„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016658
13
12/03/2021
ვებგვერდი, 16/03/2021
010250000.35.148.016658
„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2021 წლის 12 მარტი

ქ. გორი

„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018, 010250000.35.148.016476) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების 1-ლი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №3 შეიცვალოს ახალი დანართი №3-ით.

ბ) დადგენილების 1-ელ მუხლს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) დამტკიცდეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარის ფორმა დანართი №8-ის შესაბამისად.“

გ) დადგენილების 1-ელ მუხლს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) დამტკიცდეს ახსნა-განმარტების ფორმა დანართი №9-ის შესაბამისად.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს“ (ს/კ 418471068)“ (შემდგომში – სამართალსუბიექტი) მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. სამართალსუბიექტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებას და შევსებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 

3. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესების დაცვას.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ბურთულიანი კალმით (შემდგომში - საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან ელექტრონული ფორმით (შემდგომში - ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) ავსებს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს“ (ს/კ 418471068)“ დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი.“

ვ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილში უფლებამოსილი პირის მიერ უნდა მიეთითოს:

ა) სატრანსპორტო საშუალების ნომერი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, რომელზეც დგება საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი);

ბ) სატრანსპორტო საშუალების მარკა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მარკა, რომელზეც დგება საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი);

გ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა);

დ) დარღვევის არსი (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოება);

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი და ნაწილი, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა);

ვ) შენიშვნა (მიეთითება შენიშვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი – 750437501);

თ) ჯარიმის ოდენობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა);

ი) სამართალდარღვევის თარიღი, დრო (მიეთითება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო);

კ) სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების განთავსება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მისამართთან);

ლ) თანამშრომელი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომლის სახელი და გვარი);

მ) თანამშრომლის ხელმოწერა (ხელს აწერს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები თანამშრომელი);

ნ) დამრღვევის სახელი, გვარი (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება სამართალდამრღვევის სახელი და გვარი);

ო) მისამართი (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში  და მიეთითება სამართალდამრღვევის მისამართი);

პ) პირადი № (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება  სამართალდამრღვევის პირადი №);

ჟ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის და მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემის შემთხვევაში.

რ) მოწმე ან სხვა მონაწილე პირი (ივსება მოწმის ან სხვა მონაწილის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება მოწმის ან სხვა მონაწილის სახელი და გვარი).“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამრღვევის  ადგილზე  ყოფნის  შემთხვევებში დამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩაბარებისას დამრღვევი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიღების ფაქტს ადასტურებს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელმოწერით.“

თ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაცემები თანამშრომლის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა, თანამშრომელი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.“

ი) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართს დაემატოს მე-51 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51.

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

3. უფლებამოსილი პირი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 125​​4 მუხლით და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული  პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში შეიტანება:

ა) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი (ენიჭება ელექტრონული პროგრამის მიერ ავტომატურად);

ბ) შევსების თარიღი, დრო (მიეთითება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსების რიცხვი, თვე, წელი და დრო);

გ) სამართალდარღვევის თარიღი, დრო (მიეთითება სამართალდარღვევის ჩადენის რიცხვი, თვე, წელი და დრო);

დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, სადაც მოხდა  სამართალდარღვევა);

ე) შემვსების თანამდებობა, სახელი და გვარი (მიეთითება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები თანამშრომლის  თანამდებობა, სახელი და გვარი);

ვ) სატრანსპორტო საშუალების მარკა და  ნომერი (მიეთითება იმ სატრანსპორტო საშუალების მარკა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, რომელზეც ივსება ელექტრონული საჯარიმო ქვითარი);

ზ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი (მიეთითება სამართალდამრღვევის სახელი და გვარი, პირადი №, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა) და ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში);

თ) დარღვვის არსი  (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე  სამართალდარღვევის  ფაქტობრივი გარემოება);

ი) პასუხისმგებლობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი და ნაწილი, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენა);

კ) სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების განთავსება ამ პუნქტის „გ“  ქვეპუნქტში  მითითებულ მისამართთან);

ლ) ჯარიმის ოდენობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი  მუხლის  ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა);

მ) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი   750437501;

ნ) მოწმე ან სხვა მონაწილე პირი, სტატუსი, სახელი, გვარი და ხელმოწერა (ივსება მოწმის ან სხვა მონაწილე პირის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება მოწმის ან სხვა მონაწილე პირის სტატუსი, სახელი და გვარი);

ო) სამართალდამრღვევის ხელმოწერა - ხელს აწერს სამართალდამრღვევი, სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში. სამართალდამრღვევის მიერ ხელმოწერაზე ან/და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის შემთხვევაში კეთდება სათანადო ჩანაწერი;

