„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 364-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.020284
364-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
010170000.05.001.020284
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235) 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 75. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით;

ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას;

გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესახებ;

დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N364-IVმს-Xმპ