„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022676
123
23/03/2021
ვებგვერდი, 23/03/2021
470000000.10.003.022676
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2021 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №2 დანართის ( იმუნიზაცია):

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფის მომსახურების ღირებულება შეადგენს:“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 33,445.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

20,670.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

144.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

7,330.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

1,500.0

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

43.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

50.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

(მ. შ., იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება)

108.0

8

ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირება

3,600.0

 

სულ:

33,445.0

  .“;

გ) მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის:

გ.ა) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ლ“ და „ე.მ“ ქვეპუნქტები:

„ე.ლ) ამ დადგენილებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ პირობებთან სამედიცინო დაწესებულების შესაბამისობას განსაზღვრავს რეგულირების სააგენტო;

ე.მ) სამედიცინო დაწესებულების მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით შევსებული განაცხადის ფორმა და რეგულირების სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისობის დასკვნა წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციის ერთადერთ პირობას;“;

გ.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. №6 დანართის (ტუბერკულოზის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16,464.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება −  12 600 ლარი თვეში)

2,357.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა, მ. შ.:

2,200.0

 

2.1

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიებისათვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა

460.0

3

სტაციონარული მომსახურება

9,730.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

39.2

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ის შესყიდვა

1,700.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 25%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

400.0

 

სულ:

16,464.0

    .“.

3. №18 დანართის (რეფერალური მომსახურება):

ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.10-ით განსაზღვრული კოხლეარული იმპლანტის მიმღები პირები, რომლებიც საჭიროებენ მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციას, კერძოდ, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

დ.ა) ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას (არანაკლებ 12 პროცედურისა);

დ.ბ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას (არაუმეტეს 8 გაკვეთილისა თვეში).“;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. ამასთან:

ა) „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ერთეულის (პროცედურის/მანიპულაციის) ღირებულება განისაზღვრება შემდეგი №1 ცხრილის  შესაბამისად;

ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ერთეულის (ერთი ვიზიტი/გაკვეთილი) ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 20 ლარით.

ცხრილი №1

მანიპულაციის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

მანიპულაციის ჩატარების პერიოდი თვეების მიხედვით (ოპერაციიდან)

მანიპულაციის საერთო რაოდენობა 18 თვის განმავლობაში

ჯამური ღირებულება (ლარი)

კოხლეარული იმპლანტის შეერთება-შერწყმა

50

I

1

50

კოხლეარული იმპლანტის შემოწმება

20

I, II, III, VI, XII, XV, XVIII

12

240

სხვა პროთეზის ტესტირება-მორგება

50

I, II, III, VI, XII, XV, XVIII

12

600

ტონის ბგერის დარღვევა-გაზომვა

20

I

1

20

ხმაურის დისკომფორტის დონის განსაზღვრა

20

I, II, III, VI, XII, XV, XVIII

12

240

აკუსტიკური წინაღობის განსაზღვრა

20

I

1

20

ელექტროკოხლეოგრაფია და ოტოაკუსტიკური ემისიის რეგისტრაცია

100

I, VI, XII, XVIII

4

400

.“;

 

დ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“;

ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25,070.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 23,475.8 ათასი ლარით;

ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი 5.0 ათასი ლარით;

გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი 1,519.2 ათასი ლარით;

დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 70.0 ათასი ლარით.“;

ვ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, ამასთან, განცხადებას თან უნდა ერთოდეს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული დოკუმენტების ნუსხა;

ი) პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების შემთხვევაში, მიმწოდებელი მომსახურების თვის შემდგომი თვის 15 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.“.

4. №20 დანართის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფას:

ა.ა) საკარანტინე სივრცეების  მართვასა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, მათ შორის: პერსონალით (ექიმი, ექთანი, სტუდენტი), სამედიცინო დანიშნულების საგნებით, პირადი დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით (გარდა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეებისა, რომელთა სამედიცინო პერსონალით და სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან);

ა.ბ) კარანტინის კოორდინატორის მომსახურებას – 2021 წლის 1 მარტამდე;

