„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017460
64
26/03/2021
ვებგვერდი, 29/03/2021
230210000.22.033.017460
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №64

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

1. 29-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხები, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არაუგვუანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდავის მიერ რეგისტრირდება „Oracle“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდავის მიერ დამოწმებული ეგზემპლარები წარედგინება საბაჟო ორგანოს. ამასთან, მონაცემები (სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი  ნომერი/პასპორტის ნომერი) იმ პირის შესახებ, რომელსაც გადაეცა საფოსტო გზავნილი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში აისახება საფოსტო გზავნილის გადაცემის შემდგომ.“;

ბ) მე-9 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის  შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით). იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ვადაში არ მოხდა საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება – საფოსტო გზავნილი, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვიდან არაუგვუანეს 15 კალენდარული დღისა, წერილობითი განცხადების საფუძველზე გადასცეს საბაჟო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემის შემდგომ, მაგრამ არაუგვუანეს 5 სამუშაო დღისა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში ასახოს მონაცემები (სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი  ნომერი/პასპორტის ნომერი) იმ პირის (გზავნილის მიმღები ან საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი) შესახებ, რომელსაც გადაეცა საფოსტო გზავნილი;

ვ) საფოსტო გზავნილის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ასევე შეიცავენ საფოსტო გზავნილის გადაცემის ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაციას, ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტები შეინახოს არანაკლებ 3 წლით და მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს;

ზ) საფოსტო გზავნილის მონაცემების შესაბამის რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, უზრუნველყოს საფოსტო გზავნილის უშუალოდ მიმღებისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის (რომლის უფლებამოსილება დასტურდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად) გადაცემა.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ - „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადამზიდავს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

2. დანართი №8-VIII-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი



„დანართი №8-VIII-01
 

დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა  №1


 

გზავნილის მიმღების სახელი

გზავნილის მიმღების გვარი

პირი, რომელსაც გადაეცა გზავნილი

გზავნილის

გამომგზავნი ქვეყანა

საქონლის წონა

შენიშვნა

სახელი

გვარი

საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი/პასპორტის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ნუსხის სვეტი „პირი, რომელსაც გადაეცა გზავნილი“ ივსება საფოსტო გზავნილის გადაცემის შემდგომ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

 

პასუხისმგებელი პირი:                                                         საბაჟოს აღნიშვნა:

_________________________

             (სახელი, გვარი)

_________________________

                (ხელმოწერა)

 

 

თარიღი:                            “.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.