„ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022672
117
19/03/2021
ვებგვერდი, 23/03/2021
300160070.10.003.022672
„ტექნიკური რეგლამენტის − „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2021 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017652) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პესტიციდებისა და აგროქიმიკატე­ბის მარკი­რების წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
პესტიციდი და აგროქიმიკატი, რომლებიც მარკირებულია ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს მათ ხელახალ რეგისტრაციამდე, მაგრამ არა უმეტეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი  პესტიციდებისა და აგროქიმიკატების  მარკირების წესი

 

თავი I 

ზოგადი დებულებები

 


ზოგადი დებულებები

1. „ტექნიკური რეგლამენტი – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, მათ შორის,, მიკრობიოლოგიური საშუალებების მარკირებასა და შეფუთვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ეს წესი განკუთვნილია პესტიციდებისა და აგროქიმი­კატების ყველა დამამზადებელი საწარმოსათვის, იმპორტიორებისათვის, დის­ტრიბუტორებისათვის, რეალიზატორებისა და მომხმა­რებ­­­ლებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირების­თვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია პესტი­ციდების და აგროქიმიკატების იმპორტთან, წარმოებასთან (დაფასოებასთან), ტრანსპორტირე­ბასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, რეკლამასთან და გამოყენებასთან.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცე­ვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული პირები ვალდებულნი არიან, ადამიანისა, ცხოველების ჯანმრთელობის და გარემოს უსაფ­რთხოე­ბის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პრეპარატული ფორმების და აგრო­ქი­მი­კატების შეფუთვასა და მარკირებას.

4. პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი მარკირება და შეფუთვა ამ წესის შესაბამისად , მათი ბაზარზე განთავსებამდე.

5. პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დასაშვებია ინფორმაცია დამატებით წარდგენილი იქნეს სხვა ენაზეც.

6. პესტიციდის და აგროქიმიკატების ტარის ეტიკეტზე შესაძლებელია განთავსებული იქნეს უსაფრთხო გამოყენების ინ­სტრუქ­ცია და გამოყენების რეგლამენტი, თუკი ტექ­ნიკურად შესაძლებელია მათი მოთავსება შეფუთვის ერთეულზე. პესტიციდების და აგროქიმიკატების ეტიკეტის დიზაინი არ რეგლამენტირდება.

7. GHS/CLP კლასიფიკაცია ეფუძნება ნივთიერების ან ნარევის ძირითადი მახასიათებლების სტანდარტული ტესტებით ან სხვა საშუალებებით საშიშროების იდენტიფიცირებას და გამოხატავს კონკრეტული ნივთიერების ან ნარევის საშიშროების ტიპსა და ხარისხს, ანუ მის უნარს ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს. ნარევების (პრეპარატების) შეფასება და კლასიფიკაცია ყოველთვის ხდება ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნარევის შეფასება, გამოიყენება მონაცემები ყველა იმ ნივთიერების შესახებ, რომელიც შედის მის შემადგენლობაში.

8. შემდგომ მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ ამ წესის შესაბამისად ნივთიერების ან ნარევის დადგენილი კლასიფიკაციის გამოყენება, რომელიც მიღებული იქნება მოწოდების ქსელში მონაწილე პირის მიერ, იმ პირობით, რომ ისინი არ შეცვლიან ნივთიერების ან ნარევის შემადგენლობას, ხოლო დისტრიბუტორებს უნდა შეეძლოთ მიწოდების ქსელში მონაწილე პირის მიერ ამ წესის შესაბამისად ნივთიერების ან ნარევის დადგენილი კლასიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბოლოო მომხმარებლისთვის.

9. სახიფათო ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, როდესაც ნარევები შეიცავს აღნიშნულ ნივთიერებებს სულ მცირე ერთი სახიფათოდ კლასიფიცირებული ნივთიერების სახითაც, ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია.

10. სახიფათოდ კლასიფიცირებული ნივთიერებები და ნარევები მარკირებული უნდა იქნეს და შეიფუთოს მათი კლასიფიკაციის მიხედვით ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო დაცვა და წარმოდგენილი იყოს საჭირო ინფორმაცია ნივთიერების ან ნარევის მომხმარებლებისათვის.

11. ნივთიერებებისა და ნარევების რისკების კომუნიკაციისთვის გათვალისწინებულია ორი ინსტრუმენტი: ეტიკეტი და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები. ეტიკეტი მომხმარებლებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიღების ერთადერთი საბაზისო საშუალებაა. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ოპერატორების ყურადღების მისაპყრობად უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციაზე იმ ნივთიერებების ან ნარევების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა დოკუმენტში (MSDS) (შემდგომში – უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი) – ნივთიერებების მიწოდების ქსელში პროფესიონალი მომხმარებლებისათვის კომუნიკაციის ძირითად საშუალებაში. უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი მოიცავს ინფორმაციას ადამიანისა და გარემოსთვის საფრთხის შესახებ, რომელიც წარმოიქმნება იმ პრეპარატებისაგან, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული როგორც საშიში, მაგრამ მოიცავს ნივთიერებებს რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც საშიში, ან აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ზემოქმედების ზღვარი.

12. ეტიკეტზე გასათვალისწინებელი ელემენტები უნდა განისაზღვროს რისკის პიქტოგრამების, სასიგნალო სიტყვების, საშიშროების განცხადების და გამაფრთხილებელი განცხადებების შესაბამისად, რაც წარმოადგენს გლობალური ჰარმონიზებული სისტემის (GHS-ის) რისკების შესახებ ძირითად ინფორმაციას. ეტიკეტზე მოცემული სხვა ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და არ უნდა აყენებდეს ეჭვის ქვეშ ძირითად ელემენტებს.

13. დაუშვებელია ისეთი განცხადებების მითითება რომელიმე ნივთიერების ან ნარევის ეტიკეტზე ან შეფუთვაზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ ნივთიერება/ნარევი სახიფათო არ არის ან შეუსაბამოა მათ კლასიფიკაციასთან, როგორიცაა „არატოქსიკური“, „უსაფრთხო“, „არადამაბინძურებელი“, „ეკოლოგიური“ ან სხვა.

მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო

1. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მაღალი ხარისხით დაცვა, მზა ფორმით კონკრეტული პესტიციდების და აგროქიმიკატების თავისუფალი მოძრაობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას, უზრუნველყოს ბაზარზე განთავსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიის ქიმიკატებში შემავალი ნივთიერებებისა და ნარევების, მათ შორის,, სახიფათო ნივთიერებებისა და ნარევების, მარკირებისა და შეფუთვის ჰარმონიზაცია და მომწოდებლების მიერ ვალდებულებების შესრულება. 

2. ეს წესი არ ეხება:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთიერებებსა და ნარევებს, რომლებიც ექვემდებარება საბაჟო შემოწმებას, იმ პირობით, თუ ისინი არ გადიან არავითარ დამუშავებას, და რომლებიც დროებით არის დასაწყობებული, თავისუფალ ზონაში ან საწყობში რეექსპორტის ან ტრანზიტის მიზნით;

ბ) ნივთიერებებსა და ნარევებს, განკუთვნილი ცდებისა და სამეცნიერო კვლევისათვის, რომლებიც ბაზარზე არ არის განთავსებული, თუ ისინი გამოიყენება კონტროლირებად პირობებში.

3. ეს წესი არ ვრცელდება საშიში საქონლის ტრანსპორტირებაზე საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო ან შიდა სამდინარო გზებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედებს გარე შეფუთვის, შიდა შეფუთვის და ცალკეული შეფუთვის მარკირების სპეციფიკური წესები.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისთვის გამოიყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 

ა) საშიშროების კლასი – ფიზიკური, ჯანმრთელობის ან გარემოს მიმართ საშიშროების მახასიათებელი;

ბ) საშიშროების კატეგორია – საშიშროების თითოეულ კლასში კრიტერიუმების დაყოფა, საშიშროების ხარისხის განსაზღვრით;

გ) საშიშროების პიქტოგრამა – გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მოიცავს სიმბოლოს და სხვა გრაფიკულ ელემენტებს, როგორებიცაა საზღვრები, ფონი ან ფერი, რომლის მიზანია განსახილველი საშიშროების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება;

დ) სიმბოლო – გრაფიკული ელემენტი ინფორმაციის მოკლედ გადმოსაცემად;

ე) სასიგნალო სიტყვა – სიტყვა, რომელიც მიუთითებს რისკების ხარისხის შესაბამის დონეს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის გაფრთხილებას პოტენციური საშიშროების შესახებ. ის მოიცავს შემდეგ ორ დონეს:

ე.ა) საშიშროება – სასიგნალო სიტყვა, რომელიც მიუთითებს უფრო მაღალი ხარისხის საშიშროების კატეგორიებზე; 

ე.ბ) გაფრთხილება – სასიგნალო სიტყვა, რომელიც მიუთითებს ნაკლები ხარისხის საშიშროების კატეგორიებზე;

ვ) საშიშროების შესახებ განცხადება – საშიშროების კლასისთვის და კატეგორიისთვის მინიჭებული ფრაზა, რომელიც აღწერს სახიფათო ნივთიერების ან ნარევის საშიშროებების ტიპს, მათ შორის,, საჭიროებისამებრ, საშიშროების ხარისხს;

ზ) გამაფრთხილებელი განცხადება – ფრაზა, რომელიც აღწერს გამოყენების ან განკარგვის შედეგად სახიფათო ნივთიერების ზემოქმედების უარყოფითი შედეგების შემცირებისთვის ან პრევენციისათვის რეკომენდირებულ ღონისძიებებს;

თ) ნივთიერება – ქიმიური ელემენტი და მისი შენაერთი ბუნებრივ მდგომარეობაში ან შექმნილი წარმოების გზით, მათ შორის, ნებისმიერი დანამატი, რომელიც აუცილებელია მისი სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ყველა მინარევი წარმოქმნილი საწარმოო პროცესის შედეგად, გარდა იმ გამხსნელისა, რომელიც შეიძლება გამოიყოს ნივთიერების სტაბილურობაზე ზემოქმედების ან მისი შემადგენლობის შეცვლის გარეშე;

ი) პრეპარატები (მცენარეთა დაცვის საშუალებები) - ნარევები ან ხსნარები, რომლებიც შედგება ორი ან მეტი ნივთიერებისგან, მცენარეთა დაცვის პრეპარატის ან ადიუვანტის სახით გამოყენებისათვის;

კ) საშიში ნივთიერებები – ნებისმიერი ნივთიერება, რომელსაც აქვს დამახასიათებელი უნარი, მოახდინოს უარყოფითი გავლენა ადამიანებზე, ცხოველებზე ან გარემოზე და წარმოდგენილია ან იწარმოება პესტიციდებში ისეთი კონცენტრაციით, რაც ასეთი ზემოქმედების რისკებს წარმოქმნის და შედეგად პროდუქტი ჩაითვლება საშიშად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) საშიში პრეპარატები – პრეპარატები, რომელიც მოიცავს სულ მცირე ერთ საშიშ ნივთიერებას ითვლება საშიშად;

მ) მოქმედი ნივთიერება – პროდუქტის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს პესტიციდურ მოქმედებას;

ნ) კო-ფორმულიანტი – მზა პროდუქტის არააქტიური ინგრედიენტის კომპონენტი;

ო) რეგისტრანტი – ნივთიერების ან ნარევის შემქმნელი, მწარმოებელი, იმპორტიორი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის;

პ) წარმოება – ნივთიერებების წარმოება ან ნივთიერების გამოყოფა ბუნებრივ მდგომარეობაში;

ჟ) მწარმოებელი (დამამზადებელი) – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ნივთიერებას, პესტიციდს ან აგროქიმიკატს;

რ) ბაზარზე განთავსება – პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის,, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება. ბაზარზე განთავსებად არ მიიჩნევა მყიდველის მიერ პესტიციდის ან აგროქიმიკატის იმ პირისათვის დაბრუნება, რომლისგანაც შეიძინა იგი. იმპორტი ჩაითვლება ბაზარზე განთავსებად; 

ს) შემდგომი (შუალედური) მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მწარმოებლისა და იმპორტიორისა, რომელიც იყენებს ნივთიერებას თავისთავად ან ნარევში, მისი სამრეწველო ან პროფესიული საქმიანობის მიმდინარეობისას. დისტრიბუტორი ან მომხმარებელი არ წარმოადგენს შემდგომ მომხმარებელს. რეიმპორტიორი, რომელიც განთავისულფებულია ნივთიერებისა და ნარევის კლასიფიკაცირების ვალდებულებების შესრულებისგან და უნდა იღებდეს მიმწოდებლის მიერ მინიჭებულ კლასიფიკაციას, განიხილება შემდგომ მომხმარებლად; ტ) დისტრიბუტორი- ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საცალო მოვაჭრეს ჩათვლით, რომელიც მესამე მხარეებისთვის ახდენს ნივთიერების ან მის ნარევის შენახვას ან ბაზარზე განთავსებას;

უ) პროფესიონალი მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც იყენებს პესტიციდებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, კერძოდ: ოპერატორები, ტექნიკოსები, დამსაქმებლები, აგრეთვე, თავისუფალი პროფესიის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულნი არიან, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სხვა სექტორებში;

ფ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი -სურსათის ეროვნული სააგენტო; 

ქ) მოხმარება – ნებისმიერი გადამუშავება, შედგენა, გამოყენება, დასაწყობება, შენახვა, დამუშავება, შევსება კონტეინერებში, გადატანა ერთი კონტეინერიდან მეორეში, შერევა, პროდუქტის წარმოება ან უტილიზაციის სხვა სახე;

ღ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარება – მოქმედების ნორმები და სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას მათი კონკრეტული სახით გამოყენების, შემუშავების, გამოცდის, ექსპერტიზის, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეკლამის დროს;

ყ) მომწოდებელი – ნებისმიერი მწარმოებელი, იმპორტიორი, შემდგომი მომხმარებელი ან დისტრიბუტორი, რომელიც ბაზარზე ათავსებს თავად ნივთიერებას ან ნივთიერებას ნარევში, ან ნარევს (პრეპარატს);

შ) UN RTDG – გაერთიანებული ერების რეკომენდაციები სახიფათო საქონლის ტრანსპორტირების შესახებ;

ჩ) ცდები და სამეცნიერო კვლევები – კვლევები, ქიმიური ანალიზი და ექსპერიმენტები, რომელიც ხორციელდება კონტროლირებად პირობებში და რომელთა მიზანია მოქმედი ნივთიერების ან პესტიციდების, აგროქიმიკატების თვისებების და მოქმედებების განსაზღვრა, მოქმედი ნივთიერებების და/ან მათი რელევანტური მეტაბოლიტების რისკების პროგნოზირება, რისკის უსაფრთხო დონეების განსაზღვრა და პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების პირობების დადგენა;

ც) ზღვრული სიდიდე – ნივთიერებაში ან ნარევში ნებისმიერი კლასიფიცირებული დამაბინძურებლის, დანამატის ან ცალკეული შემადგენლის ზღვარი, რომლის ზევითაც ის გათვალისწინებული უნდა იქნეს იმის განსაზღვრისას, კლასიფიცირდება თუ არა ნივთიერება ან ნარევი შესაბამისად;

ძ) კონცენტრაციის ზღვარი – ნივთიერებაში ან ნარევში ნებისმიერი კლასიფიცირებული დამაბინძურებლის, დანამატის ან ცალკეული შემადგენლის ზღვარი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნივთიერების ან ნარევის კლასიფიკაცია შესაბამისად;

წ) დიფერენციაცია – განსხვავება საშიშროების კლასების ფარგლებში ზემოქმედების გზებზე ან ზემოქმედების ფორმაზე დაყრდნობით; 

ჭ) M-კოეფიციენტი – გამრავლების კოეფიციენტი. ის გამოიყენება ისეთი ნივთიერების კონცენტრაციისთვის, რომელიც კლასიფიცირდება სახიფათოდ წყლის გარემოში, მწვავე კატეგორიად 1 ან ქრონიკულ კატეგორიად 1 და გამოიყენება შეჯამების მეთოდით ნარევის კლასიფიკაციის მისაღებად, რომელიც მოიცავს ამ ნივთიერებას;

ხ) შეფუთული პროდუქტი – შეფუთვის ოპერაციის შედეგად მიღებული სრული პროდუქტი, რომელიც შედგება შეფუთვისა და მისი შიგთავსისგან;

ჯ) შეფუთვა – ერთი ან რამდენიმე ტარა (შესანახი ჭურჭელი) და ნებისმიერი სხვა კომპონენტი ან მასალა, რომელიც საჭიროა შესაფუთად, რომ შეასრულოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის და სხვა დამცავი ფუნქციები;

ჰ) შუალედური შეფუთვა – შეფუთვა, რომელიც სრულდება შიდა შეფუთვას, ან პროდუქტს და გარე შეფუთვას შორის. 

თავი II

პესტიციდების მარკირების წესი და პირობები

მუხლი 4. პესტიციდების მარკირების მოთხოვნები

1. პესტიციდის შეფუთვაზე მკაფიოდ და გარკვევით მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) პესტიციდის სავაჭრო დასახელება ან აღნიშვნა;

ბ) რეგისტრაციის მფლობელის დასახელება, მისამართი და პესტიციდის რეგისტრაციის ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული პესტიციდის საბოლოო დაფასოებაზე ან მარკირებაზე ან საბოლოო მარკირებაზე პასუხისმგებელი პირის დასახელება და მისამართი განსხვავდება რეგისტრაციის მფლობელის დასახელებისა და მისამართისგან მაშინ მიეთითება მისი მონაცემებიც;

გ) თითოეული მოქმედი ნივთიერების დასახელება, საერთაშორისო ქიმიური დასახელება, ან მისი საერთო ISO სახელწოდება. ასეთი დასახელების არარსებობის შემთხვევაში, მოქმედი ნივთიერება უნდა აღინიშნოს მისი ქიმიური აღნიშვნით, IUPAC წესების თანახმად;

დ) თითოეული მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია, რომელიც გამოიხატება შემდეგნაირად:

დ.ა) მყარი ნივთიერებებისთვის, აეროზოლებისთვის, აქროლადი სითხეებისთვის (მაქსიმალური დუღილის ტემპერატურა 50 °C) ან ბლანტი სითხეებისთვის (ქვედა ზღვარი 1 -პა წმ 20 °C ტემპერატურაზე), წონა/წონა % -ში მასის მიხედვით და გ/კგ;

დ.ბ) სხვა თხევადი/გელისებრი პრეპარატებისთვის, % -ში მასა/გ და გ/ლ;

დ.გ) აირებისთვის, % -ში მოცულობა/მოცულობა და % წონა/წონა.

ე) იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი ნივთიერება არის მიკროორგანიზმი, მისი შემადგენლობის შესახებ, რომელიც გამოიხატება აქტიური ერთეულების რაოდენობის მოცულობის ან მასის მიხედვით ან ნებისმიერი სხვა ნივთიერება, რომელიც მიკროორგანიზმებთან არის დაკავშირებული, მაგ. კოლონიების წარმომქმნელი ერთეულების შესახებ - გრამობით (CFU/გ);

ვ) პესტიციდის სუფთა რაოდენობა(ნეტო), მოცემული: გ-ში ან კგ-ში - მყარი პრეპარატებისთვის, გ-ში, კგ-ში, მლ-ში ან ლ-ში - აირებისთვის და მლ-ში ან ლ-ში – თხევადი პრეპარატებისთვის;

ზ) პრეპარატის პარტიის ნომერი და წარმოების თარიღი;

თ) ინფორმაცია პირველი დახმარების შესახებ;

ი) ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან გარემოსათვის განსაკუთრებული რისკის დამახასიათებელი, სტანდარტული ფრაზები, რომელიც შერჩეულია სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დანართში №1 მითითებული ფრაზებიდან; 

კ) უსაფრთხოების ზომები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვისათვის, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ შერჩეული დანართში №2 მითითებული შესაბამისი სტანდარტული ფრაზების გამოყენებით;

ლ) პესტიციდების მოქმედების ტიპი ანუ დანიშნულება (მაგალითად, ინსექტიციდი, ზრდის რეგულატორი, ჰერბიციდი, ფუნგიციდი და სხვა) და მოქმედების წესი;

მ) პრეპარატული ფორმა (მაგალითად, სველებადი ფხვნილი, ემულგირებადი კონცენტრანტი და სხვა);

ნ) გამოყენების სახეები, რისთვისაც პესტიციდი რეგისტრირებულია და ნებისმიერი სპეციფიკური სასოფლო-სამეურნეო, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი პირობები, რომლის საფუძველზეც შეიძლება გამოყენებული იქნეს ან არა აღნიშნული პროდუქტი;

ო) გამოყენების ინსტრუქციები და პირობები, ასევე ხარჯვის ნორმა, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, მაქსიმალური დოზა ერთ ჰექტარზე გამოყენებისას და გამოყენების მაქსიმალური ჯერადობა წელიწადში. ხარჯვის ნორმა გამოხატულია მეტრულ ერთეულებში, თითოეული გამოყენებისთვის, როგორც გათვალისწინებულია რეგისტრაციის პირობებით;

პ) საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხო ინტერვალის შესახებ თითოეული გამოყენებისთვის ბოლო გამოყენებასა და შემდეგ გამოყენებებს შორის, კერძოდ:

პ.ა) მარცვლეული კულტურების დათესვისას ან დარგვისას, რომელთა დაცვაც ხდება;

პ.ბ) შემდგომი კულტურების დათესვის ან დარგვისას;

პ.გ) ადამიანის ან ცხოველის მიერ წვდომისას;

პ.დ) მოსავლის აღებისას;

პ.ე) გამოყენების ან მოხმარებისას;

ჟ) შესაძლო ფიტოტოქსიკურობის, ჯიშის მიმღებლობის და ნებისმიერი სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გვერდითი ეფექტების შესახებ მცენარეებზე ან მცენარეული წარმოშობის პროდუქტებზე, ასევე ინტერვალების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დაცული გამოყენებებს შორის დათესვისას ან დარგვისას:

ჟ.ა) მოცემული კულტურა, ან

ჟ.ბ) შემდგომი ან მომიჯნავე კულტურები;

რ) იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს თან ახლავს ინსტრუქციის ფურცელი (ან ბუკლეტი), როგორც მითითებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში – წინადადება „წაიკითხეთ თანდართული ინსტრუქციები გამოყენებამდე“;

ს) მითითებები პესტიციდების შენახვის, უსაფრთხო განკარგვის და შეფუთვის სათანადო პირობების შესახებ;

ტ) აუცილებლობის შემთხვევაში, ვადის გასვლის თარიღი (ანუ ვარგისიანობის ვადა), შენახვის ნორმალურ პირობებში; 

უ) აკრძალვა, შეფუთვის ხელმეორედ გამოყენებასთან დაკავშირებით, გარდა რეგისტრაციის მფლობელის მიერ და იმ პირობით, რომ აღნიშნული შეფუთვა სპეციალურად არის განსაზღვრული რეგისტრანტის მიერ განმეორებით გამოყენებისთვის; 

ფ) რეგისტრაციის საფუძველზე მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული პრეპარატის ბაზარზე დაშვების პირობების შინაარსთან, ან ქვეყნის სპეციფიკური პირობების გამო დაწესებულ შეზღუდვასთან ან დაშვების აკრძალვასთან, პრეპარატის მცირე გამოყენებისთვის დაშვებასთან ან კვლევა-განვითარების პირობების დაწესებასთან;

ქ) მომხმარებლების კატეგორიების შესახებ, რომლებსაც აქვთ პესტიციდების გამოყენების უფლება, სადაც გამოყენება შემოიფარგლება განსაზღვრული კატეგორიებით; 

2. ინფორმაცია, რომელიც მოითხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „პ“, „ჟ, „ს“, „ტ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით, შეიძლება მიეთითოს ცალკე თანდართულ ინსტრუქციაზე, რომელიც თან ახლავს შეფუთვას იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვაზე არსებული სივრცე მეტისმეტად მცირეა. ასეთი თანდართული ინსტრუქცია ითვლება ეტიკეტის განუყოფელ ნაწილად. 

3. პესტიციდის ტარის ეტიკეტზე არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს „არატოქსიკური“, „უსაფრთხო“ ან მსგავსი მითითებები. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პესტიციდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთ პირობებში, როდესაც ფუტკრები ან სხვა არასამიზნე სახეობები აქტიურია ან როდესაც კულტურები ან სარეველები ყვავის ან მსგავსი ინფორმაციის შემცველი ფრაზები ფუტკრების ან სხვა არასამიზნე სახეობების დასაცავად, შეიძლება მითითებულ იქნეს ეტიკეტზე, თუ რეგისტრაცია პირდაპირ იძლევა ასეთ პირობებში გამოყენების უფლებას.

4. ცდის ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გამოსაყენებელი პესტიციდის მარკირება და შეფუთვა, უნდა შეესაბამებოდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებს, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს ნებართვა ცდის ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის და სიტყვები „პროდუქტი განკუთვნილია ცდის ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის და სრულად არ არის დახასიათებული, მოეპყარით განსაკუთრებული სიფრთხილით“. 

5. დამატებითი ინფორმაცია მოიცავს:

ა) მოქმედი ნივთიერების დასახელებას აღნიშნული სტანდარ­ტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO-ს მიხედვით (ბიოლოგიური პრეპარატებისათვის მიკროორგანიზმის სახეობრივი შემადგენლობა, შტამის ან იზოლატის სახელწოდება);

ბ) გამოყენების სფეროს – რომელი მავნე ორგანიზმის მიმართ და რომელ სასოფლო-სამეურნეო კულტურასა და ობიექტზე (სათბური, ბეღელი, საწყობი) გამოიყე­ნება;

გ) შეზღუდვებს;

დ) ინფორმაცია სხვა პრეპარატთან თავსებადობის შესახებ;

ე) შეფუთვების ჩამონათვალს;

ვ) საქართველოში წვრილი დაფასოების შემთხვევაში, აგრეთვე დამფასოებლის სრულ სახელწოდებას და რეკვიზიტებს;

ზ) პესტიციდის საშიშროების (ტოქსიკურობის) კლასს და საშიშროების ნიშანს. საშიშროების აღმნიშვნელ სასიგნალო სიტყვებს, პიქტოგ­რა­მებს და სიმბოლოებს, საშიშროების შესახებ განცხადებებს და გამაფრთხილებელ განცხადებებს;

 თ) ტარაზე გამოკვეთილად აღინიშნულ გამაფრთხი­ლებელ განცხადებას EUH401: „ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე რისკების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის გამოყენებამდე გაეცა­ნით მისი უსაფრთხო მოხმარების ინსტრუქციასა და გამოყენების რეკომენდაციას!“.

მუხლი 5. უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია

1. უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციაში მოცე­მუ­­ლი უნდა იყოს:

ა) საშიშროების (ტოქსიკურობის) კლასი და საშიშ­როების ნიშანი;

ბ) ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები (ფრინველებისათვის, ცხოველებისათვის, თევზებისათ­ვის, ფუტკრებისათვის);

გ) გამაფრთხილებელი განცხადებები ზოგადი რეკომენდირებული ღონისძიებების შესახებ (მოწე­ვის, ჭამის, წყლის დალევის აკრძალვა პრეპარა­ტებთან მუშაობისას ); გამოკვეთილად აღინიშნოს პრე­პარატის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შენახ­ვის აუცილებლობა; პირადი ჰიგიენის მოთხოვ­ნები სათანადო პიქტოგრამების ჩვენებით და გამაფრთხილებელი ფრაზებით (სამუშაოს შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები).

2. უსაფრთხოების ზომებია:

ა) პესტიციდების გადაზიდვისა და შენახვის დროს, ტარისა და შეფუთვის მთლიანობის დაცვა, საკვები პროდუქ­ტე­ბისაგან და ფურაჟისგან ცალკე შენახვა, მიუწვდომლობა და სხვა;

ბ) პრეპარატის გამოსაყენებლად მომზადებისას, გასაფრქვევი პრეპარა­ტით თუ აეროზოლით აპარატის გამართვა და სხვ.;

გ) უშუალოდ პრეპარატის გამოყენებისას, სპეცტან­საც­მელი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

დ) პრეპარატთან მუშაობის შემდეგ ჰიგიენური მოთხოვნები, ტარის განადგურების შესახებ რჩევები და სხვ.;

ე) პირველადი დახმარების აღმოჩენისას მითითებები სასუნ­თქი გზების, კუჭ-ნაწლავის, კანისა და თვალის დაზიანების დროს (ექიმის მითითებების, სამედიცინო კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია პროდუქტის ან ტარის ეტიკეტის ქონა);

ვ) ანტიდოტი (თუ ცნობილია);

ზ) ცარიელი კონტეინერების უტილიზაციის ინსტრუქცია (სამჯერადი გამორეცხვა წლით და გახვრეტა);

თ) ტოქსიკოლოგიური ცენტრის ან კვალიფიციური სპეციალისტის, დაწესებულების საკონტაქტო მონაცემები;

ი) შემთხვევით დაღვრილი და დაფრქვეული პესტიციდის ლოკალიზაციის და უტილიზაციის ინსტრუქცია.

მუხლი 6. გამოყენების რეგლამენტები

1. გამოყენების რეგლამენტში მოყვანილია:

ა) განმასხვავებელი (სავაჭრო) სახელწოდება, რეგისტრანტი;

ბ) მოქმედი ნივთიერება სტანდარ­ტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიხედვით, მიკროორგა­ნიზმის სახეობრივი სახელწოდება, შტამის, იზოლა­ტის სახელწოდება;

გ) კონცენტრაცია (გ/ლ ან გ/კგ-ში); ცოცხალი უჯ­რე­დე­ბის ან მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტის ტიტრი, ვირუსული სხეულაკების, ჩანართების ტიტ­რი;

დ) პრეპარატული ფორმა;

ე) დანიშნულება, მოქმედების სპექტრი და მექანიზ­მი;

ვ) სხვა პრეპარატებთან შეთავსებადობა;

ზ) დაცვითი მოქმედების პერიოდი;

თ) ზემოქმედების სიჩქარე;

ი) ფიტოტოქსიკურობა;

კ) რეზისტენტობის წარმოქმნის საშიშროება.

2. გამოყენების ტექნოლოგია:

ა) სამუშაო ხსნარის დამზადების ტექნოლოგია, ხარ­ჯვის ნორმა (ლ/ჰა, ლ/ტ), რეკომენდებული მანქა­ნების მარკები;

ბ) გამოყენების რეგლამენტი (ფორმდება ცალკე ცხრი­ლის სახით).

ცხრილი №1

 

კულტურა (კულტურათა ჯგუფი)

მავნე ორგანიზმი, ობიექტი (ზრდის რეგულატორებისათვის)

პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა, კგ/ჰა, ლ/ტ, კგ/ტ)

დამუშავების წესი, დრო, შეზღუდვები

დამუშავებათა ჯერადობა, ლოდინის პერიოდი (დღეებში)

დამუშავებულ უბნებში სამუშაოდ გასვლის დრო (დღეებში)

1

2

3

4

5

6

 

 მუხლი 7. პროდუქტის განმსაზღვრელები

1. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ნივთიერების ან ნარევის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა (შემდგომში – „პროდუქტის განმსაზღვრელები“, და გამოყენებული ტერმინი უნდა იყოს იგივე, რაც გამოყენებულია უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელში.

2. პროდუქტის განმსაზღვრელი ნივთიერებისათვის უნდა შედგებოდეს სულ მცირე შემდეგი მონაცემებისგან:

ა) თუ ნივთიერება შეტანილია CLP რეგლამენტის (EC) N 1272/2008 მე-VI დანართის მე-3 ნაწილში, მასში მოცემული სახელწოდებისა და საიდენტიფიკაციო ნომერისგან;

ბ) თუ ნივთიერება გათვალისწინებული არ არის აღნიშული დანართში, მაგრამ ასახულია კლასიფიკაციისა და მარკირების რეესტრში, სახელწოდებისა და საიდენტიფიკაციო ნომერისგან, როგორც მასშია მოცემული;

გ) თუ ნივთიერება შეტანილი არ არის ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ დოკუმენტებში, CAS-ის მიერ მინიჭებული ნომერი (შემდგომში –„CAS ნომერი“), IUPAC-ის (შემდგომში –„IUPAC ნომენკლატურა“) მიერ წარმოდგენილ ნომენკლატურაში მითითებულ სახელწოდებასთან ერთად, ან CAS ნომერი სხვა საერთაშორისო ქიმიური ნივთიერების სახელწოდებასთან ერთად; ან

 დ) თუ CAS ნომერი ხელმისაწვდომი არ არის, სახელწოდებისგან, რომელიც მითითებულია IUPAC ნომენკლატურაში ან სხვა საერთაშორისო ქიმიური ნივთიერებების სახელწოდებაში;

ე) როდესაც სახელწოდება IUPAC ნომენკლატურაში აღემატება 100 ასოს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მითითებული ერთ-ერთი სხვა სახელწოდება (საერთო სახელწოდება, სავაჭრო სახელწოდება, აბრევიატურა).