პ) შემვსების ხელმოწერა -  ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები თანამშრომლის ელექტრონული ხელმოწერა;

ჟ) შენიშვნა (მიეთითება შენიშვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემვსები, ადგილზე ყოფნის შემთხვევაში - სამართალდამრღვევიც, ხოლო მოწმის ან სხვა მონაწილის შემთხვევაში ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას თანამშრომელმა უნდა იმოქმედოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. სამართალდამრღვევის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდარღვევა დააფიქსიროს ფოტოფირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალებისა და დაჯარიმების ადგილის იდენტიფიცირება. აღნიშნული მტკიცებულება უნდა განთავსდეს ელექტრონულ მისამართზე:  www.goriparking.ge, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შესაძლებელია გადამოწმებულ იქნეს ელექტრონულ მისამართზე:  www.goriparking.ge.

8. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №9).

10. სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი გადაეცემა სამართალდამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ამონაბეჭდი ასევე ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

11. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

12. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

13. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

14. სამართალსუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

დანართი 3

ნაწილი I

საჯარიმო  ქვითარი 

ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი  № 000000000

სატრანსპორტო საშუალების ნომერი:                                                        სამართალდარღვევის თარიღი, დრო:

    სატრანსპორტო საშუალების მარკა:                                                                                    

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი:                                                  სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა:

    დარღვევის არსი:

    სასკ-ის                                                                                  

შენიშვნა:                                                                                

სახაზინო კოდი:                                                                                               თანამშრომელი:

ჯარიმის ოდენობა:                                                                                 

                                                                                                       _______________________________

                                                                          (თანამშრომლის ხელმოწერა)

დამრღვევის სახელი, გვარი: --------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი: ---------------------------------------------     პირადი № --------------------------------------------------     

დამრღვევის ახსნა-განმარტება:-----------------------------------------------------------------------------------------    

-------------------------------------------------------   დამრღვევის ხელმოწერა ---------------------------------------

მოწმე ან სხვა მონაწილე პირი: ----------- მოწმის ან სხვა მონაწილე პირის ხელმოწერა ------------------------

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნაწილი II                          საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ყუა

      (ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან გადამხდელის მიერ და რჩება საბანკო დაწესებულებაში)      

№ 000000000              

__________________________________                                   

გადამხდელის სახელი, გვარი                                               

__________________________________                           

გადამხდელის მისამართი                                                     

                                                                                                                      __________________________________

სახაზინო კოდი                                                                                                               ჯარიმის ოდენობა

  750437501                                                                                                  __________________________________   

                                                                                                                               მიმღები მოლარის   ხელმოწერა 

__________________________________                                                     

გადამხდელის   ხელმოწერა                                                                                       

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მე-2 გვერდი

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება   (გადაწყვეტილება).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით  მოქალაქეს უფლება აქვს,  რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.goriparking.ge 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 750437501.

ცხელი ხაზი:

დამკვეთი:                                                                                                  დამამზადებელი:

მისამართი:                                                                                                 სფს-ს რეგისტრაციის №

დანართი №8

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

№ 000000

1. შევსების:

თარიღი

დრო

2.სამართალდარღვევის
თარიღი:
დრო:

3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი:

4. შემვსების

თანამდებობა:

სახელი:

გვარი:

5. სატრანსპორტო საშუალების

მარკა:

ნომერი:

6. სამართალდამრღვევის

სახელი:

გვარი:

პირადი №:

მისამართი:

7. დარღვევის არსი:

8. პასუხისმგებლობა:

9. სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა:

10. ჯარიმის ოდენობა:

11. სახაზინო კოდი: 750437501

12. მოწმე ან სხვა მონაწილე პირი

სტატუსი:

სახელი:

გვარი:

ხელმოწერა:

13. სამართალდამრღვევის ხელმოწერა

14. შემვსების ხელმოწერა

15. შენიშვნა

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება   (გადაწყვეტილება).

 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით  მოქალაქეს უფლება აქვს,  რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.goriparking.ge 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 750437501.

ცხელი ხაზი: 000000000

დანართი №9

ახსნა-განმარტება

1.     დამრღვევის:

ა) სახელი და გვარი_________________________________________________________

ბ) პირადი №________________________________________________________________

გ) მისამართი _______________________________________________________________

დ) დაბადების თარიღი ______________________________________________________

ე) სამუშაო ადგილი _________________________________________________________

ვ) ადმ. სამართალდარღვევის ოქმის ნომერი ___________________________________

ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი

___________________________________________________________________________

თ) სასკ-ის -----------------------------------------------------------------------------------

2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი: _______________________________

დამრღვევის ხელმოწერა: _____________________ თარიღი: _____________________

                                                                                                                რიცხვი, თვე, წელი

თარჯიმანი (თუ არის): _____________________________________________________

                                                                   ხელმოწერა, სახელი, გვარი