ა.გ) ამავე ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას საჭიროების შემთხვევაში;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვასა და ტრანსპორტირებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პჯრ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ იმავე რეგიონში  არსებულ უახლოეს ლაბორატორიაში, ხოლო აღნიშნული პრინციპით შერჩეულ ლაბორატორიაში შესაბამისი სიმძლავრეების გადატვირთულობის შემთხვევაში, სხვა უახლოეს ლაბორატორიაში;“;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის,  ბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფას, ცენტრალური ონლაინკლინიკების  მეშვეობით. მომსახურება მოიცავს 2021 წლის 1 მარტამდე სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 მარტიდან ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (არაუმეტეს 300 ერთეულისა) შრომის ანაზღაურებას;“;

ა.დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) 2021 წლის 1 მარტამდე ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, ექთანი, უმცროსი ექიმი, კლინიკური მენეჯერი, ჰოსპიტალური მენეჯერი და სხვა) მობილიზებას, ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით, ხოლო 2021 წლის 1 მარტიდან ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფელ რუხში მდებარე საველე პუნქტში ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებას;“;

ბ) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება (გარდა პჯრ კვლევის მომსახურებისა 2021 წლის 1 მარტიდან პერიოდზე) ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით (მომსახურების ფაქტობრივ ხარჯში მოგების წილი არ უნდა აღემატებოდეს სახარჯი მასალების ღირებულების გამოკლებით ფაქტობრივი დანახარჯის 15%-ს), მათ შორის:

გ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არაუმეტეს 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით (მათ შორის, სახარჯი მასალის ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 5 ლარისა), ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა;

გ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება:

გ.ბ.ა) ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირების მომსახურების ღირებულება 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდზე არაუმეტეს 120 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება – არაუმეტეს 90 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება – არაუმეტეს 30 ლარისა), ხოლო 2021 წლის  მარტიდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 80 ლარისა (მათ შორის, მომსახურების ღირებულება – 20 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 60 ლარისა);

გ.ბ.ბ) ტესტსისტემების ღირებულების გარეშე, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდზე – არაუმეტეს 30 ლარისა, ხოლო 2021 წლის 1 მარტიდან ჩატარებულ ტესტირებებზე − 20 ლარი;

გ.ბ.გ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდზე არაუმეტეს 55 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება არაუმეტეს 30 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება არაუმეტეს 25 ლარისა); ხოლო 2021 წლის მარტიდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 40 ლარისა (მათ შორის,  მომსახურების ღირებულება – 20 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 20 ლარისა);

გ.ბ.დ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გარეშე თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდზე ფაქტობრივი ხარჯით − არაუმეტეს 25 ლარისა, ხოლო 2021 წლის 1 მარტიდან ჩატარებულ ტესტირებებზე – 20 ლარი;

გ.გ) მე-3 მუხლის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 22 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა;

გ.დ) მე-3 მუხლის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა;“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ვ“ და „თ“ (2021 წლის 1 მარტამდე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.“;

გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. 2021 წლის 1 მარტიდან  პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (გარდა პერსონალით (ექიმი, ექთანი, სტუდენტი) უზრუნველყოფისა) შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით, ხოლო პერსონალით (ექიმი, ექთანი, სტუდენტი) უზრუნველყოფა ხორციელდება ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მეშვეობით.

12. 2021 წლის 1 მარტამდე, პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია, „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება გასწიოს მესამე პირის მეშვეობით, გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით, ხოლო 2021 წლის 1 მარტიდან მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვას, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.“;

გ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ფარგლებში შესყიდული ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებისა და რეაგენტების მიწოდება ხორციელდება პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საკვლევი მასალის ასაღები მასალების (ანტიგენისა და ანტისხეულის განმსაზღვრელი სწრაფი ტესტების) მიწოდება განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური/საქალაქო სამსახურების მეშვეობით  პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლებისთვის.“;

დ) მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტების შესაბამისად;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია 2021 წლის 1 მარტამდე სააგენტო, ხოლო 2021 წლის 1 მარტიდან – ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი;“;

ე) მე-7 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ (2021 წლის 1 მარტამდე), „გ“, „დ“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ (2021 წლის 1 მარტამდე) და „ი“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“;

ე.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2021 წლის 1 მარტიდან პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.“;

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 332,389.0 ათასი ლარით.“;

ზ) მე-9 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2021 წლის 1 მარტამდე მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიწოდების კოორდინაციას უზრუნველყოფს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.“;

ზ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2021 წლის 1 მარტამდე მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიწოდების კოორდინაციას/შერჩევას უზრუნველყოფს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი