„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.022673
120
19/03/2021
ვებგვერდი, 23/03/2021
440050000.10.003.022673
„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №120

2021 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016245) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council − ERC) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს:

ა) ზუსტი მეცნიერებები და ინჟინერია:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) მატერიის ფუნდამენტური აგებულების ფიზიკა;

ა.გ) კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა;

ა.დ) ფიზიკური და ანალიზური ქიმია;

ა.ე) სინთეზური და ორგანული ქიმია;

ა.ვ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;

ა.ზ) სისტემური და კომუნიკაციური ინჟინერია;

 ა.თ) წარმოებისა და პროცესების ინჟინერია;

 ა.ი) სამყაროს შემსწავლელი მეცნიერებები;

 ა.კ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;

 ა.ლ) მასალათა ინჟინერია;

 ბ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები:

 ბ.ა) მოლეკულური ბიოლოგია, ბიოქიმია, ბიოფიზიკა, სტრუქტურული ბიოლოგია;

 ბ.ბ) გენეტიკა, ეპიგენეტიკა, გენომიკა, სხვა ომიკები და ბიოინფორმატიკა;

 ბ.გ) უჯრედული, განვითარებისა და რეგენერაციული ბიოლოგია;

ბ.დ) ჯანმრთელობის, ავადმყოფობისა და დაბერების ფიზიოლოგია;

ბ.ე) ნეირომეცნიერება და ნერვული სისტემის დარღვევები;

ბ.ვ) იმუნიტეტი, ინფექცია და იმუნოთერაპია;

ბ.ზ) ადამიანის დაავადებების პრევენცია, დიაგნოზი და მკურნალობა;

ბ.თ) გარემოს ბიოლოგია, ეკოლოგია, ევოლუცია, ბიომრავალფეროვნება;

ბ.ი) ბიოტექნოლოგია და ბიოლოგიური სისტემების ინჟინერია;

გ) სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები:

გ.ა) ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი;

გ.ბ) პოლიტიკური მეცნიერებები, მმართველობა და სამართალი;

გ.გ) სოციოლოგია, ანთროპოლოგია, განათლების მეცნიერებები, კომუნიკაცია;

გ.დ) ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, ფილოსოფია;

გ.ე) ლიტერატურის, კულტურისა და ხელოვნების კვლევები;

გ.ვ) არქეოლოგია და ისტორია;

გ.ზ) საზოგადოებრივი გეოგრაფია, დემოგრაფია, ტერიტორიული დაგეგმვა;

დ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები:

დ.ა) ქართული ენა, აფხაზური ენა და საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება;

დ.ბ) ქართული ლიტერატურა, ხელოვნება და კულტურა;

დ.გ) საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია და ეროვნული იდენტობა;

დ.დ) საქართველოს გეოგრაფია და დემოგრაფია;

დ.ე) ქართული მმართველობის სისტემები და საერთაშორისო ურთიერთობები.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების დეტალურ, ჩაშლილ კლასიფიკატორს, თითოეულ მიმართულებაში შემავალი დარგებისა და ქვედარგების სრულ სიას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებით, ადგენს და ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-2 მუხლის „1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1ახალგაზრდა მეცნიერი − მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ი ძირითადი პერსონალიდან, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი;“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„ბ1) კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას;“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგრანტო დაფინანსება შეიძლება, მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით:

ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 2-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარისა;

ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 2-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარისა.

3. პროექტის წლიური ბიუჯეტი, ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარს;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 60 000 (სამოცი ათასი) ლარს;

გ) პროექტი შეიძლება, ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან.“;

დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროექტის ბიუჯეტში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40000 ლარს წელიწადში. პროექტში ერთი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში, ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45000 ლარს, ხოლო ორი ან მეტი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში − 50000 ლარს. პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის.“;

ე) მე-11 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საგრანტო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეფასებული პროექტის იდენტურ ვერსიაზე.“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია მიმდინარე წლისათვის პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში.“.

2. „საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ანართი

 

საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები

 


1. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმებია:
  1.  სამეცნიერო კვლევა

მინიმუმ 4,

მაქსიმუმ 20 ქულა

1.1. კვლევის სიახლე, აქტუალურობა და ინტერდისციპლინურობა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

1.2. კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

1.3. კვლევის განხორციელების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

1.4. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა ან/და ინსტიტუციური კოლაბორაცია

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

  1. სამეცნიერო ეფექტიანობა

მინიმუმ  3, მაქსიმუმ 15  ქულა

2.1. პროექტის ფარგლებში მკვლევართა გუნდის კარიერული განვითარების პერსპექტივა, ინტელექტუალური საკუთრების შექმნა და ცოდნის ტრანსფერი

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

2.2. კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია, კომუნიკაცია), ინტერდისციპლინური განვითარება

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

2.3. პროექტის ეფექტურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესისათვის

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

  1. მკვლევართა გუნდი

მინიმუმ 2, მაქსიმუმ 10 ქულა

3.1. სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის კვლევითი გამოცდილება და პროდუქტიულობა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

3.2. პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის პასუხისმგებლობების განაწილება ძირითადი პერსონალის კომპეტენციების გათვალისწინებით

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

  1. განხორციელების გეგმა

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის

მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5 ქულა

ქულათა ჯამი

მინიმუმ 10, მაქსიმუმ 50 ქულა

კომენტარი პროექტის შესახებ

2. შეფასება ხორციელდება 4  კრიტერიუმით, საიდანაც პირველი კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 20 ქულით, მეორე კრიტერიუმი – მინიმუმ 3   და მაქსიმუმ 15 ქულით, მესამე კრიტერიუმი მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 ქულით, ხოლო მეოთხე კრიტერიუმი – მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 50 ქულას.

3. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქვეკრიტერიუმის ქულები შეფასდება და განიმარტება შემდეგნაირად:

შეფასება ქულით

 

შეფასება

განმარტება

1

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, გართულებულია შეფასება არასაკმარისი, ბუნდოვანი ან შეუსაბამო ინფორმაციის გამო.

2

დამაკმაყოფილებელი

პროექტი ზოგადად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები.

 

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები და საჭიროებს გაუმჯობესებას.

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს. გამოკვეთილია ორიგინალურობა და სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა.

5

საუკეთესო

პროექტი საუკეთესოდ პასუხობს მოცემულ ქვეკრიტერიუმს, შეიძლება არსებობდეს უმნიშვნელო ერთეული შენიშვნები, რომლებიც არ ეხება სამეცნიერო პოტენციალს.

4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 36 ან მეტი ქულა.

5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე, მესამე და მეოთხე კრიტერიუმში. აღნიშნულ ოთხივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობას, ხოლო ამ კრიტერიუმითაც თანაბარი ქულების მქონე პროექტების შემთხვევაში  კი – ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.