3. პროდუქტის განმსაზღვრელი ნარევისთვის:

ა) შედგება სავაჭრო ნიშნისგან ან ნარევის დასახელებისგან;

ბ) უნდა მოხდეს ნარევში ყველა ნივთიერების განსაზღვრა, რომელიც მოქმედებს ნარევის კლასიფიკაციაზე ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა მწვავე ტოქსიკურობა, კანის გაღიზიანება ან სერიოზული თვალის დაზიანება, სასქესო უჯრედის მუტაგენურობა, კანცეროგენულობა, რეპროდუქტიული ტოქსიკურობა, სასუნთქი ან კანის მგრძნობელობის მომატება, სპეციფიკური მინზობრივი ორგანოს ტოქსიკურობა (STOT) ან ასპირაციული პნევმონიის განვითარების საშიშროება. როდესაც, აღნიშნული მოთხოვნა იწვევს რამდენიმე ქიმიური სახელწოდების მითითების საჭიროებას, საკმარისი იქნება მაქსიმუმ ოთხი ქიმიური ნივთიერების სახელწოდება, თუ მეტი სახელწოდება არ იქნება საჭირო საშიშროებების ხასიათისა და სერიოზულობის ასახვისთვის.

გ) შერჩეული ქიმიური ნივთიერებების სახელწოდებები თავდაპირველად უნდა განსაზღვრავდეს იმ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ძირითად საფრთხეებს, რამაც გამოიწვია კლასიფიკაცია და შესაბამისი საფრთხის განცხადების შერჩევა.

მუხლი 8. მოთხოვნა ალტერნატიული ქიმიური დასახელების გამოყენების შესახებ

1. ნარევში არსებული ნივთიერების მწარმოებელს, იმპორტიორს ან შემდგომ მომხმარებელს შეუძლია მოთხოვნა წარუდგინოს სააგენტოს ალტერნატიული ქიმიური დასახელების გამოყენების თაობაზე, რომელიც ეხება ნარევში იმ ნივთიერებას, რომელიც განსაზღვრავს ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციონალურ ქიმიურ ჯგუფებს, ან ალტერნატიული აღნიშვნის შესახებ, როდესაც მას შეუძლია დაასაბუთოს, რომ ეტიკეტზე ან აღნიშნული ნივთიერების ქიმიური თვისებების უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელში ასახული მონაცემები მისი საქმიანობის კონფიდენციალურობას, განსაკუთრებით კი მის ინტელექტუალური საკუთრებაზე უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებს.

2. სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია მწარმოებლისგან, იმპორტიორისგან ან შემდგომი მომხმარებლისგან, თუ ამგვარი ინფორმაცია აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სააგენტო გასცემს თანხმობას მოთხოვნიდან ან დამატებით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებიდან 6 კვირაში, ალტერნატიული დასახელების გამოყენება ნებადართულად ჩაითვლება.

3. თუ ახალი ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ გამოყენებული ალტერნატიული ქიმიური დასახელება არ იძლევა საკმარის ინფორმაციას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ საჭირო სიფრთხილის ზომებისთვის, რომლებიც მიღებული უნდა იყოს სამუშაო ტერიტორიაზე და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნარევის გამოყენებისას არსებული საშიშროება გაკონტროლდეს, სააგენტო განიხილავს მის გადაწყვეტილებას აღნიშნული ალტერნატიული ქიმიური დასახელების გამოყენების შესახებ. სააგენტომ შესაძლოა გააუქმოს გადაწყვეტილება ან შეცვალოს ის ისეთი გადაწყვეტილებით, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი ალტერნატიული ქიმიური სახელწოდება შეიძლება იქნეს გამოყენებული.

4. თუ ნივთიერების მიმწოდებელი წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას, რომ ნარევში არსებული ნივთიერების ქიმიური თვისების ჩვენება მისი საქმიანობის კონფიდენციალურობას რისკის ქვეშ აყენებს, მას შეუძლია გააგრძელოს შეთანხმებული ალტერნატიული დასახელების გამოყენება ამ წესის მიზნებისთვის.

მუხლი 9. საშიშროების პიქტოგრამები

1. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს საშიშროების შესაბამის პიქტოგრამებს, რომლებიც განკუთვნილია განსახილველი საშიშროების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის გადაცემისთვის.

2. ზოგადი მოთხოვნები:

 ა) საშიშროების პიქტოგრამები უნდა იყოს კვადრატის ფორმის;

 ბ) საშიშროების მაუწყებელ პიქტოგრამებზე გამოსახული უნდა იყოს შავი სიმბოლო თეთრ ფონზე წითელი ჩარჩოთი, რომელიც საკმარისად ფართო და ხილვადი უნდა იყოს;

გ) საშიშროების მაუწყებელი თითოეული პიქტოგრამა უნდა მოიცავდეს ეტიკეტის მინიმალური ზედაპირის ადგილის ერთ/მეთხუთმეტედს. საშიშროების ამსახველი თითოეული პიქტოგრამის მინიმალური ადგილი უნდა იყოს არანაკლებ 1 სმ2;

 დ) ეტიკეტების და პიქტოგრამების მინიმალური მასშტაბები უნდა შეესაბამებოდეს შეფუთვის მოცულობას:

 

შეფუთვის მოცულობა

 

ეტიკეტის ზომები (მილიმეტრებში)

 

თითოეული პიქტოგრამის ზომები (მილიმეტრებში)

არ აღემატება 3 ლიტრს:

თუ შესაძლებელია, მინიმუმ 52 × 74

არანაკლებ 10× 10

თუ შესაძლებელია, მინიმუმ 16 × 16

3 ლიტრზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 50 ლიტრისა

მინიმუმ 74 × 105

მინიმუმ 23 × 23

50 ლიტრზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 500 ლიტრისა:

მინიმუმ 105 × 148

მინიმუმ 32 × 32

500 ლიტრზე მეტი:

მინიმუმ 148 × 210

მინიმუმ 46 × 46

 

მუხლი 10. სასიგნალო სიტყვები

1. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შესაბამის სასიგნალო სიტყვებს სახიფათო ნივთიერების ან ნარევის კლასიფიკაციის შესაბამისად.

2. სიტყვა „საშიშროება“ (danger) გამოიყენება თუ ნივთიერებებს ან ნარევებს აქვს საშიშროების უფრო მაღალი ხარისხი, ნაკლები ხარისხის საშიშროების შემთხვევაში გამოიყენება სიტყვა „გაფრთხილება“ (warning).

3. იმ შემთხვევაში, თუ სასიგნალო სიტყვა „საშიშროება“ გამოიყენება ეტიკეტზე, სასიგნალო სიტყვა „გაფრთხილება“ აღარ უნდა მიეთითოს ეტიკეტზე.

მუხლი 11. განცხადებები საშიშროების შესახებ და გამაფრთხილებელი განცხადებები

1. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს საშიშროების შესაბამის განცხადებას სახიფათო ნივთიერების ან ნარევის კლასიფიკაციის შესაბამისად.

2. თითოეული სპეციფიკური კლასიფიკაციის შესაბამისი საშიშროების შესახებ განცხადება გამოყენებული უნდა იქნეს ეტიკეტზე, ნებისმიერი სხვა კლასიფიკაციისთვის საშიშროების შესახებ შესაბამის განცხადებებთან ერთად. 

3. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შესაბამის გამაფრთხილებელ განცხადებებს.

4. გამაფრთხილებელი განცხადებები უნდა შეირჩეს განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, საშიშროების შესახებ განცხადებების და ნივთიერების ან ნარევის განსაზღვრული გამოყენების გათვალისწინებით.

5. განცხადება საშიშროების შესახებ და შესაბამისი გამაფრთხილებელი განცხადება ეტიკეტზე უნდა განლაგდეს ერთად (მაგალითად: ხანძარსაშიშია. შეინახეთ სითბოს წყაროებისა და ღია ცეცხლისაგან მოშორებით).

6. თუ ნივთიერება ან ნარევი კლასიფიცირდება სახიფათოდ, განცხადებები გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი ინფორმაციის ნაწილში ეტიკეტზე.

7. ეტიკეტზე ან შეფუთვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ტაქტილური გაფრთხილება საშიშროების შესახებ, რომელიც განკუთვნილია უსინათლოებისა ან დაქვეითებული მხედველობის მქონე ადამიანებისათვის. პროდუქტზე რომელიც მიეწოდება ფართო საზოგადოებას, ბრაილის შრიფტით აკრეფილი უნდა იყოს სიტყვა “პესტიციდი“. გარდა ამისა, ტაქტილური გაფრთხილება (ამობურცული დაშტრიხული სამკუთხედი, ან სამი აწეული წერტილი განლაგებული სამკუთხედში ISO-ს სტანდარტის შესაბამისად) აუცილებელია დატანილ იქნეს განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც კლასიფიცირეულია WHO-ს მირ საშიშროების კლასში 1a და 1b, ან GHC/CLP კლასიფიკაციის მიხედვით მიეკუთვნება მწვავე ტოქსიკურობის 1 ან 2 კატეგორიას. 

მუხლი 12. საშიშროების პიქტოგრამების, საშიშროების შესახებ განცხადებების და გამაფრთხილებელი განცხადებების პრიორიტეტული განთავსების პრინციპი

1. ნივთიერების ან ნარევის ეტიკეტზე ერთზე მეტი საშიშროების პიქტოგრამის განთავსების შემთხვევაში, მათი რაოდენობის შესამცირებლად, გამოიყენება თანმიმდევრობის შემდეგი წესები:

 ა) თუ ერთი საშიშროების აღსანიშნავად გამოიყენება საშიშროების პიქტოგრამა თავის ქალა და გადაჯვარედინებული ძვლები, ძახილის ნიშანი სხვა საშიშროების აღსანიშნავად არ გამოიყენება;

ბ) თუ გამოიყენება კოროზიის სიმბოლო, ძახილის ნიშანი არ უნდა გაჩნდეს იქ, სადაც ის გამოიყენება კანის ან თვალის გაღიზიანების აღსანიშნად;

გ) თუ რესპირატორული სენსიბილიზაციის აღსანიშნად გამოიყენება ჯანმრთელობისათვის საშიშროების სიმბოლო, ძახილის ნიშანი არ უნდა გაჩნდეს იქ, სადაც ის გამოიყენება კანის სენსიბილიზაციისათვის ან კანის ან თვალის გაღიზიანების აღსანიშნად;

 დ) როდესაც ნივთიერების ან ნარევის კლასიფიკაცია საჭიროებს ერთზე მეტ საშიშროების ამსახველ პიქტოგრამას საშიშროების იგივე კლასისთვის, ეტიკეტი უნდა შეიცავდეს თითოეული განსახილველი საშიშროების კლასისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხის კატეგორიის შესაბამისი საშიშროების ამსახველ პიქტოგრამას.

2. თუ ადამიანის ჯანრთელობისათვის საშიშროების აღსანიშნავად გამოიყენება სასიგნალო სიტყვა საშიში (Danger), სიტყვა ფრთხილად (Warning) არ გამოიყენება.

3. თუ ნივთიერება ან ნარევი კლასიფიცირდება საშიშროების რამდენიმე კლასში ან საშიშროების კლასის დიფერენციაციაში, საშიშროების ამსახველი ყველა სტანდარტული განცხადება უნდა აისახოს ეტიკეტზე, თუ ადგილი არ ექნება განმეორებას ან ინფორმაციის ზედმეტობას. პრიორიტეტული განთავსების პრინციპიდან გამომდინარე :

ა) თუ გამოყენებულია საშიშროების ფრაზა ,,კანზე და თვალზე მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას“, მაშინ ფრაზა ,,თვალში მოხვედრისას იწვევს შეუქცევად შედეგებს’’, არ გამოიყენება;

 ბ) თუ გამოყენებულია საშიშროების ფრაზა ,,ძლიერ ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის გრძელვადიანი შედეგებით“, მაშინ ფრაზა ,,ძლიერ ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის“, არ გამოიყენება;

გ) თუ გამოყენებულია საშიშროების ფრაზა ,,ტოქსიკური წყლის ორგანიზმებისათვის გრძელვადიანი შედეგებით“, ფრაზა ,,ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის, არ გამოიყენება;

დ) თუ გამოყენებულია საშიშროების ფრაზა ,,მავნეა წყლის ორგანიზმებისათვის გრძელვადიანი შედეგებით“, მაშინ ფრაზა ,,მავნეა წყლის ორგანიზმებისათვის“, არ გამოიყენება.

4. უსაფრთხო გამოყენების განცხადებებთან დაკავშირებით:

ა) როდესაც გამაფრთხილებელი განცხადებების შერჩევის შედეგად, ზოგიერთი გამაფრთხილებელი განცხადება ხდება ზედმეტი სპეციფიკური ნივთიერების, ნარევის ან შეფუთვის გათვალისწინებით, ამგვარი განცხადებები გამოტოვებული უნდა იყოს ეტიკეტზე;

ბ) როდესაც ნივთიერება ან ნარევი მიეწოდება ფართო საზოგადოებას, აღნიშნული ნივთიერების ან ნარევის გამოყენებასთან დაკავშირებული ერთი გამაფრთხილებელი განცხადება ისევე, როგორც შეფუთვის გამოყენება, ასახული უნდა იყოს ეტიკეტზე;

გ) ყველა სხვა შემთხვევაში, გამოყენების შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება საჭირო არ იქნება, როდესაც ნათელია, რომ ნივთიერების ან ნარევის, ან შეფუთვის გამოყენება, არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს მიმართ;

დ) ეტიკეტზე გამაფრთხილებელი განცხადებების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვსს, თუ აუცილებელი არ არის საფრთხეების ხასიათისა და სერიოზულობის ასახვა.

მუხლი 13. ეტიკეტების გამოყენების შესახებ ზოგადი წესები

1. ეტიკეტები მყარად უნდა მიეკრას ნივთიერების ან ნარევის შემცველ შეფუთვას ერთ ან მეტ ადგილას და უნდა იკითხებოდეს ჰორიზონტალურად შეფუთვის სწორად დაყენების დროს.

2. ნებისმიერი ეტიკეტის ფერი და გამოსახულება ისეთი უნდა იყოს, რომ საშიშროების პიქტოგრამა ნათლად იყოს გამოსახული.

3. ეტიკეტის მარკირების ელემენტები მკაფიო და ჩამოურეცხავი უნდა იყოს. ისინი მკვეთრად უნდა იკვეთებოდეს ფონზე და იყოს ისეთი ზომისა და ისე განლაგებული, რომ იოლად იკითხებოდეს.

4. ეტიკეტი უნდა იყოს ფიზიკურად მდგრადი, მასალა და მოთავსებული მასზე ბეჭდვითი ინფორმაცია უნდა დარჩეს მედეგი პრეპარატის შენახვისას და პრეპარატის დამზადებიდან მის საბოლოო გამოყენებამდე მთელ პერიოდში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ნივთიერების ან ნარევის შეფუთვა ისეთი ფორმისაა ან იმდენად პატარა ზომისაა (როდესაც შემცველობა არ აღემატება 125 მლ-ს), რომ შეუძლებელია ქართულ ენაზე ეტიკეტთან დაკავშირებით მოთხოვნების დაკმაყოფილება, ეტიკეტის ელემენტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთ-ერთი შემდეგი გზით: შეკეცილი ეტიკეტები, ან შემოხვეული ეტიკეტები; ან ეტიკეტები გარე შეფუთვაზე.

6. ეტიკეტი არ მოითხოვება, როცა ეტიკეტის ელემენტები გამოსახულია ნათლად თავად შეფუთვაზე.

7. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ეტიკეტის განახლება დაყოვნების გარეშე, ნივთიერების ან ნარევის კლასიფიკაციის და მარკირების შეცვლის შემდეგ, როდესაც ახალი საფრთხე უფრო სერიოზულია ან როდესაც მოითხოვება ახალი დამატებითი მარკირების ელემენტები ცვლილების ხასიათის გათვალისწინებით, თუ ეს შეეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვას. სხვა შემთხვევაში, მომწოდებელმა ეტიკეტი უნდა გაანახლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 14. ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსება

1. საშიშროების შესახებ ინფორმაციის ჯგუფები (საშიშროების პიქტოგრამები, სასიგნალო სიტყვა, საშიშროების შესახებ ტექსტი) და გამაფრთხილებელი ინფორმაციის ჯგუფები ერთად უნდა განთავსდეს ეტიკეტზე.

2. მომწოდებელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს საშიშროების შესახებ ინფორმაციის თანმიმდევრობა. თუმცა, ყველა ინფორმაცია უნდა დაჯგუფდეს ეტიკეტზე ენის მიხედვით. ყოველ გამოყენებულ ენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ეტიკეტის სრული ტექსტი. ეტიკეტი ქართულ ენაზე უნდა განთავსდეს შეფუთვაზე, ხოლო ეტიკეტი მეორე ენაზე შესაძლებელია თან მოყვეს შეფუთვას საინფორმაციო ფურცლის ან ბუკლეტის სახით.

3. დამატებითი ინფორმაცია უნდა განთავსდეს დამატებითი ინფორმაციის მონაკვეთში, ეტიკეტის სხვა ელემენტებთან ერთად.

4. საშიშროების პიქტოგრამებში გამოყენებული ფერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ეტიკეტის სხვა ადგილებზე, რათა დაცული იქნეს მარკირების სპეციალური მოთხოვნები.

5. საშიშროების აღმნიშვნელი შესაბამისი ფერის ზოლი პროდუქტის ტარაზე შეიძლება დაიბეჭდოს ეტიკეტის ქვედა ნაწილში (მაგალითად, წითელი ფერის ზოლი პერორალური, დერმალური, ინჰალაციური მწვავე ტოქსიკურობის აღსანიშნავად).

6. ინფორმაცია ეტიკეტზე გაყოფილია რამოდენიმე ნაწილად. როგორც წესი წარმოდგენილია შემდეგი ნაწილები: პროდუქტის იდენტიფიკაცია და გამოყენების სფერო; სასიგნალო სიტყვა, საშიშროების აღნიშვნა; უსაფრთხოების ზომები; გამოყენების ინსტრუცია; შენახვა და უტილიზაცია; პირველი დახმარება და სამედიცინო კონსულტაცია; რეკომენდაცია პესტიციდის გაჟონვის ინციდენტის შემთხვევაში.

7. ჩამოთვლილი ინფორმაციის განთავსება ეტიკეტზე ხდება ორ ან უპირატესად სამ პანელზე, თუ ეტიკეტის ზომა იძლევა ამის საშუალებას. ეტიკეტი ერთ პანელზე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პროდუქტის გამოყენება შეზღუდულია, გამოყენების რეკომენდაცია, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები და პირველი დახმარება მოითხოვენ მცირე დეტალიზაციას. დამხმარე პანელები შეიძლება დაიბეჭდოს ცალკე ფურცელზე რომელიც მიმაგრებულია შეფუთვის ძირითად ეტიკეტზე.

მუხლი 15. მოთხოვნები შეფუთვის მიმართ

1. შეფუთვა, რომელიც შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს ან ნარევებს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შეფუთვას ისეთი დიზაინი და ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ მისი შიგთავსი შენარჩუნდეს და არ მოხდეს მისი გარეთ გამოდინება;

ბ) შეფუთვის და სამაგრების შემადგენელი მასალები არ უნდა ექვემდებარებოდეს შიგთავსით დაზიანებას, ან არ უნდა ქმნიდეს სახიფათო ნაერთს შიგთავსთან;

გ) შეფუთვა და სამაგრები უნდა იყოს ძლიერი და მყარი, რათა არ მოეშვას და უსაფრთხოდ იტანდეს ტრანსპორტირებისას დაჭიმულობას და დაძაბვას;

დ) შეფუთვა, რომელიც აღჭურვილია შეცვლადი სამაგრი საშუალებებით, ისე უნდა შეიქმნას, რომ შესაძლებელი იყოს მათი მოხსნა შიგთავსის გამოჟონვის გარეშე. 2. შეფუთვა, რომელიც შეიცავს ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებულ სახიფათო ნივთიერებას ან ნარევს არ უნდა იყოს ისეთი ფორმის ან დიზაინის, რომელიც მიმზიდველი ან საყურადღებო იქნება ბავშვებისთვის ან შეცდომაში შეიყვანს მომხმარებელს, ასევე არ უნდა ჰქონდეს კვების პროდუქტებისათვის/ცხოველთა საკვებისათვის ან სამედიცინო ან კოსმეტიკურ პროდუქტებისათვის გამოყენებული მსგავსი გამოსახულება ან/და მითითება ან დიზაინი, რაც შეცდომაში შეიყვანს მომხმარებლებს.

3. თუ შეფუთვა შეიცავს ნივთიერებას ან ნარევს, რომლებიც კლასიფიცირდება მწვავე ტოქსიკურობით, კატეგორიები 1 - 3, STOT - ერთჯერადი ზემოქმედების კატეგორია 1, STOT – განმეორებითი ზემოქმედების კატეგორია 1, ან კანის კოროზიის კატეგორია 1, წარმოადგენს ასპირაციის საშიშროებას, მას უნდა ჰქონდეს ბავშვისთვის ძნელად მოსახსნელი სამაგრები.

4. ბავშვებისთვის რთულად მოსახსნელი სამაგრები, რომლებიც გამოიყენება ხელმეორედ დალუქვად შეფუთვებში უნდა შეესაბამებოდეს EN ISO სტანდარტს 8317, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, „ბავშვებისთვის რთულად გასახსნელი შეფუთვები – ხელმეორედ დალუქვადი შეფუთვები ტესტირების მოთხოვნები და მეთოდები“ დამტკიცებული ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ.

5. ბავშვებისთვის რთულად მოსახსნელი სამაგრები, რომლებიც გამოიყენება ხელმეორედ არადალუქვად შეფუთვებში უნდა შეესაბამებოდეს SEN სტანდარტს EN862, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, „შეფუთვა – ბავშვებისთვის რთულად გასახსნელი შეფუთვები - ხელმეორედ არადალუქვადი შეფუთვების ტესტირების მოთხოვნები და მეთოდები არაფარმაცევტულ პროდუქტებთან დაკავშირებით’’ დამტკიცებული ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ.

