„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 378-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 450130010.05.001.020244
378-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
450130010.05.001.020244
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;“;

ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს სამინისტრო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N378-IVმს-Xმპ