტყობინება და დაბარება.

თე­მა II. მხარეები

მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. საპროცესო თანამონაწილეობა. მესამე პირები. წარმომადგენლობა სასამართლოში.

თე­მა III. სასამართლო მტკიცებულებები

მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. ადგილზე დათვალიერება. მხარეთა ახსნა-განმარტებები. წერილობითი მტკიცებულება. მოწმეთა ჩვენება. ნივთიერი მტკიცებულება. ექსპერტის დასკვნა.

­თე­მა IV. სასარჩელო წარმოება

საქმეების განხილვა I ინსტანციით. სასამართლო მედიაცია. შეგებებული სარჩელი. სარჩელის უზრუნველყოფა. საქმის მომზადება მთავარ სხდომაზე განსახილველად. სასამართლოს მთავარი სხდომა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. საქმის წარმოების შეჩერება. სასამართლო განჩინება. სასამართლო ოქმი.

თე­მა V. გამარტივებული წარმოება

თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი.

თემა VI. უდავო წარმოება

ზოგადი დებულებები. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა. მოქალაქის უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება. დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდენო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება). ქონების უპატრონოდ ცნობა. შვილად აყვანა.

თემა VII. ცალკეულ საქმეთა სამართალწარმოების თავისებურებანი

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი. საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი. წარმოება  რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით. პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე საქმეების განხილვის თავისებურებანი. სასამართლოს მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში (არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო ფურცლის გაცემა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება). სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე.  პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა (პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა). ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებანი. სასამართლოს მონაწილეობა სამედიაციო მორიგების აღსრულებაში.

თემა VIII. სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება

აპელაციის დასაშვებობა. საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კასაციის დასაშვებობა. საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი.

თემა IX. საქმის წარმოების განახლება

განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი. გარდამავალი დებულებები.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

ადმინისტრაციული სამართალი

 თე­მა I. ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგადი დებულებანი

 ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულება, სამართლებრივი დახმარების პირობა და ფარგლები, უარის თქმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, სამართლებრივ დახმარებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება,

დოკუმენტის ოფიციალური დამოწმების უფლება, საზოგადოებრივი ექსპერტი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარდგენა, საექსპერტო დასკვნის იურიდიული ძალა, საზოგადოებრივი ექსპერტის მოვალეობის შეწყვეტა.

თე­მა II. ინფორმაციის თავისუფლება

 კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა, საჯარო რეესტრი, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია, პერსონალური მონაცემების საიდუმლოება, მონაცემებში შესწორების შეტანა ან მათი განადგურება. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა.

თავი III. ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული სანდო მომსახურება

ელექტრონული დოკუმენტი, ელექტრონული შტამპი, ელექტრონული ხელმოწერა. კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და მათი იურიდიული ძალა

თე­მა IV. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სახეები

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა დარეკვიზიტები, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები.

თე­მა V. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება, ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი, ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა.

თე­მა VI. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“.

სა­მე­წარ­მეო სა­მარ­თა­ლი

ზოგადი ნაწილი

თე­მა I. სა­მე­წარ­მეო (კო­მერ­ცი­უ­ლი) საქ­მი­ა­ნო­ბის ცნე­ბა

სა­მე­წარ­მეო (კო­მერ­ცი­უ­ლი) საქ­მი­ა­ნო­ბის მარ­თლზო­მი­ე­რე­ბა, არა­ერ­თჯე­რა­დო­ბა, მო­გე­ბის მი­ზა­ნი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა. არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) საქ­მი­ა­ნო­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის ცნე­ბა.

თე­მა II. სა­წარ­მო­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მე­ბი

სა­წარ­მოს ცნე­ბა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­წარ­მო. სო­ლი­და­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა (სპს). კო­მან­დი­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა (კს). შეზ­ღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა (შპს). სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა (სს). კო­ო­პე­რა­ტი­ვი. პარ­ტნი­ო­რის ცნე­ბა. ფი­ზი­კუ­რი პი­რი, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი და სახელმწიფო, რო­გორც პარ­ტნი­ო­რე­ბი. რე­გის­ტრა­ცი­ის ცნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ცნე­ბა. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ზო­გა­დი უფ­ლე­ბა­უ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

თე­მა III. საწარმოს და­ფუძ­ნე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი

სა­წარ­მო­თა რე­გის­ტრა­ცი­ის მოთ­ხოვ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. რე­გის­ტრა­ცი­ი­სათ­ვის სავალდებულო ფაქ­ტე­ბი. რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის სის­წო­რის პრე­ზუმ­ფცია. რე­გის­ტრა­ცი­ის გან­ხორ­ციე­ლე­ბის პრე­ზუმ­ფცია.

თე­მა IV. სა­წარ­მო­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ცნე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პი­რო­ბე­ბი. კრე­დი­ტო­რის ცნე­ბა. მე­სა­მე პი­რის ცნე­ბა. შე­სა­ტა­ნის ცნე­ბა. ფუ­ლა­დი და არა­ფუ­ლა­დი შე­სა­ტა­ნე­ბი. შე­სა­ტა­ნის შე­ტა­ნის წე­სი. პარ­ტნი­ორ­თა თანასწორუფლე­ბი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პები.

 თე­მა V. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. სა­ერ­თო კრე­ბა. ხელმძღვა­ნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­თა შეზ­ღუდ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელმძღვა­ნე­ლობის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა. კონ­კუ­რენ­ცი­ის აკრძალ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მტკი­ცე­ბის ტვირ­თი. იმ­პე­რატიული ნორ­მა რეგ­რე­სუ­ლი ანაზ­ღა­უ­რე­ბის მოთ­ხოვ­ნის შესახებ. სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უზრუნ­ველ­ყო­ფა. სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო.