6. როდესაც შეფუთვა შეიცავს ისეთ ნივთიერებას ან ნარევს, რომლის მიწოდება ხდება ფართო საზოგადოებისთვის და კლასიფიცირდება მწვავე ტოქსიკურობაზე, კანის კოროზიულობასა, სასქესო უჯრედის მუტაგენურობაზე კატეგორია 2, კანცეროგენულობაზე კატეგორია 2, რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე, კატეგორია 2, რესპირატორულ სენსიტიზაციაზე, ან Stot-ზე, კატეგორიები 1 და 2, ასპირაციული საშიშროებები, ან აალებადი აირები, სითხეები და მყარი ნივთიერებები კატეგორიებში 1 და 2, მას უნდა ჰქონდეს საშიშროების ტაქტილური გაფრთხილება საშიშროების შესახებ. 7. ჩაითვლება, რომ ნივთიერებების ან ნარევების შეფუთვა აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თუ იგი შეესაბამება სახიფათო საქონლის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო ან შიდა წყლებით ტრანსპორტირების წესების მოთხოვნებს (UN RTDG).

მუხლი 16. გამონაკლისი შეფუთვის მოთხოვნებიდან

1. შეფუთვების მარკირებისას, საშიშროების შესახებ ინფორმაცია და გამაფრთხილებელი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ საშიშროების კატეგორიებთან შეიძლება გამოტოვებული იყოს როდესაც:

ა) შეფუთვის შემცველობა არ აღემატება 125 მლ-ს;

ბ) ნივთიერება ან ნარევი GHC/CLP-ის შესაბამისად კლასიფიცირდება ერთ ან მეტ შემდეგ საშიშროების კატეგორიად:

ბ.ა) მე-4 კატეგორიის მწვავე ტოქსიკურობა, თუ ნივთიერებები ან ნარევები არ მიეწოდება ფართო საზოგადოებას;

ბ.ბ) მე-2 კატეგორიის კანის გაღიზიანება;

ბ.გ) მე-2 კატეგორიის თვალის გაღიზიანება;

ბ.დ) სპეციფიკური მიზნობრივი ორგანოს ტოქსიკურობა - მე-2 ან მე-3 კატეგორიის ერთჯერადი ზემოქმედება, თუ ნივთიერებები ან ნარევები არ მიეწოდება ფართო საზოგადოებას;

ბ.ე) სპეციფიკური მიზნობრივი ორგანოს ტოქსიკურობა - მე-2 კატეგორიის განმეორებითი ზემოქმედება, თუ ნივთიერებები ან ნარევები არ მიეწოდება ფართო საზოგადოებას;

ბ.ვ) სახიფათო წყლის გარემოსთვის - პირველი კატეგორიის მწვავე;

ბ.ზ) სახიფათო წყლის გარემოსთვის - პირველი ან მე-2 კატეგორიის ქრონიკული.

2. გამაფრთხილებელი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქვემოთ ჩამოთვლილი საშიშროების კატეგორიებს შეიძლება გამოტოვებული იქნეს, როდესაც:

ა) შეფუთვის შემცველობა არ აღემატება 125 მლ-ს;

ბ) ნივთიერება ან ნარევი GHC/CLP-ის შესაბამისად კლასიფიცირდება ერთ ან მეტ შემდეგ საშიშროების კატეგორიად:

ბ.ა) რეპროდუქციული ტოქსიკურობა: ზემოქმედებას ახდენს ლაქტაციაზე ან ლაქტაციით;

ბ.ბ) საშიშია წყლის გარემოსთვის - ქრონიკული, კატეგორია 3 ან 4.

3. პიქტოგრამა, სასიგნალო სიტყვა, საშიშროების შესახებ ინფორმაცია და გამაფრთხილებელი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილი საშიშროების კატეგორიებთან შესაძლოა გამოტოვებული იქნეს როდესაც:

ა) შეფუთვის შემცველობა არ აღემატება 125 მლ-ს;

ბ) ნივთიერება ან ნარევი კლასიფიცირდება ერთ ან მეტ შემდეგ საშიშროების კატეგორიად:

ბ.ა) კოროზიული ლითონების მიმართ.

4. ერთჯერადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ხსნადი პაკეტების (რომელთა შემცველობა არ აღემატება 25 მლ-ს) ეტიკეტის ელემენტები არ შეიძლება გამოტოვებული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნივთიერებებსა ან ნარევების შეფუთვაზე.

5. მინიმალური ინფორმაცია დაიტანება პაკეტის გარე შეფუთვაზე (ჩანთაზე) და შეიცავს: პროდუქტის დასახელებას, ტიპს, სარეგისტრაციო ნომერს, მოქმედ ნივთიერების დასახელებას, საშიშროების სიმბოლოს და სასიგნალო სიტყვას, გაფრთხილებებს - „არ შეეხოთ სველი ხელებით ან ხელთათმანებით”, „გამოიყენეთ დაუყოვნებლივ”, „გამოყენამდე წაიკითხეთ სრული ეტიკეტი”, „მოათავსეთ ჩანთა პირდაპირ შემასხურებელ ავზში”.

 6. ორმაგი/მულტიშეფუთვის ეტიკეტზე (როცა ორი ან მეტი პროდუქტი შეფუთულია ცალცალკე და იყიდება როგორც ერთი პროდუქტი ერთ შეფუთვაში) დამატებითი მარკირება არ არის საჭირო. გარე კონტეინერი უნდა იყოს მარკირებული ამ წესის შესაბამისად, ხოლო ყოველი პროდუქტის შიდა შეფუთვა სრულად მარკირებული თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, ან მასზე დატანილი უნდა იყოს მცირე ზომის შეფუთვისათვის აუცილებელი ინფორმაცია. ყოველ პროდუქტზე უნდა მიეთითოს მოქმედი ნივთიერება და მისი შემცველობა, საშიში კო-ფორმულიანტები, საშიშროების სიმბოლო; გამოყენების ინსტრუქცია, უსაფრთხოების ზომები, სხვა საინდენტიფიკაციო ინფორმაცია პროდუქტის შესახებ გამოიყენება ყველა კომპონენტისათვის.

7. იმ საშიში პრეპარატების შეფუთვის დაშვება, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც საზიანო, განსაკუთრებით აალებადი, მაღალ აალებადი, აალებადი, გამაღიზიანებელი ან დამჟანგავი არ უნდა იყოს ეტიკიტირებული სხვა ფორმით, თუ ისინი მოიცავენ იმდენად მცირე რაოდენობას, რომ არ არსებობს საშიშროების რაიმე მიზეზი იმ პირებისათვის, რომელსაც შეხება აქვს ასეთ პრპარატებთან ან სხვა პირებისათვის, ან არ არსებობს საშიშროების რაიმე მიზეზი გარემოსთვის.

მუხლი 17. გარე შეფუთვის, შიდა შეფუთვის და ცალკეული შეფუთვის მარკირების სპეციფიკური წესები

1. როდესაც შეფუთვა შედგება შიდა და გარე შეფუთვისგან, ნებისმიერი შუალედური შეფუთვით, და გარე შეფუთვა შეესაბამება სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ წესების (UN RTDG) მიხედვით მარკირების დებულებებს, შიდა და ნებისმიერი შუალედური შეფუთვა მარკირებული უნდა იყოს ამ წესის შესაბამისად. თუ ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი საშიშროების პიქტოგრამები უკავშირდება იგივე საშიშროებას, რაც სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების წესებშია განსაზღვრული, ისინი არ უნდა აისახოს გარე შეფუთვაზე.

2. როდესაც დაშვებულია, რომ შეფუთვის გარე ნაწილი არ შეესაბამებოდეს მარკირების დებულებებს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ წესების მიხედვით, როგორც შიდა, ისე გარე შეფუთვა, ნებისმიერი შუალედური შეფუთვის ჩათვლით, მარკირებული უნდა იყოს ამ წესის შესაბამისად. თუმცა, თუ გარე შეფუთვა საშუალებას იძლევა, რომ შიდა ან შუალედური შეფუთვის მარკირება გარკვევით ხილვადი იყოს, შესაძლებელია გარე შეფუთვა საერთოდ არ იყოს მარკირებული.

3. ცალკეული შეფუთვა, რომელიც აკმაყოფილებს მარკირების დებულებებს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ წესების მიხედვით, მარკირებული უნდა იქნეს ამ წესის და სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ წესების შესაბამისად. თუ ამ წესით მოთხოვნილი საშიშროების პიქტოგრამები დაკავშირებულია იგივე საფრთხესთან, რაც სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების წესებშია, შეფუთვაზე გამოსახული უნდა იქნეს ამ წესით მოთხოვნილი საშიშროების პიქტოგრამები.

 დანართი №1

 

ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის განსაკუთრებულ რისკებთან დაკავშირებული სტანდარტული ფრაზები

 ქვემოთ მითითებული დამატებითი სტანდარტული ფრაზები გამოყენებული უნდა იქნეს პესტიციდებისთვის, რომლებიც ასევე, მოიცავენ მიკროორგანიზმებს, მათ შორის, ვირუსებს, მოქმედი ნივთიერებების სახით. მიკროორგანიზმების, მათ შორის, ვირუსების შემცველი პროდუქტების მარკირება მოქმედი ნივთიერებების სახით, ასევე უნდა ასახავდეს დებულებებს დერმალური და რესპირატორული სენსიბილიზაციის ტესტირების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის - „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ““ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებით. 

მუხლი 1. სტანდარტული ფრაზები განსაკუთრებულ რისკებთან დაკავშირებით

1. ადამიანებთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკები (RSh)

ა) RSh 1

GEO: ტოქსიკურია თვალთან შეხებისას.

EN: Toxic by eye contact.

ბ) RSh 2

GEO: შესაძლოა გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია.

 EN: May cause photosensitisation

გ) RSh 3

GEO:კონტაქტი ორთქლთან იწვევს კანის და თვალების დამწვრობას და კონტაქტი სითხესთან

იწვევს მოყინვას.

EN: Contact with vapour causes burns to skin and eyes and contact with liquid causes freezing.

2. გარემოსთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკები (RSe) არ არის.

მუხლი 2. განსაკუთრებული რისკების სტანდარტული ფრაზების განსაზღვრული კრიტერიუმები

 ადამიანებთან დაკავშირებული სტანდარტული ფრაზების განსაზღვრული კრიტერიუმები 

ა) RSh 1

 „ტოქსიკურია თვალთან შეხებისას“ - აღნიშნული ფრაზა მითითებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ თვალის გაღიზიანებაზე ჩატარებული ტესტის შედეგები ასახავს სისტემური ტოქსიკურობის აშკარა ნიშნებს (მაგალითად, ქოლინესტერაზას ინჰიბიცია) ან ტესტირებული ცხოველების სიკვდილიანობას, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოქმედი ნივთიერების აბსორბციასთან თვალის ლორწოვანი გარსის მეშვეობით. რისკის ფრაზა ასევე გამოყენებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ადამიანებში სისტემატური ტოქსიკურობის ნიშნები თვალთან კონტაქტის შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევებში, უნდა მიეთითოს თვალის დაცვის საშუალებები დანართი №2 -ის შესაბამისად.

 ბ) RSh 2

„შესაძლოა გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია“ - აღნიშნული ფრაზა მითითებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მკაფიო მტკიცებულება ცდის ან სამეცნიერო-კვლევითი სისტემებიდან ან დოკუმენტურად დასაბუთებული ზემოქმედება ადამიანზე, რომ პროდუქტი ამჟღავნებს ფოტოსენსიბილიზაციის ეფექტებს. აღნიშნული ფრაზა ასევე გამოყენებული უნდა იქნეს პროდუქტებზე, რომელიც მოიცავს მოცემულ მოქმედ ნივთიერებას ან რეცეპტურის ინგრედიენტს, რომელიც ასახავს ფოტოსენსიბილიზაციის ეფექტებს ადამიანებში იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მოიცავს ასეთ ფოტოსენსიბილიზაციის კომპონენტს 1% (წონა/წონა) ან მეტი კონცენტრაციით. ასეთ შემთხვევებში, უნდა მიეთითოს ინდივიდუალური დაცვის ზომები, როგორც განსაზღვრულია დანართი №2-ში. 

 გ) RSh 3

„ორთქლთან კონტაქტი იწვევს კანის და თვალების დამწვრობას და კონტაქტი სითხესთან იწვევს მოყინვას“ - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს პესტიციდებს, რომლებიც ფორმულირებულია როგორც თხევადი გაზი, საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მეთილ ბრომიდის პრეპარატები). ასეთ შემთხვევებში, უნდა მიეთითოს ინდივიდუალური დაცვის ზომები, როგორც განსაზღვრულია დანართი №2-ში, აღნიშნული ფრაზა არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება კოროზიასთან დაკავშირებული რისკის ფრაზები.

დ) გარემოსთან დაკავშირებული სტანდარტული ფრაზების განსაზღვრული კრიტერიუმები არ არის.

დანართი №2

 

ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებისთვის განსაზღვრული სტანდარტული ფრაზები

ქვემოთ მითითებული დამატებითი სტანდარტული ფრაზები გამოყენებული უნდა იქნეს პესტიციდებისთვის, რომლებიც ასევე, მოიცავენ მიკროორგანიზმებს, მათ შორის, ვირუსებს, მოქმედი ნივთიერების სახით. მიკროორგანიზმების, მათ შორის, ვირუსების შემცველი პროდუქტების მარკირება, მოქმედი ნივთიერებების სახით, ასევე უნდა ასახავდეს დებულებებს დერმალური და რესპირატორული სენსიბილიზაციის ტესტირების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის - „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებით. 

მუხლი 1. საერთო დებულებები

ყველა პესტიციდი მარკირებული უნდა იყოს შემდეგი ფრაზით, რომელსაც შესაბამის შემთხვევებში, ფრჩხილებში, დაემატება ტექსტი:

SP 1

GEO: არ დააბინძუროთ წყალი პროდუქტით ან მისი კონტეინერით (არ გაწმინდოთ გამოყენებული მოწყობილობა ზედაპირული წყლის სიახლოვეს / თავიდან აიცილეთ დაბინძურება სადრენაჟე სისტემებით ფერმებიდან და გზებიდან).

EN:Do not contaminate water with the product or its container (Do not clean application equipment near surface water/Avoid contamination via drains from farmyards and roads).

მუხლი 2. სპეციალური უსაფრთხოების ზომები

1. უსაფრთხოების ზომები ოპერატორებისთვის (SPo):

ა) SPo 1

GEO: კანთან კონტაქტისას, თავდაპირველად მოიცილეთ პროდუქტი მშრალი ნაჭრით და შემდეგ ჩამოიბანეთ კანი ჭარბი რაოდენობის გამდინარე წყლით.

EN: After contact with skin, first remove product with a dry cloth and then wash the skin with plenty of water.

ბ) SPo 2

GEO: გარეცხეთ ყველა დამცავი ტანსაცმელი გამოყენების შემდეგ. 

EN: Wash all protective clothing after use.

გ) SPo 3

GEO: პროდუქტის აალების შემდეგ, არ შეისუნთქოთ კვამლი და დაუყოვნებლივ დატოვეთ დამუშავებული ტერიტორია. 

EN: After igniting the product, do not inhale smoke and leave the treated area immediately.

დ) SPo4

GEO: კონტეინერი უნდა გაიხსნას გარეთ და მშრალ პირობებში.

EN: The container must be opened outdoors and in dry conditions.

ე) SPo 5

GEO: გაანიავეთ დამუშავებული ფართობები/ სათბურები საფუძვლიანად/დრო უნდა განისაზღვოს შესხურებული ხსნარის გაშრობიდან განმეორებით შესვლამდე.

EN: Ventilate treated areas/greenhouses thoroughly/time to be specified/until spray has dried before re-entry

2. უსაფრთხოების წინასწარი ზომები გარემოსთან დაკავშირებით (SPe):

ა) SPe 1

GEO: გრუნტის წყლების / ნიადაგის ორგანიზმების დასაცავად, არ გამოიყენოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს (განსაზღვრეთ მოქმედი ნივთიერება ან ნივთიერებების კლასი, შემთხვევის გათვალისწინებით) მეტად ვიდრე (მიუთითეთ დროის პერიოდი ან სიხშირე).

EN: To protect groundwater/soil organisms do not apply this or any other product containing (identify active substance or class of substances, as appropriate) more than (time period or frequency to be specified).

ბ) SPe 2

GEO: გრუნტის წყლების / წყლის ორგანიზმების დასაცავად არ გამოიყენოთ (მიუთითეთ ნიადაგის ტიპი ან სიტუაცია) ნიადაგებში.

EN: To protect groundwater/aquatic organisms do not apply to (soil type or situation to be specified) soils.

გ) SPe 3

GEO: წყლის ორგანიზმების / არასამიზნე მცენარეების / არასამიზნე ფეხსახსრიანების / მწერების დასაცავად არ მოახდინოთ შესხურება ბუფერულ ზონებში (მანძილი უნდა განისაზღვროს) არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე / ზედაპირულ წყლებზე.

EN: To protect aquatic organisms/non-target plants/non-target arthropods/insects respect an unsprayed buffer zone of (distance to be specified) to non-agricultural land/surface water bodies.

დ) SPe 4

GEO: წყლის ორგანიზმების / არასამიზნე მცენარეების დასაცავად არ გამოიყენოთ გაუმტარ ზედაპირებზე, როგორიცაა ასფალტი, ბეტონი, რიყის ქვები, რკინიგზის ლიანდაგები და სხვა სიტუაციები, სადაც არსებობს ჩამორეცხვის მაღალი რისკი.

EN: To protect aquatic organisms/non-target plants do not apply on impermeable surfaces such as asphalt, concrete, cobblestones, railway tracks and other situations with a high risk of run-off

ე) SPe 5

GEO: ფრინველების / გარეული ძუძუმწოვრების დასაცავად პროდუქტი მთლიანად უნდა იქნეს შეტანილი ნიადაგში; იმის გარანტიით, რომ აღნიშნული პროდუქტი ასევე სრულად არის შეტანილი რიგების ბოლოს.

EN: To protect birds/wild mammals the product must be entirely incorporated in the soil; ensure that the product is also fully incorporated at the end of rows.

 ვ) SPe 6

GEO: ფრინველების / გარეული ძუძუმწოვრების დასაცავად, მოაცილეთ გამონაჟონი.

EN: To protect birds/wild mammals remove spillages

ზ) SPe 7

GEO: არ გამოიყენოთ ფრინველების გამრავლების პერიოდში. 

EN: Do not apply during the bird breeding period.

თ) SPe 8

GEO: საშიშია ფუტკრებისთვის./ფუტკრების და სხვა დამმტვერავი მწერების დასაცავად არ გამოიყენოთ მარცვლეულ კულტურებზე ყვავილობის დროს. არ გამოიყენოთ ფუტკრების აქტიური გამოკვების დროს. მოარიდეთ ან დახურეთ სკები დამუშავების დროს და (მიუთითეთ დრო) დამუშავების შემდეგ. არ გამოიყენოთ სარეველების ყვავილობის დროს./ მოაცილეთ სარეველები ყვავილობამდე. /არ გამოიყენოთ წინასწარ ვადამდე (მიუთითეთ დრო).

EN: Dangerous to bees./To protect bees and other pollinating insects do not apply to crop plants

when in flower./Do not use where bees are actively foraging./Remove or cover beehives during

application and for (state time) after treatment./ Do not apply when flowering weeds are present. / Remove weeds before flowering./Do not apply before (state time).

3. უსაფრთხოების წინასწარი ზომები კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკასთან დაკავშირებით:

 SPa 1

GEO: რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა (განსაზღვრეთ მოქმედი ნივთიერება ან ნივთიერებების კლასი) შემცველი პროდუქტი, მეტად (მიუთითეთ გამოყენების რაოდენობა ან გამოყენების პერიოდულობა).

 EN: To avoid the build-up of resistance do not apply this or any other product containing identify

 active substance or class of substances, as appropriate) more than (number of applications or time

 period to be specified).

4. კონკრეტული უსაფრთხოების ზომები როდენტიციდებთან დაკავშირებით (SPr):

ა) SPr 1

GEO: მისატყუარები უნდა იყოს სათანადოდ განთავსებული იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სხვა ცხოველების მიერ გამოყენების რისკი. მისატყუარის საცობი უნდა დამაგრდეს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათი გათრევა მღრღნელების მიერ. 

EN: The baits must be securely deposited in a way so as to minimise the risk of consumption by other animals. Secure bait blocks so that they cannot be dragged away by rodents;

ბ) SPr 2

GEO: დამუშავების ზონა მონიშნული უნდა იყოს დამუშავების პერიოდის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს მოწამვლის საფრთხე (პირველადი ან მეორადი) და მის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელი ანტიკოაგულანტები და ანტიდოტები. 

EN: Treatment area must be marked during the treatment period. The danger from being poisoned (primary or secondary) by the anticoagulant and the antidote against it should be mentioned;

გ) SPr 3

GEO: დამუშავების განმავლობაში, დამუშავებული ტერიტორიიდან ყოველდღიურად უნდა მოხდეს მკვდარი მღრღნელების მოცილება. არ განათავსოთ ნაგვის ყუთებში ან ნაგავსაყრელებზე.

EN: Dead rodents must be removed from the treatment area each day during treatment.

Do not place in refuse bins or on rubbish tips.

მუხლი 3. კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული სტანდარტული ფრაზების განსაზღვრული კრიტერიუმები 

1. ზოგადად, პესტიციდი რეგისტრირდება მხოლოდ განსაზღვრული გამოყენებისთვის, რომელიც მისაღებია პესტიციდის შეფასების საფუძველზე ერთიანი პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შესაძლებლობების ფარგლებში, კონკრეტული უსაფრთხოების ზომები უნდა ასახავდეს ასეთი შეფასებების შედეგებს ერთიანი პრინციპების გათვალისწინებით და გამოყენებულ უნდა იქნეს კონკრეტულად იმ შემთხვევებში, სადაც რისკის შერბილების ზომები საჭიროა არასასურველი ეფექტების პრევენციისთვის.

2. ოპერატორებისთვის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული სტანდარტული ფრაზების დადგენილი კრიტერიუმები:

ა) SPo 1

 „კანთან კონტაქტის შემდეგ თავდაპირველად მოიცილეთ პროდუქტი მშრალი ნაჭრით და შემდეგ ჩამოიბანეთ კანი ჭარბი რაოდენობით გამდინარე წყლით“ - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს პესტიციდებს, რომლებიც შეიცავენ ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც შესაძლოა ძლიერ რეაქციაში შევიდეს წყალთან, როგორიცაა ციანიდის მარილები ან ალუმინის ფოსფიდი.

 ბ) SPo 2

 „გარეცხეთ ყველა დამცავი ტანსაცმელი გამოყენების შემდეგ“ - აღნიშნული ფრაზა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც დამცავი ტანსაცმელი საჭიროა ოპერატორების დასაცავად. სავალდებულოა, ყველა პესტიციდისთვის, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც T ან T+.

 გ) SPo 3

 „პროდუქტის აალების შემდეგ, არ შეისუნთქოთ კვამლი და დაუყოვნებლივ დატოვეთ დამუშავებული ტერიტორია“ - აღნიშნული ფრაზა შეიძლება მიენიჭოს ფუმიგაციისთვის გამოყენებულ პესტიციდებს იმ შემთხვევებში, როდესაც რესპირატორული ნიღაბი არ არის გამართლებული. 

 დ) SPo 4

 „კონტეინერი უნდა გაიხსნას გარეთ და მშრალ პირობებში“ - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს პესტიციდებს, რომლებიც შეიცავენ ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც შესაძლოა ძლიერ რეაქციაში შევიდეს წყალთან ან ტენიან ჰაერთან, როგორიცაა ალუმინის ფოსფიდი ან რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თვითაალება, როგორიცაა ალკილენები (alkylenebis-) დიტიოკარბამატები. აღნიშნული ფრაზა შესაძლოა მიენიჭოს აქროლად პროდუქტებს, რომლებიც კლასიფიცირებულია R20, 23 ან 26-ით. ინდივიდუალურ შემთხვევებში, გამოყენებულ უნდა იქნეს ექსპერტის დასკვნა, იმისათვის რომ შეფასდეს პრეპარატის თვისებებს ან შეფუთვას შეუძლია თუ არა გამოიწვევს ზიანი ოპერატორისთვის. 

 ე) SPo 5

 „განმეორებით შესვლამდე კარგად გაანიავეთ დამუშავებული ზონები/ სათბურები/მიუთითეთ დრო/სანამ შესხურებული სითხე არ გაშრება“ - აღნიშნული ფრაზა შესაძლოა მიენიჭოსპესტიციდს, რომელიც გამოიყენება სათბურებში ან სხვა დახურულ სივრცეებში, როგორიცაა სავაჭრო პუნქტები.

3. გარემოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების სტანდარტული ფრაზების დადგენილი კრიტერიუმები:

ა) SPe 1

 „გრუნტის წყლების / ნიადაგის ორგანიზმების დასაცავად, არ გამოიყენოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს (მიუთითეთ მოქმედი ნივთიერებები ან ნივთიერებების კლასი) (მიუთითეთ დროის პერიოდი ან სიხშირე) - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს პესტიციდებს, რომელთა შეფასება ერთიანი პრინციპების გათვალისწინებით ასახავს ერთი ან მეტი მარკირებული გამოყენებისას, რომ რისკის შერბილების ზომები აუცილებელია ნიადაგში დაგროვების, ჭიაყელებზე ან სხვა ნიადაგის ორგანიზმებზე ან ნიადაგის მიკროფლორაზე ზემოქმედებების და/ან გრუნტის წყლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად,

 ბ) SPe 2

 „გრუნტის წყლების დასაცავად / წყლის ორგანიზმებზე ზეგავლენის თავიდან ასარიდებლად, არ გამოიყენოთ (მიუთითეთ ნიადაგის ტიპი ან გარემოება) ნიადაგში“ -აღნიშნული ფრაზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც რისკის შემარბილებელი ზომები გრუნტის წყლების ან მიწისზედა წყლების ნებისმიერი პოტენციური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მოწყვლად პირობებში (მაგალითად, ასოცირებული ნიადაგის ტიპთან, ტოპოგრაფიასთან ან დრენირებული ნიადაგებისთვის) იმ შემთხვევაში, თუ შეფასება ერთიანი პრინციპების შესაბამისად ასახავს, რომ ერთი ან მეტი მარკირებული გამოყენებისთვის რისკის შერბილების ზომები აუცილებელია არასასურველი ეფექტების თავიდან ასაცილებლად. 

 გ) SPe 3

 „წყლის ორგანიზმების / არასამიზნე მცენარეების / არასამიზნე ფეხსახსრიანების / მწერების დასაცავად გამოიყენეთ ბუფერული ზონები, სადაც არ მოხდა შესხურება (მანძილი უნდა განისაზღვროს) არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე / მიწისზედა წყლებზე“ -აღნიშნული ფრაზა უნდა იყოს გამოყენებული არასამიზნე მცენარეების, არასამიზნე ფეხსახსრიანების და/ან წყლის ორგანიზმების დასაცავად, იმ შემთხვევაში, თუ შეფასება ერთიანი პრინციპების შესაბამისად, ასახავს რომ ერთი ან მეტი მარკირებული გამოყენებისთვის რისკის შერბილების ზომები აუცილებელია მიუღებელი ეფექტების თავიდან ასაცილებლად.

 დ) SPe 4

 „წყლის ორგანიზმების / არასამიზნე მცენარეების დასაცავად არ გამოიყენოთ გაუმტარ ზედაპირებზე, როგორიცაა ასფალტი, ბეტონი, რიყის ქვები, რკინიგზის ლიანდაგები და სხვა სიტუაციები, სადაც არსებობს ჩამორეცხვის მაღალი რისკი“ - პესტიციდის ნიმუშის გამოყენების საფუძველზე, შესაძლოა აღნიშნული ფრაზა მიენიჭოს ჩამორეცხვის რისკის შერბილებისთვის წყლის ორგანიზმების ან არასამიზნე მცენარეების დაცვის მიზნით.

 ე) SPe 5

 „ფრინველების / გარეული ძუძუმწოვრების დასაცავად, პროდუქტი მთლიანად შეტანილი უნდა იყოს ნიადაგში; უზრუნველყავით, რომ პროდუქტი ასევე სრულად იქნეს შეტანილი რიგების ბოლოს“ - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს პესტიციდებს, როგორიცაა გრანულები ან ბურთულები, რომელიც შეტანილი უნდა იყოს ფრინველების ან გარეული ძუძუმწოვრების დასაცავად.

 ვ) SPe 6

 „ფრინველების / გარეული ძუძუმწოვრების დასაცავად მოაცილეთ გამონაჟონი“ - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს პესტიციდებს, როგორიცაა გრანულები ან ბურთულები, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფრინველების ან გარეული ძუძუმწოვრების მიერ გამოყენება. რეკომენდებულია ყველა მყარი ფორმისთვის, რომელიც გამოიყენება გაუზავებელი სახით. 

 ზ) SPe 7

 „არ გამოიყენოთ ფრინველების გამრავლების პერიოდში“ - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს, როდესაც შეფასება ერთიანი პრინციპების შესაბამისად ასახავს, რომ ერთი ან მეტი მარკირებული გამოყენებისთვის აუცილებელია შემარბილებელი ზომები.

 თ) SPe 8

 „საშიშია ფუტკრებისთვის./ფუტკრების და სხვა დამმტვერავი მწერების დასაცავად არ გამოიყენოთ მარცვლეულ კულტურებზე ყვავილობის დროს. არ გამოიყენოთ ფუტკრების აქტიური გამოკვების დროს. მოარიდეთ ან დაფარეთ სკები პესტიციდების გამოყენების დროს და (მიუთითეთ დროს) დამუშავების შემდეგ. არ გამოიყენოთ სარეველების არსებობისას ყვავილობის დროს. მოაცილეთ სარეველები ყვავილობამდე. არ გამოიყენოთ (მიუთითეთ ვადა) ვადამდე“ - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს პესტიციდებს, როდესაც შეფასება ერთიანი პრინციპების შესაბამისად ასახავს, რომ ერთი ან მეტი მარკირებული გამოყენებისთვის შემარბილებელი ზომები გამოყენებული უნდა იქნეს ფუტკრების ან სხვა დამმტვერავი მწერების დასაცავად. პესტიციდების ნიმუშის გამოყენების საფუძველზე და სხვა რელევანტური ეროვნული მარეგულირებელი დებულებების მიხედვით, შესაძლებელია შერჩეულ იქნეს სათანადო ფრაზა რისკის შესარბილებლად ფუტკრებთან და სხვა დამმტვერავ მწერებთან და მათ თაობასთან დაკავშირებით.

 4. კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების სტანდარტული ფრაზების დადგენილი კრიტერიუმები:

 SPa 1

 „რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენოთ აღნიშნული ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს (მიუთითეთ მოქმედი ნივთიერება ან ნივთიერებების კლასი, ვითარებიდან გამომდინარე) იმაზე მეტს, ვიდრე (მიუთითეთ გამოყენების რაოდენობა ან დროის პერიოდი,)“ - აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს, როდესაც შეზღუდვა აუცილებელია რეზისტენტობის განვითარების რისკის შეზღუდვის მიზნებისთვის.“ 

 5. როდენტიციდების კონკრეტული უსაფრთხოების ზომების სტანდარტული ფრაზების დადგენილი კრიტერიუმები:

 ა) SPr 1

 „მისატყუარები განთავსებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სხვა ცხოველების მიერ გამოყენების რისკი. მისატყუარი უნდა დამაგრდეს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათი გათრევა მღრღნელების მიერ” - აღნიშნული ფრაზა დატანილი უნდა იქნეს ეტიკეტზე შესამჩნევ ადგილას იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს არასწორი გამოყენება.

 ბ) SPr 2

 „დამუშავების ზონა მონიშნული უნდა იყოს დამუშავების პერიოდის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს ანტიკოაგულანტებით და ანტიდოტებით მოწამვლის საფრთხე (პირველადი ან მეორადი) “ - აღნიშნული ფრაზა დატანილი უნდა იქნეს ეტიკეტზე შესამჩნევ ადგილას იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს შემთხვევითი მოწამვლა.

გ) SPr 3

დამუშავების განმავლობაში, დამუშავებული ტერიტორიიდან ყოველდღიურად უნდა მოხდეს მკვდარი მღრღნელების მოცილება არ განათავსოთ ნაგვის ყუთებში ან ნაგავსაყრელებზე“ ცხოველების მეორადი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად,აღნიშნული ფრაზა უნდა მიენიჭოს ყველა როდენტიციდს, რომელიც მოიცავს ანტიკოაგულანტებს როგორც მოქმედ ნივთიერებებს.