დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.103.016350 |
6
17/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
280120000.35.103.016350
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის№23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016344) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის III თავის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითრების შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსების მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი) შესაბამისად 2000 (ორი ათასი) ლარიანი ლიმიტის ფარგლებში (გადარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის-ინვოისის შესაბამისად).“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები