„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 379-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 450010000.05.001.020272
379-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
450010000.05.001.020272
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 2000 წელი, მუხ. 140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული კინოცენტრი არის ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).

5. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული კინოცენტრის დებულების შესაბამისად.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს მინისტრი.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კინოს სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი და პირობები ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის საკონკურსო დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს მინისტრი.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული კინოცენტრი ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც შედგება შემოქმედი მუშაკებისა და შესაბამისი ექსპერტებისაგან. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N379-IVმს-Xმპ