თე­მა VI. ხან­გრძლი­ვო­ბა. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია. ლიკ­ვი­და­ცია  

ხან­გრძლი­ვო­ბა. სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ისა და კო­ო­პე­რა­ტი­ვის ლიკ­ვი­და­ცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლიკვი­და­ციისას ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის წე­სი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­წარ­მო­თა შერ­წყმა, გა­ყო­ფა ნა­ტუ­რით.

თე­მა VII. ხან­დაზ­მუ­ლო­ბა. გა­სა­ჩივ­რე­ბის ვა­დე­ბი

ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ცნე­ბა. პრე­ტენ­ზი­ის ცნე­ბა.

თე­მა VIII. ფი­ლი­ა­ლე­ბი

ფი­ლი­ა­ლის ცნე­ბა. ფი­ლი­ა­ლის რე­გის­ტრა­ცია. საზ­ღვარ­გა­რე­თის სა­წარ­მო­თა ფი­ლი­ა­ლის რეგისტრაცია.

კერ­ძო ნა­წი­ლი

თე­მა IX. სო­ლი­და­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ცნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. პარ­ტნი­ო­რის კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა.. პარ­ტნი­ო­რის გარდაც­ვა­ლე­ბა.

თე­მა X. კო­მან­დი­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ცნე­ბა. კო­მან­დი­ტის კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. მო­გე­ბა და ზა­რა­ლი. კო­მან­დი­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. კო­მან­დი­ტის წი­ლის გას­ხვი­სე­ბა ან მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მა.

თე­მა XI. შეზ­ღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ცნე­ბა. შპს-ის გან­სხვა­ვე­ბა სს-იგან. სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლი. პარ­ტნი­ო­რის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. წილის გას­ხვი­სე­ბა. წი­ლის ცნე­ბა. წი­ლის გას­ხვი­სე­ბას გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­ნი. და­მა­ტე­ბი­თი შე­ნა­ტა­ნე­ბის გა­დახ­და.

თე­მა XII. სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ცნე­ბა. აქ­ცი­ა­თა ფორ­მე­ბი. აქ­ცი­ის ცნე­ბა და აქ­ცი­ა­თა სა­ხე­ე­ბი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი. აქ­ცი­ის ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. აქ­ცი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბის წე­სი. ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის კა­პი­ტა­ლის სხვა ფორ­მე­ბი.

აქ­ცი­ო­ნერ­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. სა­ერ­თო კრე­ბა და მისი კომ­პე­ტენ­ცია. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო და მი­სი კომ­პე­ტენ­ცია. დი­რექ­ტო­რე­ბი.

წლი­უ­რი ან­გა­რი­ში და მო­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ქო­ნე­ბის მოვ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. კა­პი­ტა­ლის შე­ძე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

თე­მა XIII. კო­ო­პე­რა­ტი­ვი

ცნე­ბა. პაი. კო­ო­პე­რა­ტივ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. წევ­რის გას­ვლა კო­ო­პე­რა­ტი­ვი­დან. სა­ერ­თო კრე­ბა. წარმომად­გე­ნელ­თა კრე­ბა. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო. გამ­გე­ო­ბა. დი­რექ­ტო­რე­ბი.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“.

ნოტარიატი

1. მმართველობა და თვითმმართველობა ნოტარიატის სისტემაში.

2. ნოტარიატის კომპეტენცია და მისი ადგილი სამოქალაქო ბრუნვაში.

3. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები.

4. სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა.

5. სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების ძირითადი მოთხოვნები (ვადები, შესრულების გადადება, შეჩერება, უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე).

6. გარიგების დამოწმების ზოგადი წესი, პირობები და შედეგები.

7. კანონით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები. მათი შესრულების ფარგლები და სპეციფიკა.

8. საზღვაო პროტესტი.

9. სანოტარო საქმიანობის განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ნოტარიუსის ქონებრივი პასუხისმგებლობა და სამსახურებრივი დაზღვევა.

10. მინდობის, დავალების და რწმუნების დადასტურების თავისებურებანი (მათი მოქმედების ვადა. მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები. გადანდობის უფლება).

11. ნოტარიუსის შემოსავლის დაბეგვრის წესი.

12. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენ  დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები.

13. თანამდებობის პირების მიერ იმ ანდერძებისა და რწმუნებულებების დადასტურება, რომლებიც უთანაბრდება სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს.

14. სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ და მათთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი და პირობები.

15. დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის დადასტურების წესი. დუბლიკატი.

16. დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების წესი.

17. მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის სანოტარო წესით დადასტურება.

18. მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის სანოტარო წესით დადასტურება.

19. მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის სანოტარო წესით დადასტურება.

20. მოქალაქეთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა განცხადებების მიღების წესი, დოკუმენტთა შესანახად მიღება.

21. ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღება.

22. სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

23. ქონების წილზე საკუთრების მოწმობის, მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების მოწმობის გაცემა.

24. საზღვარგარეთ სამოქმედოდ გაცემულ დოკუმენტთა სანოტარო წესით დამოწმების წესი და თავისებურებანი „ლეგალიზაცია, აპოსტილი”.

25. საქართველოს მოქალაქეთა, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლება მემკვიდრეობასა და საკუთრებაზე.

26. არასამეწარმეო იურიდიულ პირთა დაფუძნების და რეორგანიზაციისათვის საჭირო დოკუმენტთა დამოწმების წესი და პირობები.

27. სამეწარმეო იურიდიულ პირთა დაფუძნების და რეორგანიზაციისათვის საჭირო დოკუმენტთა დამოწმების წესი და პირობები.

28. საქორწინო ხელშეკრულება, მისი დამოწმების წესი.

29.  სანოტარო მედიაცია.

30. სუროგაცია.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“.

საზღვაო კოდექსი – თავი XXIII. საზღვაო პროტესტი.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე